კიდევ ერთი კლასიკური შედევრი როგორ უნდა გახეთქო ლულა. იმაზე სუბარი რომ ეს გამოწვეულია ამ თუ იმ მიზეზით და ათასი არგუმენტების მოყვანით ალბათობის თეორიიდან გამომდინარე, ცოტა უადგილო მეჩვენება. პირდაპირ გეტყვით, რომ ამის მიზეზი არის გადამეტებული დენთის დოზა. ჩემი გამოცდილიებიდან და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე რაც მინახავს გახეთქილი ლულები სავაზნეში, არის ძირითადათ გადამეტებული დენთის დოზა. დანარჩენი დაზიანებები კი გამოწვეულია ლულაში ჩარჩენილი საცობის ან უცხო საგანების, თოვლი მიწა და სხვა სხეულების გამო. ერთს გირჩევთ, ვაზნის დატენვის დროს გამოიყენთ, მხოლოდ მიღებული დენთის მარკა, რაც განკუთვნილია გლუვლულიანი თოფებისთვის, ასევე შესაბამისი ყველა კოპონენტი რაც საჭიროა ცარიელი მასრის დასატანად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დენთის დოზას, არ დატკეპნოთ არავითარ შემთხვევაში, რადგან ნორმალური დოზის მიცემის დროსაც შეიძლება გამოიწვიოს დაპრესილმა დენთმა სავაზნის გახეთქვა. ეს ალბათობის თეორიიდან არ გეგონოთ, ეს რეალობაა და ხშირად ხდება პრაქტიკაში. მე პირადად დიდი ხანია ვაკვირდები ასეთ შემთხვევებს და თითქმის 100%-ტი დაზიანებული თოფების მფლობელთა მონაყოლიდან გამომდინარე სავაზნის გახეთქვის შემთხვევები არის დიდი დოზა, დაპრესილი დენთი და რაღაც სხვა მარკის დენთი რომლის სახელიც არ იცოდნენ. (ბევრი სიმართლეს არ ამბობს, ალბათ რცხვენიათ მომხდარის გამო, მაგრამ ფაქტები სახეზეა) ყველაზე მეტად მე ის მაკვივრებს როგორ ატვენ და როგორ პრესავენ ამდენ დენთს ვაზნაში ასეთი შედეგი რომ გამოიწვიოს. ერთი სიტყვით ასეთი დაზიანების თოფებს, რომ ვნახულობ ვუღებ ხოლმე სურათებს და ვდებ ხოლმე ჩემს ვებ გვერდეზე ასევე სოციალურ ქსელშიც, რათა ყურადღება მივიქციო მათი ვინც ვაზნებს ტენის ან ეხლა იწყებს. ყველას ვურჩევ იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად რადგან არასწორი ვაზნების დატენვის შემთხვევაში სავაზნის გახეთქვის გარდა შესაძლებელია თოფში წარმოიქმნას სხვა დაზიანებებიც. მიუხედავათ ჩემი ასეთი მცდელობისა როგორც ვატყობ მაინც ვერ ვახეხებ მათი ვერც ყურადღების მიქცევას და ვერც შეშინებას ვისაც ასეთი შემთხვევები ემართება. მეტი რა გავაკეთო არ ვიცი დაზიანებული თოფების გარდა, დაზიანებული სხეულების და ქელეხის ამსახველი სურათების დადებას ვერ დავიწყებ, რაც საუბედუროდ ხდება ხოლმე. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ყველა დამწყებ მონადირეებს ვისაც სურვილი აქვს სახლის პირობებში დატენონ ვაზნები, გაითვალისწინონ უსაფრთხოების წესები და ის უბედური შემთხვევებიც რაც საუბედუროდ ხშირად ხდება ხოლმე პრაქტიკაში. გასათვალაისწინებელია ისიც რომ ასეთი დაზიანებები არ მთავრდება არამარტო თოფოს დაზიანებით… ყველა ღმერთმა დაიფაროს მაგრამ მეტი ყურადღებით უნდა მოვეპყროთ იარაღს და ასევე საბრძოლო მასალებს იმისათვის, რომ უბედური შემთხვევები აღარ მოხდეს.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!