ძალიან საინტერესი შემთხვევასთან მქონდა შეხება. მოიტანეს მპ 27 სპორტინგი გახეთქილი ლულით და გაგლეჟილი ლულის კალაპოტით. გადავწყვიტე სურათები გადამეღო და მეჩვენებინა ყველასთვის თუ რა დაზიანებებს შეიძლება ქონდეს ადგილი ამათუ იმ მიზეზების გამო. მეპატრონეს განმარტებით თოფიდან მოხდა ქარხნული ვაზნის გასროლა, რამაც მიიყვანა თოფი ამ შედეგამდე. ამაზეა ნათქვამი ფიცი მწამს ბოლო მაკვივრებსო. მეპატრონე ამბოს ქარხნული ვაზნა ვისროლეო, მე მჯერავს მისი ნათქვამი ნამდვილად არ ჭირდება არაფერში ტყუილის თქმა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ასეთი დაზიანების გამოწვევა ორმაგ მუხტსაც არ შეეძლო. ლულა და კალაპოტის გაგლეჯვას ისიც ემატაება, რომ ქვედა ლულის გახეთქვის მერე იმხელა ბიძგი მისცა ზედა ლულას, რომ მთლიანად ააგლჯა სავაზნეს მხრიდან ქვედა ლულას და გაფრინდა გასროლის მიმართულებით. არ მგონია ასეთი შემთხვევეა მომხდარიყოს ოდესემე. ხდება უარესიც მაგრამ ამ შემთხვევაში გასაკვირი ის არი რომ ქვედა ლულის გახეთქვის დროს ზედა ლულა ახლეჩილილიყოს მთლიანად ასეთი არ მსმენია, არც გამიგონია ვინმესგან, და არც მინახავს სხვა დროს. ცოტა ფანტაზიის გარეშე თუ შევაფასებთ ამ შემთხვევას პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამის გამომწვევი მიზეზი დიდი მუხტია თანაც ძლიერად დაპრესილი, ან უშუალოდ სავაზნისა და ლულის არხის გადასავლელ კონუსში რაიმე უცხო საგნის არსებობა. ამ შემთხვევასთან მეორე ვარიანტი უფრო რეალურია. ასეთი დაზიანება გარდა აღნიშნულისა რომელიმე სხვა ფაქტორის გამო არ შეიძლება მოხდეს. რადგან ყველა კონკრეტულ ლულის გახეთქვას აქვს თავის მიზეზი, რის გამო შეიძლება მომხდარიყო. ყველა დაზიანება თავის კვალს ტოვებს, რა რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული. ეს შემთხვავა არ გავს არცეთ სხვა დანარჩენ მიზეზს. ეს შეიძლება გამოეწვია, როგორც ავღნიშნე ბევრ ძლლიერად დაპრესილი დენთს ან სავაზნეში უცხო საგნის ჩარჩენას. ასეა თუ ისე ფაქტი სახეზეა და ყველას ვურჩევ განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდნონ უსაფრთხოების წესებს. თოფს ვინ ჩივის მთავარია მსროლრლმა არ მიიღოს ტრამვა ასეთი დაზიანებების დროს. ამ შემთხვევაშიც მსროლელი გადარჩა ღმერთის წყალობით, არანაირი დაზიანება არ მიუღია, არც თვითონ და არც მის ირგვლივ მყოფთ. ასეთი დაზიანების დროს კალაპოტის მთლიანი გვერდს და ლულის სავაზნეს ფრაგმენტებს, რომლებიც დიდი სიჩქარით არის გატყრცნილი გახეთქვისას, თავისუფლად შეეძლო ზიანი მიეყენებინა ირგვლივ მყოფი მონადირეებითვის. თაავალნათლივ ჩანს თუ რა საშიშროებას წარმოადგენს ასეთი შემთხვევები.

error: Content is protected !!