მეც ხშირად გამჩენია კითხვა ვინ არის დღეს ყველაზე კარგი მეიარღე შემორჩენილი ცოცხლებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ ქმნიან შედევრებს და საუკეთესოა მათი სამონადირეო თოფები მთელ მსოფლიოში. ცოტა არ იყოს ბავშვური კითხვაა, რომელზედაც პასუხი არ არსებობს. ასე მეგონა მეც სანამდე არ წავაწყდი ამ სტატიას. დახლოებით ასეთი შესავლით იწყება ეს სტატია რომელიც დიდი ხნის წინ წავიკითხე. მინდა გავაცნო ჩემი საიტის სტუმრებს, სტატიაში აღნიშნული ლეგენდარული ოსტატები და მათ მიერ შექმნილი იშვიათი თოფების მოდელები, რომლებიც საუკეთესოა მსოფლიოში.

წლები თავისას შვება და მათ მიერ შექმნილი ბოლო მოდელები შეიძლება ჩაითვალოს მათი კარიერის წარმატებით დასასრულის სიმბოლოდ.

დავიწყოთ გერმანული კომპანიის Hartmann & Weiss უნიკალური თოფების შემქნელებით. „გერხარტ ოტო ხარტმან“ (Gerhard Otto Hartmann). დაიბადა 1940 წელს გამბურგში, გერმანიაში. 15 წლისა მოეწყო მოსწავლედ მეიარაღე „ცეპლიკთან“. 4 წლის სწავლების შემდეგ გადავიდა ულმ-ში სადაც მიღებული იქნა სამუშაოდ „კრიგხოფფის“ კომპანიაში. ერთი წლის მერე 1960 წელს ჰარტმანი მოეწყო სახელმწიფო საიარღო სკოლაში ფერალახში, ავსტრია. ჰარტმანი სწავლობდა და თან მუშაობდა კონდახების ოსტატთან იოზეფ ვინკლერთან. საიარაღო სკოლაში ჰარტმანმა გაიცნო „მარტინ ხენგომი“ რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილძე გახდა მისი მეგობარი. 1961 წელს ჰარტმანი დაბრუნდა გამბურგში და მუშაობა დაიწყო მეიარაღედ მაღაზია, სახელწოდებით „ვანდრში“.

„ოტტო რუდოლფ ვაის“ (Otto Rudolf Weiss) მედაიბადა 1939 წელს პატარა სოფელში გარდელეგენში რომელიც მდებარეობდა ქალაქ ზულთან ახლოს. 13 წლის ასაკში ოტტო მივიდა მოსწავლედ ერნესტ ტელმანის სახალხო საიარაღო ქარხანაში. ტელმანის ქარხანა იმ პერიოდში აერთიანებდა ხუთ საიარაღო ფაბრიკას. სამი წლის მანძილზე ოტტომ მოახერხა შეესისხორცებინა ის საუკეთესო საიარღო პრაქტიკა რაც არსებობდა მაშინდელ ზულში. შემდეგ მუშაობდა ცნობილ ფირმა მერკელში. ქვეყნიდან წასვლის მერე ოტტო აღმოჩნდა ციურიხში სადაც მუშაობა დაიწყო კომპანია „ვილგელმ გლეიზერ-ში“. ეს კომპანია ერთერთი მცირედთაგანი იყო რომელიც აწარმოებდა „ნეეგან“-ის სისტემის შტუცერს.

პირველი 1975 წელს წარმოებული ნეეგენის სისტემის შტუცერი კომპანია ხარტმან-ვეისის შტუცერი საცვლელი ლულებით

დამწყებმა ოსტატმა ეს სისტემა აიყვანა სრულყოფილებამდე. ერთი წლის მერე ოტტომ მიმართა ინგლისის საიარღო წარმოების ასოციაციას, მათ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით. ომის შემდეგ არც ინგლისს ქონდა საუკეთესო დღეები ეკონომიკაში და გასაკვირი არ იყო ოტტომ მიიღო რამოდენიმე კოპანიიდან მიწვევა. მან აირჩია „ჯეიმს პერდეს“ კომპანია. ოტტო ვაისმა დასაწყისში მუშაობა დაიწყო კონდახების ოსტატ „ბენი დილი“-თან. ვაისმა თავისი მეტალის დამუშავების მაღალ კლასს დაუმატა შეუფასებელი გამოცდილება მსოფლიოში საიკეთესო კონდახების დამუშავების პრაქტიკა. იმ პერიოდში ვაისთან ერთად კომპანიაში მუშაობდა „დევიდ ტრიველიან“-ი, „პიტერ ნელსონი“ და კენ ხანტი“. თითქმის ერთი ხნის ახალგაზრდა ოსტატები თავისუფალ დროს ატარებდნენ ერთად. 1963 წელს ოტტო ვაისმა დატოვა ლონდონი და დაბრუნდა გამბურგში და მუშაობა დაიწყო მაღაზია ვანდრში. იქ მოხდა გაცნობა გერხარტ ჰარტმანის, რომელიც როგორც უკვე ავღნიშნეთ აევე მუშაობდა მაღაზია ვანდრში. ვაისმა და ჰარტმანმა ერთად იმუშავეს ორი წელი რომლის პერიოდში დაკავებული იყვნენ იარაღების შეკეთებით და აღდგენით. 1965 წელს მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ საკუთარი კომპანია. ხუთი წელი მოანდომეს რომ შეექმნათ თავიდან ბოლომდე მოდერნიზებული „ნეეგანის“ სისტემის შტუცერი.

„პიტერ ვიქტორ ნილსონ“-ი (Peter Victor Nelson).დაიბადა 1938 წელს ლონდონში. სამონადირე იარაღების მიმართ ინტერესის გაჩენაში დიდი წვლილი ითამაშა მისმა მეზობელმა, რომელიც მუშაობდა საიარაღო კომპანია „ჩარლზ ხელლის“-ში. 1953 წელს 15 წლის ასაკში ნელსონი მოეწყო მექანიზმების ამწყობის მოსწავლედ „პერდეს“ კომპანიაში. მისი მასწავლებელი იყო „ერნესტ ლოურენსი“. კონდახების დამუშავების ხელოვნება შეისწავლა ასვე იმ „ბენ დილი“-თან ვისთანაც ადრე მუშაობდა ვაისი. ნელსონის პირველი დამოუკიდებლად შექმნილი ჰორიზონტალური ლულებიანი თოფი და ერთობლივი ვერტიკალურ ლულებიანი თოფი გამოჩნდა 1966 წელს.

დახელოვნების ხარისხი იზრდებოდა ყოველ დღიურად და უნიკალური ხასიათი ნელსონის გამოიხატებოდა აბსოლიტურ სრულყოფილებაში. რასაც მიაღწია კიდეც. ხშირად ჰქონდა დავა კომპანიის ნორმატივებთან დაკავშირებით, რადგან ნელსონს ორჯერ მეტ დრო ჭირდებოდა ვიდრე ამას ითვალისწინებდა კომპანიის ნორმატივები კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად. პტერ ნელსონმა შექმნა 100-მდე მოდელი სამონადირეო თოფი პერდეს კომპანიის. ერთ ერთი ბოლო მათგანი თოფი შექმნა დევიდ ტრიველიანომთან რომლის გრავირებაც შეასრულა გენიალურმა ოსტატმა „კენო ხანტმა“ეს იყო ბოლო შესრულებული ერთობლივი თოფი პერდეს კომპანიაში.

ჰორიზონტალური შტუცერი შექმნილი ნელსონის მიერ კომპანიიდან წასვლის წინ. კალიბრი 9,3X74, 1988 წ.

ნელსონი გადასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მალევე მიხვდა რომ მისი ადგილი იქ არ იყო. არ მოეწონა ამერიკაში მაშინ დამკვიდრებული შრომის ორგანიზაცია, იდეების განვითარების არ არსებობა და ბევრი სხვა რამ, რამაც აიძულა გახსენებოდა ოტტო ვაისი მიწვევა. ნელსონი გადავიდ გამბურგში და სამმა გამოჩენილმა ოსტატმა მოიყარა თავი ერთ კომპანიაში. მალევე მათმა ოსტატობის მაღალმა კლასმა და პროფენიალიზმმა გადააბრუნა მოძველებული აზრი, თუ სად კეთთდებოდა ყველაზე საუკეთესო სამონადირეო თოფები ევროპაში. ის ფაქტორი რომ გამოჩენილმა ოსტატმა დატოვა ცნობილი პერდეს და შვილების კომპანია, გამოიხატებოდა იმაში რომ ყველა კომპანიის ამბიცია არის შემოსავალი და ნაკლებად ითვალისწინებს თანამშრომლების შემოქმედებით ამბიციებს. ნელსონის და ვაისის დონის ოსტატებს უნდოდათ შემოქმედებითი წინ სვლა, ახალი იდეების შემოღება წარმოების ციკლში. მათ წინსვლას აფერხებდა კომპანიის მოძველებული ნორმატივები და წარმოებული მპროდუქცია, რომლებიც არ შეცვლილა ათწლეულის მანძილძე, ყველა ოპერაცია მკაცრად იყო გაწერილი და ნორმირებული. ნელსონის მისვლის მერე კომპანია ხარტმანი და ვეისში (Hartmann & Weiss) ისე კარგად ააწყვეს საქმე რომ სამ წელიწადში გადაწყვიტეს გაეხსნათ საკუთარი მაღაზია და სახელოსნო ლონდონში.

ნელსონი დაბრუნდა ლონდონში რათა გაძღოლოდა ახალ საქმეს. ნელსონის პროფესიონალიზმა და მისი მაღალი კლასის ავტორიტეტმა ხელი შეუწყო 16 წლის მანძილზე ბიზნესის წარმატებულ განვითარებას. იმ მიზეზების გამო რაც ცნობილი არ არი ნელსონი იძულებული გახადა დაეტოვებინა ჰარტმანი და ვეისის ფირმა 1990 წელს, რათა წამოეწყო თავისი პატარა საქმიანობა თავის სახლში რომელიც მდებარეობდა ლონდონის ჩრთილოეთით. შემდგომში მათი მოღვაწეობის პერიოდში ამ სამი მეგობრის გზები ბიზნესში აღარ გადაკვეთილა. ნელსონის დამოუკიდებლად შექმნილი თოფების ირგვლივ ნაკლები ინფორმაციაა. არდა ვისაც აქვე საკუთარ კოლექციაში არ ასაჯაროებენ. ხანდახან მაინც ხდება ხოლმე მისი რომელიმე ეგზემპლიარის გამოჩენა, ასე მოხდა 2003 წელს, როდესაც გამოჩნდა ელესაბედის კორონაციის 50 წლისადმი მიძღვნილი 20 კალიბრის ვერტიკალური ლულებით Boss & Со-ის სტილში შექმნილი თოფი,

რომელსაც კლასიკური ზედა ჩამკეტი ურდულის მქონე თოფთან შედარებით გააჩნდა გვერდითი სამართავი ბერკრტი რომლითაც ხდებოდა თოფის გადახსნა და ჩაკეტვა. არ უყვარდა ნელსონს განმეორება, ის სულ ეძებდა რაღაც ახალს რითაც ის განსხვავდებოდა სხვა ოსტატებისგან. აღნიშნული თოფის უნიკალური გარე ინხრუსტაცია შესრულებული იყო ინგლისელი ცნობილი ინხრუსტაციის ოსტატის „ფილ კოგან“-ის მიერ. 2003 წეს ეს უნიკალური შედევრი გახდა გამარჯვებული „ჯეფფრი ბატროიდ“-ის პრესტიჟული კონკურსში ნიუორკში. აღნიშნული თოფი დღეს კუთვნილებაშია ცნობილ „გრიფფი და ხავ“-ის ცნობილ საიარაღო კომპანიის.
2014 წლის 5 იანვარს პიტერ ნელსონს შეეძლო აღენიშნა 60 წლის იუბილე მისი პროფეესით მოღვაწეობის, მაგრამ ის უკვე დამსახურებულ პენსიაშია.


ამ ვირტუოზი ოსტატების მიერ სულ შესრულებულია 164 სანადირო თოფი ჯეიმს პერდეს კომპანიაში, 26 თოფი და 6 შაშხანა ხარტმანი და ვაის-ის კომპანიაში და 79 თოფი თავისივე შექმნილი დამოუკიდებლად. გამოდის რომ წელიწადში მთლიანობაში იქმნებოდა 5 თოფი. აქედან მეტი წილი უმაღლესი დონის მოხატულობის და მოჩუქურთმებული თოფები შექმნილი ნელსონის მიერ ეკუთვნის ორ მდიდარ კოლექციონერს და გასაკვირი არ არი რომ ასეთი კლიენტები აძლევდნენ საშუალებას ოსტატებს შეექმნათ განუმეორებელი შედევრები, რამე თუ შეზღუდული არ იყვნენ იმით რომ უნდა შეესრულებინათ განსაზღვრული თანხის სამუშაოები.
ნელსონის წასვლის შემდეგ ხარტმანმა და ვაისმა გააგრძელეს თავიანთი საქმიანობა. რამდენაც გასაკვირი არ უნდა იყოს Н & W-ის თოფების არ არსებობა მეორედ ბაზარზე (წარმოებული შეკვეთის გარდა) მიანიშნებდა ფირმის წარმატებას რადგან თუ კი ასეთი თოფი გამოჩნდებოდა უცებ პოულობდა მეპატრონეს. ასეთი ხმებიც დადიოდა რომ ფირმა დაკავებული იყო საუკეთესო თოფების მოდელების კოპირებით, მაგრამ ეს ასე არ იყო. ბევრი სხვადსახვა მოდელი თოფების, რომლის კოპირებასაც ახდენდნენ და აწარმოებდნენ, ჰარტმანი და ვაისის შექმნილი თოფები მაინც განსხვავებული იყო, როგორც შესრულების ხარისხით ასევე უკეთესი მექანიზმის მუშაობის პრინციპით.


არ ტოვებდნენ არცეთ ძირითად საკვანძო წერტილებს რომ არ დაეხვეწათ და არ გადაეკეთებინად უფრო საიმედოთ. ეს უნიკალრი ოსტატები ეთნაირად მუშაობდნენ, როგორც მეტალზე ასევე ხეზე. მათ ქონდათ შიგა განაწესი სადაც ხდებოდა შესასრულებელი შეკვეთის მიხედვით საქმის განაწილება. მაგალითად უფრო მეტად კუთხვილ ლულიან თოფებს აკეთებდა ჰარტმანი, საფანტიან თოფებს კი ვაისი. ისინი უპირატესობას აძლევდნენ კლასიკურ ინგლისური თოფების მოდელებს და გამოხატავდნენ მის მიმართ თავიანთი საქმიანობით დიდ სიყვარულს. კატეგორიულად უარი თქვე გერმანული კომბინირებული თოფების წარმოებაზე. კომპანია იყენებდა უმაღლესი ხარისხის ნედლეულს, საუკეთესო „ბიოლერ“-ის და კრუპის ლულის ფოლადს. საკონდახე მასალას კი იყენებდნენ უმაღლესი ხარისხის ნიგოზზს. საბოლოვო გარე ფორმის მიცემაზე კლასიკურ ინგლისურ სტილში მუშაობდა ავსტრიელი ოსტატი „ფლორიანა გიულლერტა“. უმაღლესი ხარისხის გრავირებაზე მუშაობდა ბელგიელი ოსტატი „მეტრ ალეინ ლოვენბერგ“-ი. ასევ შეიძლებოდა ჰარტმანის და ვაისის თოფებზე წინა საუკუნის უმაღლესი კლასი ოსტატების მიერ შესრულებული ნამუშევრების ნახვაც. საბოლოვო ფაზა აღნიშნული თოფების წარმოების იყო მათი ჩასადები ხის ფუტლიარი შესაბამისი ხელსაწყოებით თოფის გასაწმენდად. ამ ბოლო ფაზას ასერულებდა ინგლისელი ვირტუოზი „ვინსომ რიკარდსომ“-ი. კომპანიის ურთიერთობა არ იყო ადვილი მათ კლიენტებთან. ეს მეტ წილად გამოწვეული იყო შეკვეთის დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. შეკვეთის შესრულებას უნდებოდნენ სამი ოთხი წელი ხანდახან მეტიც. ჰარტმანი და ვაისი არ ჩათვლიდნენ შეკვეთას შესრულებულად სანამდე არ იქნებოდა გათვალისწინებული შემკვეთის ყველა ნიუანსი. ყურადღება ექცეოდა ყველაფერს, თოფის წონას, ბალანსს. მრავალჯერადი კონდახის მორგების პერიოდი გრძელდებოდა იქამდე, სანამდე არ მოხდებოდა მსროლელის გეომეტრიაზე კონდახის მორგება ერთი მილიმეტრის სიზუსტით. როგორც გამოცდილი მონადირე, ჰარტმანი მზად იყო გაეზიარებინა კლიენტებისთვის თავისი აზრი თოფების არჩევასთან დაკავშირებით. ასეთი პატარა კოპანიისთვის მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო მისი ასორტიმენტოს სიმრავლე, აწარმოებდნენ ჰორიზონტალური თოფებს „ბიზლის“ და „ჰოლანდ ჰოლანდის“ საკეტებით. ასევე მცირე კალიბრები მრგვალი კალაპოტებით. ვერტიკალური თოფები „ბოსს“ მოდელებს, შაშხანები, ორლულიანი შტუცერები ჰორიზონტალური ლულებით. ასევე ერთლულიანი შტუცერები და 2007 წელიდან მსუბუქი ერთლულიანი გადასახსნელი ხრახლინ ლულიანი თოფებს „კიპლაუფს“ (кiррlаuf). საკეტებს გვერდითი დაფებზე, იყენებდნენ ოთხი სახვადასხვა სისტემისას. დრო და პროგრესი თავისას შვება და აუცილებელი გახდა უმაღლესი სიზუსტის ჩარხდანადგარების შერწყმა ხელით შესასრულებელი სამუშაოებთან ერთად. გასული საუკუნის 80-იან წლებში ჰარტამნის და ვაისის კომპანიამ პროგრამული მართვის ჩარხდანადგარების დანერგვასთან ერთად მიიღო პრაქტიკაში ავტომატური პროექტირების ელემენტებიც. კომპანია განთავსებულია სამ სართულიან შენობაში და შედგება 8 თანამშრომლისაგან. პირველ სართულზე განთავსებულია მაღაზია და სარდაფში მოწყობილია 100 მეტრიანი ტირი. თოფების ყველა საკომპლეკტაციო დეტალები, ლულები და საკეტები მზადდება დამოუკიდებლად კომპანიის მიერ. ასე გრძელდებოდა ამ უმაღლესი კლასის ოსტატების საქმიანობა, სანამდე არ მიიღეს გადაწყვეტილება რომ გასულიყვნენ დამსახურებულ პენსიაზე, როგორც ეს გააკეთა ნილსონმა. ხარტმანი და ვაისმაც მიიღეს გადაწყვეტულება დაესრულებინათ თავიანთი კარიერა (წლები თავისას შვება). ახალ შეკვთებს აღარ ღებულობენ. ეს ნამდვილად გულსაწყვეტია რადგან არიან კი კიდევ მსოფლიოში რომლებსაც დაფიქრების გარეშე უწოდებენ „საუკეთესონი მსოფლიოში“… მე ასეთები არ ვიცი. აი ასე მოკლე ისტორია ამ სამი მართლაც უმაღლესი დონის ოსტატების შესახებ, რომლებმაც თავიანთი ოსტატობით, საიარღო სკოლის უმაღლესი განვითარების და უბადლო შესრულების შედევრები დატოვეს მსიფლიოში. რაც დრო გადის ხელთ შრომას უკვე მთლანად ანაცვლებს უზუსტესი თანამედროვე ჩარხ დანადგარები, რომლებიც იმ დონოზე ასრულობენ კონკრეტულ დეტალებს, რომლეთა ურთიერთ გადაადგილებით ერი თოფიდან მეორე თოფში არ საჭიროებს თავიდან მორგებას. ეს რათქმა უნდა ყველაფერი კარგია, მაგრამ ვერასდროს ვერ შეცვლის იმ იმ ხელით ნაშრომს რასაც ქმნიდნენ, როგორც აღნიშნული ასევ სხვა ცნობილი ოსტატები, რომლებაც გაიარეს მცოფლიოში ცნობილი ფირმების საიარაღო სკოლები. მათმა შეიტანეს და დანერგეს ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები, შეიტანეს ასევე სიახლე წარმოების ციკლში. შეცვალეს ძველი დამკვიდრებული მუშაობის სტილი, გააუმჟობესეს წარმოებული პროდუქციის ნაირფეროვნება და შესრულების ხარისხი. საბედნიეროთ ცოტა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობენ მაღალი კლასის ოსტატები.

error: Content is protected !!