ხორნის ტყვიამფრქვევი 7,9X53 მმ.

გერმანიის არმიაში ლუგერის ვაზნაზე პისტოლეტ ტყვიამფრქვევის MP 43-ის გამოჩენამ პრაქტიკულად განპირობა სროლის მანძილის შემცირება. ეს განპირობნებული იყო იმით, რომ შეემცირებინათ იარაღის მასა, რათა გაეზარდათ მებრძოლისთვის აღჭურვილობა და ვაზნების ოდენობა. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მკაცრ საველე პირობებში, რადგან საჭირო იყო მასიური ცეცხლის გამოყენება საშუალო დიატანციაზე სროლისას. მძიმე ეკონომიკურ პერიოდში მყოფმა გერმანიამ ომის დაამთავრების წინა პერიოდში სტიმული მისცა კონსტრუქტორებს შეექმნათ მაქსიმალურად მარტივი იარაღი, რომელიც იქნებოდა იაფი წარმოებაში. 1945 წლის დასაწყისში იარაღის ნიმუშები რომლებიც შექმნა კონსტრუქტორმა «ხორნმა» და «ბარნიცკემ» აკამყოფილებდა ომის პირობებიში იარაღის წარმოების მოთხოვნებს. სამხედრო საველე გამოცდა ამ იარაღებმა ვერ მოასწრეს. რამოდენიმე მოდელი ხელში ჩაუარდათ წითელი არმიის ნაწილებს, როგორც «ტრაფეი». მთლიანად რამდენი ხრონის ტყვიამფრქვევი აწარმოეს გერმანელებმა დაუზუსტებელია. მაშინდელი ომოს პირობების გადასახედიდან ალბათ რამოდენიმე ათეული. აღნიშნული კონსტრუქტორების იარაღები იყო საინტერესო, როგორც მათი კონსტრუქციიდან გამომდინარე ასევე წარმოების თვალსაზრისით. ხორნის ტყვიამფრქვევი შექმნეს 1944–1945 წლებში გერმანიის სამხედრო ტექნიკურ ტაქტიკური შეიარაღების სტრუქტურის მოთხოვნით 7,9 მმ ვაზნაზე. 1943 გრმანულ დოკუმენტებში შუალედური ვაზნა მოიხსენება როგორც პისტოლეტის ვაზნა 1943 წლის ნიმუში. ( შუალედური ვაზნა არის პიტოლეტის ვაზნასა და შაშხანას ვაზნას შორის არსებული ვაზნა თავისი სიძლიერით). ასევე სხვადასხვა დოკუმენტებში მოხსენიებულია როგორც მოკლე ვაზნა 1943 წლის ნიმუში. (Pistolen-patr. 43me). გერმანიის შეიარაღებაში ომის დროს პისტოლეტ ტყვიამფრქვევბისთვის ძირიათდად გმოიყენებოდა 9X19 მმ ვაზნები, შაშხანებისთვის და ტყვიამფრქვევისთვის კი 7,92X57 მმ. კონსტრუქტორის საკუთარ ჩანაწერებში მითითებული იყო სამხედრო სტრუქტურის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც გამოიხატებოდა შემდეგში: ტყვიამფრქვევი წარმოება უნდა მომხდარიყო მაქსიმალურად შემცირებულ ვადებში დეტალების დაშტამპვის პრინციპით (შტამპოვკით). ერთ ერთ მოთხოვნად ავტომატის იაფი წარმოების გარდა იყო ის, რომ ტყვიამფრქვევის მექანიზმს უნდა ემუშავა თავისუფალი საკეტის უკუ ცემის პრინციპზე. თავისუფალი საკეტის მუშაობის პრინციპი საშუალებას იძლეოდა შედარებით მარტივი ტყვიამფრქვევების შექმნას პისტოლეტის ვაზნაზე. ომში პისტოლეტის ვაზნაზე თავისუფალი საკეტის მქონე ავტომატების მასიურმა გამოყენების პრაქტიკამ აჩვენა მთი დადებითი მხარეები საბრძოლო მოქმედებებში. საიმედო მუშაობით, სროლის მაღალი ტემპით, საველე პირობებში იოლი მოხმარების კუთხით. მიუხედავად დადებით ნიუანსების არსებობისა პისტოლეტ ტყვიამფრქვევებს გააჩნდათ ძირითადი და მთავარი უარყოფითი მხარე, ეს იყო ძლიერი ცეცხლის უკმარისობა და მომაკვდინებელი ძალა საშუალო მანძილზე. აქედან გამომდინარე გერმანიის სამხედრო სტრუქტურებმა მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ პისტოლეტის ვაზნაზე უფრო მძლავრი ვაზნა. ვაზნის სიძლიერის გაზრდამ გამოიწვია დიდი სიძნელეები ტყვიამფრქვევის კონსტრუქციის დაპროექტებაში. მიუხედავად ამისა გერმანელებმა ამაზე უარი არ თქვეს და გააგრძელეს კონსტრუქტორების მოზიდვა ამ მიმართულებით. ძალიან ძნელი იყო 7,9X33 მმ 1943 წლის ნიმუშის ვაზნაზე თავისუფალი საკეტის მქონე ტყვიამფრქვევის შექმნა, რომლის წონა უნდა ყოფოლიყო 4 კოლო და აქედან საკეტის მასა 1,5 კილო. ხორნმა მოიფიქრა საკმაოდ ჭკვიანური პრინციპი გასროლის დროს 0,8 კგ წონის საკეტის დამუხრუჭების. (ამ სიმძიმის საკეტი გააჩნდა ხორნის ტყვიამფრქვევს). ამის გაკეთება შეძლო სავაზნეში ტყვიის თავის შესასვლელში არსებული ხვრელით გამოყოფილი გაზის უკუცემის საპირისპირო ზემოქმედების შედეგად. ავტომატის დახვეწა ხდებოდა წარმოების პეროდიშც, რადგან შესამჩნევი იყო სხვადასხვა დეტალების განსხვავებულ ზომები, რაც იმის მაჩენებელი იყო რომ ავტომატი კონტროლს არ გადიოდა სპეციალურ სტენდზე, რომლის მეშვეობითაც უნდა შემოწმებულიყო მისი ავტომატიკის მუშაობის ვარგისიანობა. ეს კი გამოწვეული იყო იმით რომ ფრონტზე არსებული არა სახარბიელო მდგომარეობა და დროის უკმარისობა არ იძლეოდა ამის საშუალებას. პარარელულად კონცტრუქტორმა ბარნიცკემ შექმნა იგივე 7,9 მმ ვაზნაზე, ასევ თავისუფალი საკეტის პრინციპზე მომუშავე ავტომატური შაშხანა, რომელშიდაც გამოყენებული იყო საკეტი დამუხრუჭების იგივე პრინციპი. ხორნის ავტომატთან განსხვავებით საკეტი დამუხრუჭება ხდებოდა უფრო მოგვიანებით. რადგან გაზის გასატარებელი ხვრელი სახაზინო ნაწილიდან მდებარეობდა ლულის არხში 31 სანტიმეტრის დაშორებით. შაშხანის გამოცდის დროს დადგინდა, რომ საკეტის უფრო მოგვიანებით დამუხრუჭება არ იძლეოდა რაიმე შთამბეჭდავ უპირატესობას საკეტის სიმძიმის შემცირების კუთხით. 1,4 კგ–ის სიმძიმის მქონე საკეტის დამუხრუჭება დენთის გამოყოფილი გაზით შესაძლებელი იყო მხოლოდ 34%–ით. აღსანიშნავია რომ ტყვიის დაჯგუფებაც არ იყო დამაკმაყოფილებელი. ავტომატური ჯერით სროლის დროს კი ტყვიის დაჯგუფება არ ჯდებოდა არანაირ ჩარჩოში. ხორნის ავტომატში სადაც გაზების გამოყოფა ხდებოდა სავაზნეში ტყვიის თავის შესასვლელში არსებული ხვრელით, იძლეოდა საკეტის სიმძიმის შემცირებას და მის დამუხრუჭებას 75 %–ით. ხორნის ავტომატი მუშაობდა თავისუფალი საკეტის ძალის უკუცების პრინციპზე. ლულის ჩაკეტვა ხორციელდებოდა ნახევრად თავისუფალი საკეტით, რომელიც საწყის პერიოდში მუხრუჭდება გაზის წნევის საპირისპირო ზემოქმედებით, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით. დმცემი მექანიზმს გააჩნდა მბრუნავი ჩახმახის ტიპის, დამსხლეტი მექანიზმი იძლეოდა ნახევრად ავტომატურ და ავტომატური სროლის რეჟიმს საშუალებას. სავაზნე კოლოფი კოპირებული იყო მპ 43 დან. მუდმივი სამიზნე განკუთვნილი იყო 300 მეტრზე სროლისთვის. ხორნის ავტომატში იგრძნობა ის მოთხოვნა რასაც უყენებდა სამხედრო უწყება კონსტრუქტორებს. მთლიანობაში კარგად ჩანს ავტომატის დაშტამპვით შესრულებული დეტალები. პრაკტიკულად სახარატო ჩარხის გამოყენება საჭირო იყო ლულისა და საკეტის თავის დამზადებლად. კონდახი და სახელური დამზადებული იყო 3 სანტიმეტრიანი სისქის დაპრესილი ფანერისაგან. სროლის რესურსის გაზრდისთვის და ტყვის დაჯგუფების გასაუმჯობესებლად ავტომატში საკეტის გადაადგილება არ ხდებოდა ბოლო უკანა წერტილამდე. რთულია აღწერო ასე მოკლე ფორმატში ეს მართლაც უნიკალური სიტემა. იმ დროითვის ეს იყო საინტერესო და ყველაზე საუკეთესო ავტომატიკის მუშაობის პრინციპი შუალედურ ვაზნაზე. ბევრი სხვა იარაღი შექმნეს გერმანელებმა ომის მიწურულს, მაგრამ არ დაცალდათ ბოლომდე მიეყვანათ დაწყებული პროექტები. ეს ბედი ეწია ხორნის ავტომატსაც. როგორც ავღნიშნე რუსებმა მოიპოვეს რამოდენიმე ტყვიამფრქვევი, რომელსაც ჩაუტარეს მკაცრი ტესტირება: ზედმეტათ შეზეთილი, შეუზეთავი, ტალახში, წყალში, აბსლიტურად გამშრალებული მექანიზმით, 50 გრადუსიან ყინვაში და ასე შემდეგ. ასეთ პირობებში გააკეთეს 1900 გასროლა და ხუთბალიანი შეფასების საზომით დაუწერეს 6 ბალი. ეს იყო პასუხი იმაზე რაც ვერ მოასწრეს გერმანელებმა. ავტომატი იმ დროისთვის იყო საუკეთესო, რომელის წარმოება მასიურად ვერ მოასწრეს. აქედან გამომდინარე ბევრმა არ იცის ამ ტყვიამფრქვევის შესახებ. ხორნის ტყვიამფრქვევის არსებობა შემოიფარგლა მხოლოდ საგამოცდეო პოლიგინზე და არავინ იცის მისი მასიური წარმოების შემთხვევაში თუ რა წვლილს შეიტანდა საბრძოლო მოქმედებებში.

ტექნიკური მაჩვენებელები

კალიბრი 7,92X33
მთლიანი წონა 4,7
ლულის სიგრძე 410
მთლიანი სიგრძე 930
მჭიდის ტევადობა 30
პრაქტიკული სროლის სიჩქარე წუთში 40-75
ტყვიის საწყისი სჩქარე 633
სროლის ტემპი წუთში 500-550

ფასი˜: ლარი