ტექნიკური მაჩვენებლები:
კალიბრი (მმ) 7,62X67
ვაზნის სიგრძე (მმ) 85
მასრის სიგრძე (მმ) 67
ტყვიის  წონა(გრ) 9,7-14,3
ტყვიის სიჩქარე (მ/წ) 1000-870
ტყვიის ენერგია (ჯოული) 5548-5299

7,62 კალიბრის ვაზნა 300 Winchester magnum, შექმნა ცნობილმა ამერიკულმა კომპანია ვინჩესტერმა 1962 წელს სამონადირეო დანიშნულებისთვის. ვაზნის პროტოტიპი აღებული იყო იგივე კალიბრის ინგლისური სამონადირეო ვაზნის 375 ჰოლანდ-ჰოლანდ მაგნუმის ვაზნისაგან . ეს იყო მეოთხე ვაზნა რომელიც აწარმოვა ვინჩესტრეის ფირმამ. (მისი წინა მორბედები იყო 264, 338, 458 კალიბრის Winchester Magnum). 300 მაგნუმის მასრის გამოკვეთილ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს ვაზნის კედლის გასქელება სახაზინო ნაწილთან ღარის წინ, სადაც მასრა განიცდის ყველაზე დიდი წნევის დატვირთვას. აღნიშნული ფორმით გამოიხატებოდა დიდი ხნის მანძილზე მაგნუმის კალასის ვაზნების განსხვავება სხვა დანარჩენი ვაზნებისაგან. 300 მაგნუმის ვაზნა იმდენად ზუსტი და მძლავრი გამოდგა შორ მანძილზე სროლისას, რომ იგივე კალიბრის ვაზნებს დიდი უპირატესობით ჯობდა თავისი საბრძოლო მაჩენებლებით. არც სამხედრო პირებს გამორჩენიათ მხედველობიდან ვაზნის კარგი ბალისტიკური მაჩენებლები და მრავალ ქვეყანაში მიიღეს შეიარაღებაში როგორც სნაიპერული ვაზნა. უნდა აღინიშნოს, რომ ვაზნის სიძლიერიდან გამომდინარე სროლის დროს გააჩნია დიდი უკუცემა და ვისაც შეხება არ ქონია აღნიშნულ ვაზნასთან უნდა გაითვალისწინონ. ვაზნის ბალისტიკური მაჩვენებლები მართლას შთამბეჭდავია. ვაზნის ტყვიის მასა 9,72 გრამი, სასყისი შიჩქარით 1000 მ/წ-ში იძლევა ლულის წინა ენერგიას 4730 ჯოულს. 500 მეტრამდე სროლისას არ საჭიროებს სამიზნის რაიმე განსაკუთრებილ ცვლილებას რაგან ამ მანძილზე ტყვიის ტრაექტორიის ცვალებადობა უმნიშვნელოა. 1000 მეტრზე სროლისას ტყვიის ნახვრეტებს შორის მანძილი სამიზნეზე შეადგენს 27 სანტიმეტრს, რაც სრულიად საკმარისია აღნიშნულ მანძილზე სამკერდე ზომის სამიზნის დაზიანებლად. რუსული 7,62X54 კალიბრის ვაზნა, რომელიც გამოიყენება რუსეთის შეიარაღებაში არსებული სნაიპერული შაშხანებიდან სასროლად, 1000 მეტრზე და უფრო შორ მანძილზე სროლისას 300 მაგნუმის ვაზნა 10-ჯერ ჯობია სიზუსტით. ამერიკული ცნობილ კომპანიებს 300 მაგნუმის შაშხანების წარმოება იმ დონეზე აქვთ აყვანილი რომ გამოირჩვეა თანამედროვე მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური შესრულების ხარისხით და სიიაფით. რა შეიძლება ჩაითვალიოს ვაზნის უარყოფით მხარედ? ვაზნის სიძლიერდან გამომდინარე მასში არსებული დენთის მაქსიმალურად დაწვის გამო შაშხანების წარმოებისას იძულებულები არიან, რომ ლულის სიგრძე უნდა იყოს 62 სანტიმეტრი. უკუცემის და ლულის გადახურების შესამცირებლად ლულის კედლები უნდა იყოს სქელი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის წონას. მაღალი საწყისი სიჩქარის მქონე ვაზნები მალე ცვეთს ლულის შიგა ველს. 300 მაგნუმზე არსებული საშუალო კლასის შაშხანები გათვლილია 2000 გასროლაზე. დამათანხმებით არც თუ ისე ბევრია. შტატებში ამ ვაზნაზე შეიარაღებისთვის აწარმოებენ შაშხანას MK 13-ს და სამონადირეო შაშხანად გავრცელებულია რემიგტონ 700. აწარმოებენ სხვა მოდელებსაც. სხვა ქვეყნებშიდაც აწარმოებენ აღნიშნულ ვაზნაზე სხვადასხვა მოდელის როგორც სნაიპერულ ასევე სამონადირე შაშხანებს. რატო თვლიან 7,62 კალიბრს, 300 მაგნუმს ვაზნას ამ კალიბრში განვითარების უმაღლეს მწვერვალად? იმიტომ რომ არაერთმა საგამოცდო სროლებმა აჩვენა რომ დენთის მუხტის გაზრდით შორ მანძილზე სროლისას მნიშვნელოვნად იკლებდა ვაზნის ბალისტიკური მახასიათებლები. მაგალითად 300 Weatherby Magnum-ის ვაზნა უფრო ძლიერია, მაგრამ მაჩვენებლები საგრძნობლად ჩამორჩება შორ მანძილზე საროლისას 300 Win. მაგნუმს. აღნიშნულ ვაზნაში დენთის და ტყვიის მასის იდიალური შერწყმა ერთამნეთან, საშუალებას იძლევა 300-დან 1300-მეტრამდე მაქსიმალური ტყვიის დაჯგუფებას და გააჩნია დიდ გამაჩრებელ ძალა, რომლის მიღწევა არ ძალუძს არც ერთ სხვა დანარჩენ იგივე კალიბრის ვაზნებს. აქედან გამომდინარე ვაზნის გამოყენბა შესაძლებელია ევროპაში არსებულ ყველა ცხოველზე, ასევე აფრიკაშიც, ცნობილი ხუთეული ცხოველების გარდა.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!