7,62X39 akam
გერმანული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა შეექმნათ პისტოლეტისა და შაშხანის ვაზნებს შორის ეგრეთ წოდებული შუალედური ვაზნა, რომელიც თაისი სიძლიერით და ბალისტიკური მაჩვენებლით ჩამორჩებოდა შაშხანის ვაზნას და ძლიერი იქნებოდა პისტოლეტის ვაზნაზე. შექმნეს კიდეც 7,92X33 კალიბრის ვაზნა ავტომატური შაშხანისთვის. პასუხად რუსებმაც შექმნეს შუალედური ვაზნა 7,62X39 1943 წლის ნიმუშის სახელწოდებით. ვაზნა შექმნა რუსმა კონსტრუქტორებმა ელიზაროვმა და სიომინმა. ვაზნა დაიხვეწა და თავისი საბოლოვო სახე მიიღო 1949წელს. ვაზნის დანიშნულება იყო ეჯობნა ტექნიკური და ბალისტიკური მაჩვენებლით მაშინ არსებულ პისტოლეტის ვაზნებზე მომუშავე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისთვის, ეს იყო რუსული პპშ-ა, სუდაევი, გერმანული მპ40, მპ41 და შმაისერი. პირველის ვაზნა იყო 7,62X25 მმ ტტ-ე, მეორესი კი 9X19 მმ პარაბელუმის ვაზნა. მათი ვაზნის დაზიანების მანძილი შეადგენდა 100-დან 200 მეტრამდე. თუმცა ორას მეტრზე ტყვია ვერ ინარჩუნებდა საკმაო გამაჩერებელ ძალას, რაც აუცილებელი იყო ომის პირობებში. შუალედურ ვაზნას კი შეეძლო ცოცხალი ძალის განადგურება 300-დან 500-ას მეტრამდე. ვაზნის გამოჩენის დღიდან მისი კარგი ბალისტიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე პოპულარული და მოთხოვნადი გახდა მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით ამ ვაზნას კალაშნიკოვის ავტომატით სროულობს ნახევარ მსოფლიოზე მეტი.
ტყვიის სიჩქაეა 750/მწ-ში, ლულის წინა ენერგია შედგენს 2250 ჯოულს.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!