სამონადირეო მაღაზია “გორდა”დაარსდა 2005 წელს და მდებარეობს ქ.ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე №15-ში. აქვე ფუნქციონირებს შემკეთებელი სახელოსნო, სადაც მოგემსახურებათ კვალიფიციური სპეციალისტები. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული რჩევები, როგორც ნადირობასთან ასევე სამონადირეო იარაღებთან დაკავშირებით. გვაქვს სამონადირეო და სათევზაო აქსესუარების ფართო არჩევანი, სახელოსნოში კი შესაძლებელია შემდეგი მომსახურეობა: შაშხანებზე ოპტიკური სამიზნეების დაყენება, გამიზვნა მისროლით, როგორც ოპტიკით ასევე ღია სამიზნით. სამონადირეო იარაღების წარმომავლობის და ვარგისიანობის დადგენა, შეკეთება რესტავრაცია. შეძენილ იარაღებზე ვრცელდება უფასო საგარანტიო მომსახურეობა, ასევე უფასოდ ჩაუტარდებათ საკონსერვაციო მდგომარეობიდან სამონადირეო მდგომარეობაში მოყვანა, გაწმენდა შეზეთვა. უფასო კონსულტაცია ყველა სახის იარაღებზე და უსაფრთხოების წესებზე. შეძენილ შაშხანებზე ოპტიკური სამიზნის დაყენების შემთხვევაში ვრცელდება ფასდაკლება შესრულებულ სამუშაოზე და ასევე ფასდაკლება შესაბამის აქსესუარებზე, რომლებიც გამოიყენება ოპტიკის დასაყენებლად.

header-gorda

ვცდილობთ მივაწოდოთ მომხმარებელს ხარისხიანი და პრაქტიკაში დამკვიდრებული პროდუქცია, რომელიც აღიარებულია როგორც გამოცდილი ექსპერტების მიერ, ასევე იმ მონადირეების მიერაც რომელთა სამონადირეო პრაქტიკა  მოიცავს არაერთ ათწლეულს, რომლის განმავლობაშიდაც არაერთი სამონადირეო სისტემის თოფი და შაშხანა გამოუცდიათ როგორც საბრძოლო თვისებებით, ასევე პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით.

header-gorda-old

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გვაქვს სურვილი მოვემსახუროთ მონადირეებსა და მეთევზეებს იმ დიდ საყვარელ სპორტულ სახეობაში, რასაც ნადირობა და თევზაობა ჰქვია. გაუზიაროთ ჩვენი როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული გამოცდილება ყველა მსურველს და გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები.