BENELLI 828
ალბათ ყვალას ვინც თვალყურს ადევნებს ცნობილი ბრენდების თოფების წარმოებას მსოფლიოში, ბევრს გასჩენია კითხვა რატო არ აწარმოებს ნახევრად ავტომატური თოფების გარდა სხვა მოდელის თოფებს ისეთი ცნობილი ფირმა როგორიცაა ბენელი? სხვა ცნობილი ბრენდებიც არსებობს რომლებიც აწარმოებენ მხოლოდ ვერტიკალურ და ჰორიზონტალური ლულების მქონე თოფებს მაგრამ მეეჭვება შექმნან ისეთი ნახევრად ავტომატური თოფი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ბენელის, ბერეტას, კოზმის და სხვა ცნობილ ბრენდებს. ყველასათვის ცნობილია რომ ბენელის ნახევრად ავტომატური ინერციული საკეტის მქონე თოფები მართლაც რომ დიდი პოულარობით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე. როგორც ვიცით მსოფლიო გაჯერებულია ერთლულიანი ნახევრად ავტომატური თოფების მრავალრიცხოვანი მოდელებით და ავტომატიკის მუშაობის პრინციპის სხვადასხვა სისტემებით, მაგრამ რა თქმა უნდა არც ვერტიკალური და ჰორიზონტალური თოფების ნაკლებობაა. მიუხედავად ამისა სხვებისგან განსხვავებით ბენელიმ ჩათვალა რომ დადგა დრო პარარელურად მის ცნობილ ავტომატურ ბრენდებთან ერთად დაეწყო წარმოება საკუთარი პატენტით შექმნილი ახალი მექანიზმის მქონე ვერტიკალურ ლულებიანი სანადირო თოფის BENELLI 828U 12 კალიბრი 76 სმ-ნი მაგნუმის სავაზნით, რომელიც კონკურეციას გაუწევდა სხვა ცნობილი ბრენდების ანალოგიური კლასის თოფებს. ახალი თოფი წარმოადგინა 2015 წლის მარტის შუა რიცხვებში. ბენელიმ თოფი შექმნა საკუთარი სისტემის და არ არის კოპირებული სხვა რომელიმე მოდელიდან. ამოტომაც ბევრი სპეციალისტი ელოდა თუ როდისმე ბენელი დაიწყებდა განსხვავებული მოდელის თოფების წარმოებას, საინტერესო იქნებოდა თუ როგორი და რა სისტემის იქნებოდა ახალი მოდელი. თუ ვიმსჯელებთ მის ახალ მოდელზე მოლოდინმა გაამართლა. ბენელიმ წარმოადგინა მართლაც განსხვავებული ინოვაციური მოდელი რომელსაც გამოუჩნდა როგორც მომხრე ასევე კრიტიკოსებიც. მოკლედ ახალი თოფისა და მისი სისტემის შესახებ: პირველი რაც უნდა აღინიშნოს, თოფი წარმოადგინა არა „ბენელი არმიმ“, რომელიც მდებარეობს იტალიის ქალაქ ურბინოში არამედ ბენელის შვილობილმა კომპანია „ბენელი უსა“-მ. რომელის მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თოფის ფასი ამერიკის ბაზარზე შეადგენს შავი ანოდირებული ალუმინის კალაპოტით 2500 დოლარს, ხოლო მონიკელებული ალუმინის კალაპოტით 3000 დოლარს. ბენელის თოფი მართლაც რომ გამოირჩევა თავისი ორიგინალურობით, რომლსაც გააჩნია მოსახსნელი დამსხლეტ დამცემი მექანიზმი, გრძელი ალუმინის კალპოტი, დარჩილვის გარეშე ლულების ბლოკი, რომელიც შეერთებულია ერთმანეთთან მხოლოდ ლულის წიანა დაბოლოვებაში და მის სახაზინო ნაწილთან, ინერციული ეჟექტორის მექანიზმი, მაღალი სიმკვრივის პლასმასის სამიზნე სავენტილაცო თასმა, საცვლელი ჩოკები, კონდახზე უკუცემის შემამცირებელი ამორტიზატორი და რაც მთავარია ლულის ბლოკის კალაპოტთან საკუთარი პატენტით შექმნილი ჩამკეტი მექანიზმი, რომელიც არც თუ ისე მარტივია. აქედან გამომდინარე ჩაკეტვის ეს პრინციპი ალბად დადებითად აისახება მისი სროლის რესურსზე. თოფს ასევე გააჩნია კალაპოტსა და კონდახს შორის დასადები სპეციალური საფენები, რომლის საშუალებითაც შაესაძლებელია კონდახის დახრის კუთხის რეგულირება მსროლელის ფიზიკური მონაცემების შესაბამისად. თოფის წონა ალუმინის კალაპოტით და 66- 71 სანტიმეტრის ლულებით მერყეობს 2,85- 3 კილომდე. ეს წონა ცოტათი მეტია სხვა ფირმის ანალოგიური ალუმინის კალაპოტის მქონე თოფებზე. ერთი შეხედვით სხვა მხრივადაც არც თუ ისე დიდი განსხვავებაა სხვა ვერტიკალური ლულების მქონე თოფებისგანაც, მაგრამ ფირმის სახელი და მისი ახალი მოდელი, რომელიც წარმოადგენილია მსოფლიო ბაზარზე სადაც დიდია კონკურენცია, მართლაც რომ საინტერესო და დამაინტრიგებელია. ყველა მოლოდინშია თუ რა კონკურეტ უნარიანი იქნება სხვა ცნობილ ბრენდებს თოფების მიმართ. ამას მალე გვაჩვენებს პრაქტიკა და ის დადებითი და უარყოფითი მაჩენებლები, რომელიც თავს იჩენს პრაქტიკაში თოფის მოხმარების დროს. თუმცა კრიტიკოსებიც გამოუჩნდა ბენელის ახალ თოფს, ვისაც უკვე შეხება ქონდა მასთან, მაგრამ ჯობია მოვიცადოთ და ჩვენც მაშინ გავაკეთოდ საბოლოვო დასკვნა როდესაც პრაქტიკაში გამოვცდით ბენელის ახალ თოფს. ეს მოკლე ინფორმაცია მინდოდა მიმეწოდებინა მონადირეებისთვის და ყველა იარაღის მოყვარულთათვის. რაც შეეხება უფრო დაწვრილებთ თოფის მექანიზმის აღწერას, ტექნოლოგიურ მიღწევებს და ჩემს აზრს მოგახსენებთ მას შემდეგ როცა მომეცემა საშუალება თოფის უშუალოდ დათვალიერების.

error: Content is protected !!