ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი 12×76
ლულის სიგრძე (სმ) 71
მთლიანი სიგრძე (მმ) 120
ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით (მმ) 0,25-0,75- 1
წონა (კგ) 3.4
ვაზნების ტევადობა (ც) 3+1

BERETTA OUTLANDER A 300 MAX 4 12X76 MAGNUM
BERETTA OUTLANDER A 300 MAX 4 12X76 MAGNUM

BERETTA OUTLANDER A 300 MAX 4 12X76 MAGNUM
ბერეტას ერთი კდევ ახალი შემოთავაზება რომელის წარმოებაც დაიწყეს 2012 წელს. და ბერეტა „ა 300“ ტრადიციული გაზის უკუცემის პრინციპზე მომუშავე მექანიზმით საკმაოდ მალე გახდა პოპულარული და მოთხოვნადი. ბერეტას ამ მოდელში შეტანილია ცვლილებები რაც გამოიხატება იმაში, რომ გაზის დგუშზე დამატებული სპეციალური რგოლი უზრუნველყოფს ნაკლები გაზის დაკარგვას და ლულის ნახვრეტებიდან გამომავალი გაზის ცილინდრზე დალექილი აირების თვით წმენდას. ეს კი მთლიანობაში ინტენსიური სროლისას საჭიროებს ნაკლებ წმენდას. ასე რომ შესაძლებელია რამოდენიმე ასეული გასროლის მერე მისი გაწმენდა. ასეთი გაზის ცილინდრის თვით წმენდის პრინციპი გამოყენებულია ბერეტას სხვა მოდელებშიც. როგორც ცილინდრი ასევე დგუში ხრომირებულია. არც ერთ სხვა ნახევრად ავტომატურ თოფებში არ გამოიყენება ბერეტას სისტემის გაზის უკუცემის პრინციპზე მომუშავე დგუშის ზუსტი კოპირება. ეს კი იმაზე მეტყველებს რომ არავის არ აძლევს კოპირების უფლებას. როგორც ავღნიშნეთ სპეციალურ დგუშზე არსებული რგოლი გასროლისას კარგავს ძალიან ცოტა რაოდენობის გაზს, რაც უზრუნველყოფს შეფერხების გარეშე 24 გრამიან ვაზნაზე მუშაობას. დგუში თავისი უნიკალური კონსტრუქციიდან გამომდინარე ყოვლნაირი რეგულირების გარეშე ასევე შესაძლებლობას იძლევა 57 გრამიანი მაგნუმის ვაზნის სროლის შესაძლებლობას.თოფის შესრულების ხარისხზე, საბრძოლო თვისებებზე, ბალანსზე და რესურსზე საუბარი იტალიურ თოფებზე აღარ საუბრობენ რადგან დიდიხანია დაამტკიცეს რომ მათი თოფები ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში. რაც მთავარია ეს მოდელი როგორც თავისი ტექნიკური მონაცემებით ასევე ფასითაც აბსოლიტურად მისღებია. ბერეტა აწარმოებს ამ მოდელს იტალიაში და ასევე ბერეტას მხოლოდ „ა 300“-ის მოდელი იწარმოება ამერიკაში, როგორც ევროპული ასევე ამერიკის ბაზრისთვის. ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილ თოფებს რომლებსაც აწერია ლულაზე “lilia” შეშესაძლებელია ფოლადის საფანტის სროლაც.

ფასი˜: 2900 ლარი