ფასი˜: 3000 ლარი

ფასი მითითებულია ოპტიკით

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 7,62X51
ლულის სიგრძე(სმ) 60
მთლიანი სიგრძე(სმ) 130
წონა (კგ)  3,7
სავაზნე კოლოფი (ც) 4+1

 

CZ 555 308win

Ceska Zbrojovka Uhersky Brod თარიღდება 1936 წლიდან და ჩამოყალიბდა როგორც Ceska Zbrojovka-ს ფილიალი ქალაქ სტრაკონიცში. ნაციონალურმა თავდაცვის კომისიის გადაწყვეტილებით ქარხანამ 1937 წლის 2 იანვრიდან დაიწყო სამოქალაქო და სამხედრო იარაღის წარმოება. პირველი ძირითადი პროდუქცია იყო სამხედრო ტყვიამფრქვევები თვითფრინავებისთვის, პისტოლეტები და სამხედრო შაშხანები მცირე ყალიბის. გერმანელების მიერ 1939 წელს ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის შემდეგ ქარხანა იძულებული იყო ეწარმოებინა სამხედრო იარაღი გერმანელებისთვის. გერმანელების მიერ ევროპის ოკუპაციის შემდეგ თითქმის მთელი ევროპის საიარაღო ქარხნები აწარმოებდნენ სხვადასხვა სამხედრო დანიშნულების იარაღებს გერმანელებისათვის. ამიტომაც ხშირად პისტოლეტების ან შხანების ხარისხი განსხვავდებოდა ომამდე წარმოებული იარაღებიდან, რადგან ოკუპაციის დროს შეგნებულად ცდილობდნენ რომ ხარისხი ყოფილიყო ცუდი, რათა ხელი შეეშალათ გერმანიის არმიის ხარისხიანი იარაღებით მომარაგებისათვის. თანამედროვე „ჩესკა ზბროიოვკა“ წარმოადგენს მძლავრ კოპანიას ,რომელიც აწარმოებს სხვადასხვა სახის იარაღებს სამხედრო და სამართალ დამცავი ორგანოებისათვის, ასევე სამონადირეო და სპორტული იარაღების ფართო არჩევანს. კომპანია ასევე აწარმოებს დეტალებს და სპეციალურ ხელსაწყოებს სავიაციო და მანქანათმშენებლობის წარმოებისთვის. ჩზ- ეს ერთერთი სამონადირეო შაშხანის მოდელი ჩზ 555 რომელიც აღებული ცნობილი გერმანული შაშხანის K98 მოდელიდან, გაგრძელებაა ჩეხური ტრადიციული საიარაღო სკოლის ხარისხის, რომელც გააჩნდათ ომამდე და შენარჩუნებული აქვთ დღემდე.

ჩზ-ეს ეს ელეგანტური თანამედროვე შაშხანა შესრულებულია დეტალების ურთიერთ მორგების უმაღლესი დონით, რაც ჩვევია ჩეხეთის საიარაღო სკოლას და მის დიდ ტრადიციებს. გამოირჩევა კარგი ბალანსით, ლამაზი დიზაინით და რაც მთავარია მექანიზმის საიმედო მუშაობით. შაშხანა მუშაობს ყველა კლიმატურ პირობრბში, რაც დამახასიათებელია საერთოდ მაუზერის შაშხანის მექანიზმისთვის. შაშხანას აქვს უზუსტესი ტყვიის დაჯგუფება რითაც ითვლება მსოფლიოში ერთერთ გამორჩეულ შაშხანად. შაშხანა გამოიყენება საშუალო და შორ მანძილზე სასროლად, როგორც საშუალი ასევე დიდ ცხოველზე სანადიროდ. საქართველოში არსებულ სანადირო ცხოველებზე სანადიროდ 7,62X51 კალიბრის ვაზნა აბსოლიტურად საკმარისია და მისაღებია, როგორც თავისი ბალისტიკით ასევე გამაჩერებელი ძალით. რაც შეეხება შაშხანას, მას გააჩნია რეგულირებადი ღია სამიზნე, ასევე შესაძლებელია სასხლეტზე დაწოლის ძალის რეგულირებას,რაც ხელს უწყობს ტყვიის ზუსტ სროლას. ლულა დამზადებულია ცხელი ჭედვით და გააჩნია სროლის დიდი რესურსი. ჩარჩოზე გააჩნია სპეციალური ღარები ოპტიკის სამაგრის დასაყენებლად. საკეტის სიტემა როგორც ავღნიშნეთ აღებულია მაუზერის საკეტიდან, რომელის მოძრაობა ხდება ხელით ლულის გაწვრივი ცოცვით და მისი შემდგომი შებრუნებით რათა მოხდეს საკეტის ლულასთან ჩაკეტვა საკეტის სპეციალური საყრდენებით. შაშხანას გააჩნია ორმაგი მოქმედების დამცველი, რომლის საშუალებთაც ხდება როგორც სასხლეტის ჩაკეტვა ასევე საკეტის ბლოკირება. სავაზნე კოლოფის ტევადობა 4 ვაზნაა, რომელიც მოხსნა შესაძლებელია ჩარჩოდან სპეციალური ღილაკის საშუალებით. შესაძლებელია სავაზნე კოლოფის მოუხსნელად შაშხანაში ვაზნების ჩაწყობაც. როგორც ავღნიშენე შაშხანა გამოირჩევა უბადლო შესრულებით, ბალანსით და კარგი დიზაინით. ჩზ-ეს შაშხანები ცნობილია მთელს მსოფლიოში და ითვლება ერთერთ საუკეთესო სამონადირეო შაშხანად მის კლასში.

მინდა მოკლედ შევეხო დამსხლეტი მექანიზმში გამოყენებული „შნელერის“ მექანიზმის უპირატესობას ჩვეულებრივ მექანიზმთან შედარებით. შნელერის მექანიზმი იძლევა საშუალებას მნიშვნელოვნად შემცირდეს სასხლეტზე თითით დაწოლა, რაც საშუალებას იძლევა ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე მოხდეს სასხლეტზე თითის დაჭერა. ეს კი განაპირობებს ზუსტ სროლას. ჩვეულებრივ სასხლეტზე თითის დაჭერისას საჭიროა 2-დან-2,5კგ-მდე დაწოლის სიმძიმე, შნელერის მქონე მექანიზმზე კი სასხლეტზევ დაწილის ძალის დაყვანა შესაძლებელია სარეგულირო სპეციალური პატარა ქანჩით. 5-დან 100 გრამამდე. არის ეთსასხლეტიანი შნელერის მექანიზმი სადაც დაწოლის ძალის შემცირება შესაძლებელია ასევე სარეგულირო მოწყობილობით. უმრავლეს შემთხვევაში სამონადირეო და სპორტულ იარაღებზე შნელერის მქონე მექანიზმები გამოყენებულია ორი სასხლეტით. ეს უფრო ეფექტურია ვიდრე ერთ სასხლეტიანი. წინა სასხლეტზე თითის დაჭერისას ხდება შნელერის მოქმედაბაში მოყვანა. შნელერის სასსხლეტი განთავსებულია წინა სასხლეტის უკან, სასხლეტზე ოდანავი თითის შეხებისას ხდება გასროლა. ძნელია იმის თქმა ზუსტად როდის იქნა პრველად შნელერის მექანიზმის გამოყენება ამათუ იმ იარაღზე, მაგრამ ისტორიულად ცნობილია მსგავსი მექანიზმი გამოყენებული იყო არბალეტებზე 16-ე საუკუნეში.

error: Content is protected !!