ფასი˜: 1300 ლარი

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 7.62
ლულის სიგრძე (სმ) 48
მთლიანი სიგრძე (მმ) 93
მჭიდის ტევადობა (ც) 30+1
წონა (კგ) 3.2

 

CZ 858 tactikal
ერთი შეხედვით ჩზ-ეს ნახევრად ავტომატური შაშხანა ძალიან გავს კალაშნიკოვის ავტომატს და მის ბაზაზე შექმნილ საიგას სამონადირეო მოდელებს, მაგრამ მისი კონსტრუქცია ძირეულად განსხვავდება კალაშნიკოვის სისტემიდან. ჩზ VZ 58 შეიქმნა როგორს სამხედრო დანიშნულების იარაღი ჩეხეთის არმიისთვის 1958 წელს ჩესკა ზბროიოვკის საწარმოში ქალაქ უგერსკი-ბროდ-ში. როგორც აკაემის ბაზაზე შექმნეს რუსებმა სამონადირეო ვარიანტი საიგა ასევე ჩზ-VZ 58-ის ბაზაზე არის შექმნილი ჩზ 858. შაშხანის მექანიზმი მუშაობს ლულიდან გამოყოფილი გაზის უკუცემის პრინციპზე. საკეტის ლულასთან ჩაკეტვა ხორციელდება სპეციალური (ლინჩიკით) ბერკეტით, რომელიც მოძრაობს ვერტიკალურ სიბრტყეში და მოთავსებულია საკეტის ქვედა ნაწილში. ლულასთან საკეტის ჩაკეტვის ასეთი პრინციპი გამოყენებულია რუსულ შაშხანებში სკს-ში, ტოკარევში, გერმანულ და იტალიურ პისტოლეტაბში, ვალტერ პ38-ში, ბერეტა-92-ში. ჩზ-ე გამოირჩევა თავისი კომპაკტურობით, რაც აიოლებს მის როგორც ტრანსპორტირებას ასევე მის გადატანას მთაში ნადირობის დროს. შაშხანა გამოირჩევა დეტალების ზუსტი მორგებით და შესრულების მაღალი ხარისხით, რაც ახასიათებს ტრადიციულად ყველა ჩეხური წარმოების იარაღებს. გამოირჩევა მექანიზმის სიმედო მუშაობით, გააჩნია მოსახერხებელი საიმედო ჩამკეტი, სროლის დიდი რესურსი და ტყვიის საუკეთესო დაჯგუფება.

error: Content is protected !!