ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 9×19
ლულის სიგრძე (სმ) 12,5
მთლიანი სიგრძე (სმ) 20
სიმაღლე   (სმ) 14
წონა (კგ) 0,96
მჭიდის ტევადობა (ც) 15+1

 

დავიწყოთ იქედან რომ ფირმა გირსანი ახალგაზრდა თურქულლი კომპანიაა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია სხვადასხვა მოკლე ლულიანი იარაღების წარმოებაზე. წარმოებული პროდუქცია განკუთვნილია თურქეთის პოლიციისთვის, სამოქალაქო მოსახლეობისთვის და სამხედრო შეიარაღებისთვის. გირსანის წარმოებული იარაღი აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნის მკაცრ სტანდარტებს, რომელსაც უტარდება შესაბამისი გამოცდა. ეს იმიტო ავღნიშნე რომ წარმოდგენა შეექმნას მკითხველს რომელი ფირმა რას წარმოდგენს, რას აწარმოებს, რა ტექნოლოგიებს იყენებს, რა ან ვინ დგას ფირმის უკან ნატოს სტანდარტებს რომ აკმაყოფილებს. ცხადია რომ ასეთი სერთიფიკატის მიღება ბევრ ცნობილ ბრენდსაც არ ძალუძს. პირველი პისტოლეტი ფირმა გირსანმა აწარმოა 1994 წელს თურქეთში ქალაქ გირესუნში. თუ ვიმჯელებთ იარაღების წარმოების ხანგრძლივობით ფირმა საკმაოდ ახალგაზრდაა. მიუხედავად ამისა მისი არსებობის მოკლე დროში შეძლო იარაღების წარმოების გაზრდა. 1995 წელს აწარმოეს კიდევ ორი მოდელი „იავუზ 16“. 1999 წელს გირსანის სამეწარმო ციკლი აყვანილი იქნა უახლესი ჩარხ-დანადგარების ავტომატურ ელექტრონული მართვის სისტემაზე. 2004 წელს დაიწყეს „იავუზ 16“-ის ბაზაზე მოდერნიზებული პისტოლეტების „ზირვეს“, „ბორას“ და „ტუგრას“ წარმოება, რომელებიც კოპირებულია ცნობილი ბერეტას პისტოლეტებიდან. თუ აღნიშნული იარაღები კოპირებული იყო ცნობილი ბრენდებიდან, 2007 წელს დაიწყეს თავიანთი სისტემის MC 23, MC21 და MC 27 მოდელის პისტოლეტების წარმოება, რომელიც წარმოადგინეს იარაღის ბაზარზე. ამ დროისთვის ქარხანაში თანამშრომლების რიცხვმა მიაღწია 200 ადამიანს. 2005 წლისთვის ქარხნის რალიზებული საქონლის ბრუნვამ მიაღწია 1,5 მილიონ ამერიკულ დოლარს. აქედან გამომდინარე ფირმამ კიდევ უფრო გაზარდა ქარხნის სიმძლავრე და პროდუქციის გამოშვება გაზარდა სამჯერ, რომელმაც მიაღწია 60 0000 ერთეულ იარაღს, ვიდრე აწარმოებდა ფირმის შექმნისას. როგორც ავღნიშნეთ წარმოებული იარაღებს უკეთდება ტესტირება ნატოს სტანდარტებით. ნატოს სერთიფიკატის მინიჭების გარდა გირსანს მინიჭებული აქვს სერთიფიკატი დადასტურებული თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ. აქედან გამომდინარე აღარ არის გასაკვირი რატომ უთმობს ფირმა დიდ ყურადღებას მისი იარაღების ხარისხს და მკაცრ გამოცდას. პისტოლეტები უნდა აკმაყოფილებდეს ტყვიის დაჯგუფების აღიარებულ მონაცემებს, უნდა ფუნქციონირებდეს ყველა კლიმატურ პირობებში და სროლის რესურსით არ უნდა ჩამოუარდებოდეს საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებს. ყველა ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს გირსანის პისტოლეტები აკმაყოფილებს, რაც გამოიხატება მის იარაღებზე მინიჭებულ სერთიფიკატებში. გირსანი აწარმოებს ასევე სამონადირეო ნახევრად ავრტომატურ თოფს ინერციული საკეტით სახელწოდებით MC 312. თოფის მოდელი აღებულია ბენელის ინერციული საკეტის სისტემის მქონე თოფიდან. გირსანი გამოირჩევა შესრულების მაღალი ხარისიხით, სიმსუბუქით, კარგი ბალანსით, საფანტის კარგი დაჯგუფებით და სიმკვეთრით. მისი დადებითი საბრძოლო თვისებებიდან გამომდინარე მალე მოიხვეჭა სახელი მონადირეებს შორის მიუხედავად არც თუ ისე დიდიხნის არსებობისა. ეს არის გირსანის პირველი სანადირო თოფის მოდელი რომლიც გამოსვლისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. ვნახოთ რას შემოგვთავაზებს შემდეგში გირსანის ფირმა. თუ ვიმსჯელებთ მისი წარმოებული პროდუქიის ხარისხის მიხედვით რაც მოახერხა შექმნიდან ასე მოკლე დროში, უნდა ველოდეთ სურპრიზებს, რადგან ფირმას გააჩნია ყოველნაირი სამეწარმოო სიმძლავრის პოტენციალი, რათა გაუწიოს კონკურეცია ცნობილი იარაღების მწარმოებელ ბრენდებს.

ფასი˜: 1000 ლარი