ფასი˜: 1800 ლარი

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 9×19
ლულის სიგრძე(სმ) 11
მთლიანი სიგრძე(სმ) 19
სიმაღლე (სმ) 14
წონა (კგ) 0.750
მჭიდის ტევადობა (ც) 17

 

GLOK 17

პისტოლეტი შექმნა კომპანია „გლოკმა“ ავსტრიული არმიის შესაიარაღებლად. ეს იყო არმიისთვის ფირმის მიერ შექმნილი პირველი ნიმუშის პისტოლეტი, რომელიც იმდენად პერსპექტიული აღმოჩნდა, რომ მიიღეს ავსტრიის სამხედრო შეიარაღებაში სახელწოდებით P 80. თავისი კარგი საბრძოლო თვისებების და საიმედო მუშაობის გამო ასევე ფართო გამოყენება ჰპოვა სამოქალაქო იარაღის თვადაცვთი გამოყენების სფეროში. სამოქალაქო მოდელებს აწარმოებენ სხვადასხვა კალიბრისას: 9X19 MM. 40&W. 10 MM AUTO. 357 SIG. 45ACP და 45GAR. გლოკის პისტოლეტის თავისებურება გამოიხატება იმაში რომ არ გააჩნია დამცველს გარე ბერკეტი და პისტოლეტის ჩარჩო გარდა შიგა დეტალებისა შექმნილია თერმო გამძლე მაღალი ხარისხი პლასმასისაგან, რომელიც უძლებს 200 გრადუს სიმხურვალეს. აქედან გამომდინარე გლოკი მჩატე და მტკიცეა. როგორც ავღნიშნეთ გლოკს არ გააჩნია დამცველი, მაგრამ მისი გასროლა ვერ მოხერხდება სასხლეტზე დაჭერის დროსაც თუ სასხლეტზე დაწოლა არ მიაღწევს თითით დაწოლის კრიტიკულ ზღვარს, ამას კი ახორციელებს სასხლეტზე არსებული სპეციალური შვერილი, რომელიც ახორციელებს ჩამკეტის მოვალეობას. პისტოლეტი შედგება 33 დეტალისაგან და მისი დაშლა შესაძლებელია რამოდენიმე წამში. არმიისთვის საიმედო პისტოლეტის შექმნაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ცნობილმა ავსტიულმა კომპანიებმა რომლებიც აწარმოებენ იარაღებს. მათ შორის იყო ნაკლებდ ცნობილი ფირმა „გლოკი“ რომელიც დაარსდა 1963 წელს ვენის მახლობლად ქალაქ დოიჩ- ვაგრამ-ში. ფირმა აწარმოებდა გამნაღმებლების სპეციალურ ნიჩბებს, ღვედებს, საბრძოლო დანებს და სხვადასხვა დასახელების ამუნიციას ავტსრიის არმიისთვის. 1970 წელს, ფირმის დამმაარსებელმა „გასტონ გლოკმა“ ფირმის კონსტრუქტორების წინაშე დააყენა მოთხოვნა შეექმნათ მაქსიმალურად მარტივი, ეფექტური და საიმედო პისტოლეტი. უკვე ფირმაში არსებული „პოლიმერის“ იარაღებში ფართოდ გამოყენების გამოცდილებიდან გამომდინარე შექმნეს პისტოლეტი GLOC-17 9 მმ. ლუგერის ვაზნაზე, რომელშიდაც სიახლე იყო მაღალი სიმტკიცის პოლიმერის გამოყენება პისტოლეტის კონსტრუქციაში. 1982 წელს საველე გამოცდების დასკვნებიდან გამომდინარე გლოკ-17 მიიღეს ავსტრიის სამხედრო შეიარაღებაში. ფირმამ მიიღო 25 000 ათასი პისტოლეტის შეკვეთა. ფირმას არ გააჩნდა ასეთი შეკვეთის შესრულების სამეწარმრო სომძლავრე, რის გამოც ფირმა იძულებული იყო მიემართა დახმარბისთვის სხვა კომპანიებსთვის. შეიარაღებაში მიღების მერე საგრძნობლად გაიზარდა პიტოლეტის პოპულარობა რამაც აიძულა ფირმა გაფართოვებულიყო, გაეზარდა წარმოება და დაეხვეწა პისტოლეტის სისტემა. მიუხედავათ ამისა ძირითადად პისტოლეტში შენარჩუნებულია ის დადებითი ტექნიკური გადაწყვეტილებები რაც პირველად გამოიყენეს გლოკ-17 -ის შექმნისას. პისტოლეტი ავტომატიკა მუშაობს ბრაუნინგის პისტოლეტის სისტემით ლულის უკუ ცემის პრინციპზე მისი მოკელე უკუ სვლის დროს. დამცემ დამსხლეტი მექანიზმი შიგა დახურული ტიპისაა. სასხლეტზე თითის დაჭერისას ჯერ ხდება დამცველის მოხსნა და შემდეგ გასროლა. გასროლა არ მოხდება პისტოლეტის უნებლიეთ დავარდნისას, რასც განაპირობებს სპეციალურად შექმნილი დამსხლეტი მექანიზმი. პისტოლეტი რომელის სროლის რესური აღწევს 30-40 ათას გასროლას ითვლება როგორც მაღალი ხარისხის ცვეთის გამძლე იარაღად, გლოკის პისტოლეტი 300-350 ათასი გასრილის შემდეგაც კი რჩება ბრძოლის უნარიანი რაიმე მნიშვნელოვანი დეფექტების გარეშე. ასევე გლოკის მექანიზმის თავისებურება გამოიხატება იმაში რომ მისი სროლა შესაძლებალია წყლის ქვეშ ყოველგვარი დაზიანების გარეშე. არ ხდება არც ლულის გახეთქვა და არც მისი გაბერვა, რასაც განაპირობებს ისევ და ისევ მისი დამრტყმელი მექანიზმი და სპეციპიკური ნევსა. ასეთი მექანიზმის მქონე გლოკის წყლის ქვეშ სროლა შესაძლებელია მხოლოდ 9 მმ-იანი ლუგერის ვაზნით 3 მეტრის სიღრმეზე. წყალში ერთი მეტრი სიღრმეზე სროლისას 2-3 მეტრზე, ტყვია ინარჩუნებს დიდ ენეგიას რაც საკმარისია ცოცხალი ძალის დასაზიანებლად. წყალში სროლისას პსიტოლეტის გასროლის ხმა პრაქტიკულად არ ისმის. გლოკი მისი გამართლებული სისტემის და სიმარტივის გამო მრავალი ქვეყნის შეიარაღებაშია მიღებული. მისი გამოჩენის დღიდან მის მიმართ დღემდე ყურადღება არ ნელდება, მსოფლიო მაშტაბით ყავს ბევრი იარაღის მოყვარულთა თაყვანისმცემელები. ფიმა აწარმოებს გლოკის პისტოლეტების მრავალ მოდერნიზებულ ვარიენტებს ესენია: Glock 17, Glock 18, Glock 19, Glock 20, Glock 21, GLOK 22, GLOK 23, GLOK 24, GLOK 25, GLOK 26, GLOK 28, GLOK 29, GLOK 32, GLOK 34,GLOK 36, GLOK 38, GLOK 39, რომლებსაც აწრმოებს სხვადასხვა გაბარიტებით სახვადასხვა კალიბრის ვაზნაზე.

IMG_2916

error: Content is protected !!