ფასი˜: 3200 ლარი

ტექნიკური მაჩვენებლები:  
   
ყალიბი 9×19
   
ლულის სიგრძე(სმ) 20
   
მთლიანი სიგრძე(სმ) 71
   
დაკეცილი კონდახით (სმ) 44
   
წონა (კგ) 2.9
   
 მჭიდის ტევადობა  20-32

 

სლოვაკურმა კომპანიამ Grand Power-მა 2016 წელს ევროპის პრესტიჟულ «IFA»-ს გამოფენაზე ბერლინში წარმოადგინა მცირე გაბარიტიანი შაშხანა 9მმ ლუგერის ვაზნაზე სახელწოდებით Stribog. სახელი სტრიბოგი დაკავშირებულია ქარების მბრძანებელ სლოვაკური ღმერთებს სახელთან. სამოქალაქო სფეროს მრავალრიცხოვანი იარაღის მფლობელთა მოთხოვნით, რომლებსაც სურდათ თავიანთ კოლექციაში ჰქონოდათ ისეთი იარაღი, რომელიც გარე ფორმით იქნებოდა მსგავსი სამხედრო დანიშნულების ტყვიამფრქვევთან და ის იქნებოდა განკუთვნილი თავდაცვისთვის და სპორტული დანიშნულებისთვის. იაროსლავ კურაჩინის მეთაურობით გრანდ პოუერის კონსტრუქტორებმა შექმნეს იარაღი, რომელშიდაც გათვალისწინებული იყო აღნიშნული სამოქალაქო მოთხოვნები. შაშხანას მიენიჭა სახელი Stribog SR9A19mm. შექმნეს ასევე მეორე სამოქალაქო ვარიანტი RSR9A1 რომელსაც გააჩნია ფიქსირებული კონდახი და 35 სანტიმეტრიანი სიგრძის ლულა. შაშხანის მექანიზმს განმანსხვავებელი ნიშაა თავისუფალი საკეტის მუშაობის პრინციპი, რომელიც შედგება ორი ნაწილიდან და ხელს უწყობს უკუცემის ენერგიის შემცირებას, რაც სროლას ხდის უფრო კომფორტულს. შესაძლებელია საკეტის სახელურის გადატანა საპირიპირო გვერდზე იმის მიხედვით ვსთვის როგორ იქნება მოხერხებული. სქელ კედლიანი ლულა დამაგრებულია სპეციალური ხრახრიანი ფიქსატორით რაც აიოლებს ლულის მოხსნა დაგებას. ლულის ბოლოს დახრახნული აქვს სპეციალური უკუცემის მუხრუჭი რომელიც აღებულია ჩეხური ავტომატიდან GR vz.58-დან. ლულის უკუცემის მუხრუჭის ადგილზე ასევე შესაძლებელია უხმო და უალო სროლის მოწყობილობის დაყენება. ლულის ჩარშო შედგება უმაღლესი ხარისხის მაღალის სიმკვრივის შენაერთისაგან, რომელიც გამოიყენება სავიაციო ინდუსტრიაში. ჩარჩოს ზედა ნაწილზე გააჩნია ოპტიკის და ჰოლოგრაფული სამიზნის სამონტაჟო «პლანკა» MIL-STD-1913. იგივე ოღონდ მოკლე «პლანკები» გააჩნია კალაპოტს ქვედა ნაწილზეც სხვადასხვა ტაქტიკური აქსესუარების დასაყენებლად. ჩარჩოს ქვედა ნაწილზე შესაძლებელია ყველა სახის სახელურის დაყენება რომელც განკუთვნილია AR ტიპის შაშხანებისთვის. დამცემ დამსხლეტი მექანიზმიც შექმნილია AR-15/M16 შაშხანის დამსხლეტ დამცემი მექანიზმის საჯუძველზე. მოდელ SR9A1 გააჩნია სტანდარტული დასაკეცი კონდახი. სპეციალური გადამყვანის გამოყენების საშუალებით შესაძლებელია ასევე AR სისტემის შაშხანების სხვადასხვა სახის კონდახების გამოყენება, რომლის შეძენაც შესაძლებელია აქსესუარების მწარმოებლის ბაზარზე. იარაღის კომპლექტაციაში შედის პლასმასის ორი მჭიდი 20 და 30 ვაზნის ტევადობით. შაშხანის სანახევროდ დაშლისთვის არანაირი ინსტრუმენტი საჭირო არ არი. ზემო აღწერილიდან გამომდინარე იარაღი არის კომპაკტური, რომელიც გამოირჩევა ასევე მიმზიდველი დიზაინითაც და გააჩნია შესანიშნავი საბრძოლო მონაცემები. SR9A1 მოდელს უკავია შუალედური ადგილი პიტოლეტსა და პისტოლტ ტყვიამფრქვევს შორის. ხანდახან ასეთ იარაღს უწოდებენ (შტურმაოი) თავდასხმის პისტოლეტსაც. სამოქალაქო მოხმარების ბაზარზე ასეთი შაშხანა როგორც სპორტული სროლისთვის ასევე თავდაცვის კუთხით იმსახურებს დიდ ინტერეს, რასაც ხელს უწყობს მისი შთამბეჭდავი გარე შეხედულება. სტრიბოგის არც თუ ისე დიდიხნის არსებობისა უკვე მოიპოვა პოპულარობა და გამოუჩნდა ბევრი მსურველი, როგორც თავდაცვის გამოყენების სფეროში ასევე სროლის მოყვარულთა კლუბებშიდაც.

 

error: Content is protected !!