კიდევ ერთი სიახლე მინდა გაუზიარო ჩემს მეგობრებს, მონადირეებს და ყველას ვისაც შეხება აქვს ნადირობასთან ან აპირებს ნადირობის დაწყებას. გვეშველა გონია!… აწი აღარ არის სასშიში ლულის გახეთქვა, რადგან შესაძლებელია მისი აღდგენა ქვემოთ აღწერილი ტექნოლოგიით. ეს არის სურათებში მოცემული სავაზნეში გახეთქილი ლულის აღდგენის ახალი ტექნოლოგია, კომბინირებული შედუღებით, ელექტრო «სვარკით» და «ავტოგენით». ასე რომ შეგიძლიათ რა დოზის მუხტიც გნებავთის ჩაყაროთ ვაზნებში და ისროლოთ, რადგან თუ გასკდება მისი აღდგენა ძალიან მარტივია აღნიშნული წესით. (მთავარია ძალიან ზედმეტი არ მოგივიდეთ თორემ ზოგჯერ ლულის გახეთქვას თან ზდევს გაუთვალისწინებელი შედეგები, რაც საზიანოა მონადირის ჯანმრთელობისთვის). პროგრესი თავისას შვება მეგობრებო, რასაც თან სდევს ასეთი სიაახლეები და თანაც რაც მთავარია ასეთი სამუშაოების შესრულება ჯდება 30- 50 ლარი, გააჩნია ლულის გახეთქვის სიდიდეს. როგორც სურათში ჩანს შესაძლებელია ასევე სავენტილაციო და შემაერთებელი თასემების შედუღებაც…… ხუმრობა იქეთ იყოს და ყველას ვთხოვ რომ ასეთის სისულელე არასდროს გააკეთოს ვინმემ. ვინც არ უნდ ამტკიცოს თავისი მეთოდებით, რომ ლულის შედუღებით აღდგენა შესაძლებელია არამც და არამც არ დაიჯეროთ და ნუ გახდებით ვიღაცის სულელური გამოხტომების მსხვერპლი. დამატებით საშიშროებას ისიც წარმოადგენს რომ გასროლის დროს შეიძლება დაზიანდეს თქვენს გვერდშით მყოფიც, რადგან გასროლის დროს ხელმეორედ ლულის გახეთქვის შემთხვევაში (და ეს აუცილებლა მოხდება) წარმოიქმნება ნამსხვრევი რომელიც მიფრინავს გაურკვეველი მიმართულებით დიდი სიჩქარით. საუბედუროდ ბევრი ასეთი შემთხვევები მომხდარა პრაქტიკაში და ჩემი რჩევა და თხოვნა იქნება მეგობრებო ნუ გაზრდით ხიფათის ალბათობას, რადგან ისედაც გაუთვალისწინებელი ყოველდღიური კატაკლიზმების გარემოცვაში ვიმყოფებიბთ. მთავარი კიდევ ის არის რომ ვიღაცა ამას აკეთებს შეგნებულად მონადირეების ჯანმრთელობის ხარჟზე. ვაი ხელოსანი, ხელოსანიც თუ ქვია ადამიანს, რომელიც ღებულობს თანხას და ხელს უწყობს წინაპირობას რომ ადამიანმა მიიღოს უმძიმესი ტრამვა, სიკვდილს თუ გადაურაჩა.

error: Content is protected !!