ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 12×79, 12×89
ლულის სიგრძე (სმ) 71, 76
მთლიანი სიგრძე (სმ) 124, 128
ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით 1,0  0,5  0,25
წონა (კგ) 3,15,  3,25
ვაზნების ტევადობა (ც) 4+1, 3+1


ata-alnut-gun(2)
mp155-baikal-zz-z
MP-155

თუ შევადარებთ მპ-155-ს მის წინამორბედს მპ-153-ს განსხვავება ერთი შეხედვით თითქმის უმნიშვნელოა. მაგრამ ეტყობა რომ ვიღაცას უცდია მპ-153-ის დახვეწა.  მოდელი მპ-155 უფრო მჩატეა რაც მიღწეულია ლულის კალაპოტის დამოკლებით,  გაზის წნევის მარეგულირებელი მექანიზმის შეცვლით და  ლულაზე მჩატე თაღოვანი  თასმის დარჩილვით. თოფს კალაპოტზე  გააჩნია ოპტიკური სამიზნის დასაყენებელი ჭრილები, ახალი ტიპის რეზინის ამორტიზატორი და სპეციალური საფენები რომლის საშუალებით  კალაპოტსა და კონდახს შორის დაყენებით შესაძლებელია კონდახის დახრის რეგულირება. წინა მოდელთან  შედარებით დახვეწილია დამცემ დამსხლეტი მექანიზმიც, შემცირებულია სასხლეტის სვლის მანძილი, გაზრდილია დიამეტრი დამცველის თავის და გააჩნია ლულის ქვეშა მჭიდიდან ვაზნის მიწოდების  გადამკეტი ბერკეტი. რაც აიოლებს ლულაში ვაზნის შეცვლას. ყოველი ასეთი  გაუმჯობესება წინ გადადგმული ნაბიჯია და კარგია თუ ასე გააგრძელებენ, რადგან  ყველას ხელს არ ეწიფება ქლიბის, ჩაქუჩის, ჭოგოსანის და სხვა სარემონტო საშუალებების გამოყენება,  რათა რუსული  წარმოების თოფები მიიყვანოს იმ კონდიციამდე მონადირესთვის რომ იყოს როგორც ესტეტიკურად მისაღები, ასევე მორგებული იყოს  იმ დონეზე, რომ დაცილების შემთხვევაში მონადირეს არ გაუჩნდეს იმის განცდა რომ მიზეზი შეიძლება იყოს მაინდამაინც თოფი. ეს პრობლემა ჯერჯერობით რუსული სერიული წარმოების თობებისთვის დღის წესრიგში დგას და ალბათ დიდხანს დარჩება.  ერთი რამ მეც მაკვივრებს, როგორც ევროპაში  ასევე რუსეთში  სერიული  თოფები იწარმოება საშუალო ადამიანს ტანის აღნაგობის ზომების  მონაცემებით, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ ევროპული წარმოების თოფები თითქმის ყველა ზომის აღნაგობის მონადირესთვის მორგებულია და რუსული კი პირიქით, ვერ ვნახე ვერცერთი ზომა წონის მონადირე რომ ეთქვას რუსული თოფი ისე კარგად მაქბს მორგებული  დამიზნებაც არ მჭირდებაო. არდა რუსული გამოთქმაა стреляет ружъя попадает ложа. ეს გამოთქმა სწორია მაგრამ რუსულ თოფებზე ნამდვილათ არ ითქმება.  რატომღაც  მიუხედავათ ყოველა ჩამოთვლილი გაუნჯობებისა  მპ-155-ში მაინც რჩება სურვილი რომ თოფი მეტად იყოს დახვეწილი და დაუახლოვდეს მის ანალოგ ევროპული წარმოების თოფებს. რაც შეეხება დანარჩენ ტეხნიკურ მონაცემებს რაიმე განსხვავებული რუსული წარმოების ტრადიციიდან გამომდინარე არაფერია. როგორც სხვა დანარჩენი რუსული წარმოების თოფებივით ახალი მოდელიც აკმაყოფილებს იმ მონაცემებს და მოთხოვნებს  რაც განკუთვნილია ასეთი სისტემის თოფებისთვის. შეიძლება ბევრს გაუკვირდეს  ჩემი ასეთი შეფასება, მაგრამ მე ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. მაგალითისთვის: ვინმე რომ ყიდულობდეს მამქანას და დათვალიერებისას ნახოს ცუდათ მორგებული რომელიმე კარები სხვებთან შედარებით, ან მანქანის რომელიმე ფრთა არ იყოს კარგად შეღებილი, ძრავზე რომ ქონდეს ზედმეტი გამოშვერილი  დეტალები,  მერწმუნეთ მის სავალ ნაწილზე შეიძლება ჩამოთვლილმა დეფექტებმა უარყოფითად არ იმოქმედოს   მაგრამ არ მგონია საურველი იყოს ვინმესთვის ასეთი მანქანის შეძენა. ბოლოს იმასაც დავამატებ, რომ  ასეთი დეფექტების მქონე მანქანას ან შესაბამისად თოფი იქნება თუ სხვა რამ, მეეჭვება ნორმალური ქონდეს შიგა დეტალებიც   რომელიც თვალით არ ჩანს. შეიძლება თოფში ისე თვალში საცემი არ იყოს როგორც  გარე ასევე  შიგა დეფექტები სხვა საგნებთან შედარებით, მაგრამ არა სპეციალისტიც თუ კარგად დააკვირდება ადვილად შეამჩნევს იმ დეფექტებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ არა პროფესიონალი მუშა ხელის მიერ არი შექმნილი და  რიგ შემთხვევაში უარყოფითად აისახება თოფის მუშაობის გამართულებაზე. მთლიანობაში მ-155 აკმაყოფილებს ყველა იმ  მოთხოვნებს და  სტანდარტებს  რაც მისაღებია  რუსეთში არსებული მკაცრი  ბუნებრივი პირობებისთვის. სბრძოლო თვისებებიც და სროლის რესურსიც დამაკმაყოფილებელი აქვს. ამიტომ ყველა რუსული თოფების მოყვარულებისთვის მ-155 როგორც ფასით ასევე ყველა დანარჩენი მონაცემებით აბსოლიტურად მისაღებია, როგორც ფრინველზე  ასევე დიდ ცხოველზე სანადიროდ.

error: Content is protected !!