იმის გამო რომ ძალიან მომრავლდა დაზიანებული ლულები, რაც გამოწვევულია არასწორად დატენილი ვაზნის გამო, მინდა ჩემი საიტის სტუმრების და განსაკუთრებით დამწყები მონადირეების ყურადღება გავამახვილო და შევახსენო აუცილებელი ელემენტარული წესები ვაზნის დატენვის სისწორეზე და უსაფრთხოების წესებზე, რომლის უგულველყოფას ხშირად მივყავართ ფატალურ შედეგამდე, რაც გამოიხატება თოფის დაზიანებაში და ჩვენდა სამწუხაროდ ხშირია მონადირეების ტრამვებიც, რომ აღარაფერი ვთქვათ არასწორად დატენილ ვაზნაზე, რომელსაც ეწირება მონადირის სიცოცხლეც. ცუდია და უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ძნელად თუ წარმოიდგენს ვინმე ისეთ სასიამოვნო ჰობს რასაც ნადირობა ქვია, შეიძლება გადაიქცეს ტრაგედიად არა სწორი მიდგომის გამო. ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს მთლიანად ვაზნის დატენვის სისწორეზე, რომელშიდაც მასრის დსატენად გამოყენებელი ყველა კომპონენტი შერჩეული და დოზირებული უნდა უნდა იყოს სწორად, რადგან ყველა ცალკეულს, ეს იქნება დენთი, „პიჟები“ საფანტი, შეუძლია არა სწორად გამოყენების შემთხვევაში უარყოფითი გავლენა იქონიოს ვაზნის ხარისხზე, მეტიც, შეიძლება საშიში გახდეს როგორც თოფისთვის ასევე თვით მონადირესთვისაც კი. ამიტომ ვაზნის დატენვას უნდა მივუდგეთ განსაკუთრებული ყურადღებით და პასუხის მგებლობით. ხშირად მქონია ჩემს პრაქტიკაში შემთხვევები როცა მოაქვთ გახეთქილი ლულა და კითხულობენ შესაძლებელია თუ არა ასეთი ლულის აღდგენა. ღმერთის წყალობით გადარჩა ტრამვა არ მიიღო და გათავისებულიც არ ააქვთ ის საფრთხე რაც შეიძლება მომხთარიყო, იამაზეც აღარ ფიქრობენ გახეთქილი ლულა აღდგენას რომ არ ექვემდებარება. პირიქით ამბობენ კიდეც რომ თურმე ასეთი ლულების აღდგენა შესაძლებელია. უბედურობა ისაა რომ ვიღაც „პროფესიონალი“ ხელოსანი თურმე აკეთებს ასეთ ლულებს და გარანტიასაც კი იძლევა. მე არ ვიცი რაუნდა ვთქვა ასეთ ხელოსანზე ან ასეთ მონადირეზე, რომელსაც ჯერავს გახეთქილი ლულის აღდგენის, კომენტარი თქვენთვის მომინდვია. პირველი და მთავარი რაზედაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ეს არის თექის, მუყაოს ან ქეჩის საცობები, (პიჟები) რომელებიც ძირითადი მიზეზია თოფის დაზიანების მისი ლულაში ჩარჩენის გამო. ვაზნის დატენვის დროს რაც არუნდა კარგი დენთი, ფისტონი, მასრა და საფანტი გამოვიყენოთ ვერ მივიღებთ დამაკმაყოფილებელ შედეგს თუ არ გექნა თოფის ლულის შიგა დიამეტრის შესაბამისი ხარისხიანი საცობები „პიჟები“.

ლულის შიგა დიამეტრები სხვადასხვა ქვეყნებში

უფრო ზუსტი წარმოდგენა რომ გვექნეს მოვიყვან ორ მაგალითს.იჟევსკის თოფების ლულის შიგა დიამეტრი შეიძლება იყოს 18,2 მილიმეტრი ხოლო ტულის ქარხნის თოფების 18,7 მილიმეტრი. რუსული სტანდარტით მიღებული თექის ან მუყაოს საცობის დიამეტრი შეადგენს 18,65 მმ-ს სადაც დასაშვებია 0,25 მმ-ს ცდომილება. თუ გვაქვს ტულის თოფი ლულის შიგა 18,7 მმ-ნი დიამეტრით და გამოვიყენებთ თექის პიჟს 18,65 მმ-თ მივიღებთ იმას, რომ საშუალო დისტანციაზეც სროლის დროსაც კი გვექნება ეგრეთ წოდებულ „პადრანკები.“ ეს მოხდება იმ მიზეზის გამო რომ ამ დიამეტრის პიჟი ვერ უზრუნველოფს ლულაში წნევის ჰერმენტიზაციას ე.წ. „აბტურაციას”, რის შედეგადაც ლულაში წნევა და საფანტის საწყისი სიჩქარე საგრძნობლად ქვეითდება, რაც სბოლოოდ იწვევს უმრავლეს შემთხვევებში ფრინველის დაჭრას. ეს მაგალითი მიტო მოვიყვანე წარმოდგენა რომ იყოს ასე ელემენტალური საცობის ზომამ რა შეიძლება გამოიწვიოს. არც მეორე შემთხვევაში თუ იჟევსკის თოფისთვის, რომლის ლულის შიგა დიამეტრი შეადგენს 18,2 მმ-ს გამოვიყენებთ პიჟს 18,65 მმ-ს, ამ შემთხვევაშიც ნაკლებათ გვექნება სასიხარულოდ საქმე, რადგან შესაბამისი დენთის წონის დროსაც კი მივიღებთ დიდ უკუცემას და დაბალი საფანტის დაჯგუფებას, ხშირ შემთხვევაში საფანტის შუაგულში ჩნდება ფანჯარა რაც ასევე მიზეზია ფრინველის ხშირი დაჭრის. დიდი დიამეტრის პიჟი ხელს უწყობს ლულაში წნევისა და საფანტის სიჩქარის ნორმაზე მეტ ზრდას, რაც იწვევს საფანტის გაბნევას. საფანტის გაბნევა კი გამოწვეულია იმით, რომ ხდება საფანტის ზედმეტი დეფორმაცია გასაროლის დროს საფანტის საწყისი სიჩქარის გადაჭარბებული აჩქარებით. თუ დავაკვირდებით ორივე შემთხვევაში, თითქოსდა უმნიშვნელო შეუთავსებელი დიამეტრის საცობი შეიძლება ჩაითვალოს მთავარ მიზეზად თოფის საბრძოლო თვისებების დაქვეითების. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ლულის არხის შესაბამისი დიამეტრის „პიჟის“ გამოყენებას, რასაც ბევრი მონადირე ვაზნების დატენვის დროს ყურადღებას არ აქცევს. პიჟის ვარგისიანობის შეფასება შეიძლება ელემენტარულად: პიჟი ცარიელი მასრაში უნდა ჩადიოდეს მჭიდროდ ზედმეტი ძალის გამოყენების გარეშე, ასევე არ უნდა ვარდებოდეს თავისუფლად. ყურადღება უნდა გამახვილდეს ჰაერის ტემპერატურაზე და პიჟის სახეობაზე, რადგან ერთი და იგივე წონის დენთის დროს სხვადასხვა სახის პიჟი იძლევა ლულაში სახვადასხვა წნევას და საფანტის საწყის სიჩქარეს. ყოველი 10 გრადუსი ტემპერატურის მოკლებისას ან მომატებისას 20-30 მ/წ -ით იცვლება საფანტის საწყისი სიჩქარე. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ერთიდა იგივე ვაზნამ სახვადასხვა თოფში შეიძლება აჩვენოს სახვადასხვა შედეგი. ჩვეულებრივ „პიჟებთან“ განსხვავებით პოლიეთინიელის საცობებში (პიჟკონტეინერებში) მეტ ნაკლებად დაცულია დიამეტრი, მისი ფსკერის კონფიგურაცია უზრუნველყოფს წნევის მაქსიმალურ ჰერმენტიზაციას მიუხედავათ ლულის შიგა არხის დიამეტრისა. სასურველია ასეთი საცობებიც მჭიდროდ უნდა ჩადიოდეს და თავისუფლად არ უნდა ვარდებოდეს მასრაში. ყოველივე ამის შემდეგ რაღა თქმა უნდა დადებით შედეგს განაპირობებს საცობების ხარისხი. ხშირ შემთხვევაში უხარიესხო მასალისაგან დამზადებული საცობები მიუხედავათ ყველა ზომის დაცვისა მაინც ვერ იძლევა სასურველ შედეგს, რადგან გასროლისას იხევა და წნევის ზემოქმედების გამო სკდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა მიექცეს ყურადღება საცობის ხარისხს და მის დიამეტრს,
კონფიგურაციას და სახეობას, თუ რომელი სახის “პიჟი“ იქნება უფრო მისაღები კონკრეტული ვაზნის დასატენად. საცობების მრავალი სახეობის არსებობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ვაზნები დავტენოთ იმის მიხედვით, საფანტის დაჯგუფების რა პროცენტული ოდენობაა საჭირო კონკრეტულ მანძილზე სასროლად. მასრების დატენვის დროს სასურველია ნაბდის, თექის, მუყაოს ან სხვა სახეობის საცობები იყოს თანაბარი სიმაღლის რაც საჭიროა, როგორც ვაზნის საბრძოლო მაჩვენებლის სტაბილურურობისთვის ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისითაც, რადგან თუ შეცდომით მოხდა ორმაგი დენთის დოზის ჩაყრა მაშინვე გახდება შესამჩნევი, რადგან საფანტის ჩაყრის შემდეგ შეცდომოთ დატენილი ვაზნა მეტად იქნება გავსებული სხვა ვაზნებთან შედარებით. მასრაში დენთის ჩაყრის შემდეგ აუცილებელია მასზე მოთავსდეს 2-3 მილიმეტრის სისქის მუყაოს საცობი, დენთზე დაწოლა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ის სიმძიმის ექვივალენტს, ეს იგივეა როცა მგიდაზე იდაყვის დაყრდნობის დროს ხელის მტევნით დავაწვეთ რამეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დენთის დაპრესვა, რადგან ეს იწვევს სავაზნეში წნევის მკვეთრ ზრდას და საფანტის გაბნევას. ხშირ შემთხვევაში ვაზნაში ჩაქუჩით ან სხვა გადამეტებული ფიზიკური ზემოქმედებით დაპრესილი დენთი მიზეზია ლულის გასკდომის ან გაბერვის. დენთზე მუყაოს საცობის დადების შემდეგ აუცილებელია 1 სანტიმეტრის სიმაღლის ქეჩის ან თექის საცობის დადება, რომელმაც უდა უზრუნველყოს აირების ჰერმენტიზაცია სავაზნიდან საფანტის ლულის არხში გადასვლის დროს, შემდგომშიც სანამდე არ დატოვებს საფანტი ლულას. შესაძლებელია მეორე დამატებითი საცობის დამატება რათა შეივსოს მასრა იმ დონემდე რაც საშუალება მოგვცემს საფანტის ჩაყრის და მასზე თხელი 1 მმ-ი ნი სისქის მუყაოს საცობის დადების შემდეგ მასრაში დარჩეს ადგილი ვაზნის თავის მოსახვევად. პოლიეთილინის მასრაში უნდა დარჩეს 5-6 მილიმეტრის სიმაღლე თავის მოსახვევად. ვარსკვლავური ჩაკეცისთვის კი 9 მმ-ი. აუცილებელია თექის ან ქეჩის საცობზე საფანტის ჩაყრამდე დაეფინოს თხელი მუყაოს საცობი, რადგან გასროლის დროს უკუცემის გამო საფანტის ძირა ფენა შედის საცობში ამძიმებს მას და ლულიდან გამოვარდნის შემდეგ უარყოფითად მოქმედებს საფანტზე, რაც საბოლოვოდ ასევე უარყოფითად ასისახება საფანტის დაჯგუფებაზე. ძველი, ნესტიანი ან უხარისხოდ დატენილი ვაზნის დროს ხშირია არა სრულფასოვანი გასროლა, ასეთ შემთხვევებში საცობი ხშირად რჩება ლულაში , ეს კი მიზეზია შემდეგი გასროლისას ლულის გაბერვის ან გახეთქვის. ამიტომ ყოველი ასეთი შემთხვევის დროს აუცილებლად უნდა შემოწმდეს ჩარჩა თუ არა რამე ლულაში. უკვე დიდი ხანია რაც გამოიყენება პოლიეთინილის საცობები, ერთი პოლიეთილინის საცობი ასრულებს მთლიანად იგივე ფუნქციას რაც ზემოთ აღნიშნული დატენვის დროს გამოყენებული სხვადასხვა სახის საცობები. თექის ან მუყაის საცობით მასრის დატენვისას გამოყენებული დენთის წონა უნდა შემცირდეს 0,2 მეათედი გრამით პოლიეთილინის საცობების გამოყენების დროს, რადგან ისინი უფრო კარგად უზრუნველყოფენ აირების ჰერმენტიზაციას და იწვევს ზედმეტ წნევევს ზრდას სავაზნეში. თითბერის მასრების გამოყენებისას აუცილებელია შეირჩეს შესაბამისი დიამეტრის საცობები, რადგან მისი შიგა დიამეტრი დიდია მუყაოს და პოლიეთინელის მასრის შიგა დიამეტრზე, ამიტომ შესაბამისად თექის ან მუყაოს საცობიც უნდა იყოს მასრის შიგა დიამეტრის შესაბამისი. 12 კალიბრში იყენებენ 10 კალიბრის „პიჟს“ 16 კალიბრში კი 12 კალიბრისას. გაჩნდება კითხვა? პოლიეთილინის მასრაში ლულის არხის დიამეტრთან შედარებით დიდი დიამეტრის საცობების გამოყენება თუ იწვევს ლულაში წნევის გაზრდას, რაც უარყოფითად მოქმედებს საფანტის დაჯგუფებაზე, მაშინ რა ხდება თითბერის მასრის დატენვისას დიდი დიამეტრის საცობების გამოყენების დროს? პირველი ის არის, რომ ეს არის იძულებითი გამოყენება და რადგან დაბალი კაფსული „ცბ“ ვერ ახდენს უბოლო (თეთრი) დენთის ისე სწრაფ აალებას რასაც ამას აკეთებს „ჟეველო,“ ამიტომ ლულაში აირების წნევა ისე მაღლა არ იწევს როგორც ეს ხდება პოლიეთილინის მასრიდან გასროლისას. მიუხედავათ იმისა რა საცობებიც არ უნდა გამოვიყენოთ, თითბერის მასრიდან მაინც არ ხერხდება სრულფასოვანი გასროლის მიღწევა. თითბერის მასრაში დიდ პრობლემას წარმოადგენს საფანტის თავზე დადებული მუყაოს საცობის გამაგრებაც. სროლისას მეორე ლულაში მყოფი ვაზნიდან უკუცემის გამო ხშირად ხდება საფანტის გადმობნევა და საფანტზე დადებული საცობის ლულაში ჩარჩენა, რაც მიზეზი ხდება მეორე გასროლის დროს ლულის გაბერვის ან გახეთქვის. ამჟამად თითბერის მასრებისთვის არსებობს პოლიეთილინის კონუსური ფორმის საცობები რომელიც იდება საფანტზე და გასროლისას უზრუნველყოფს მეორე ლულაში გაუსროლელ ვაზნაში საფანტის მჭიდროდ დაჭერას. მონადირეები ხშირად მიმართავენ არასწორ და არა სრულფასოვანი ვაზნების დატენვას. მიზეზი ხშირად მაქსიმალურად ეკონომიურად ვაზნის დატენვაა. იყენებენ ტუალეტისა და სხვადასხვა სახის ქაღალდებს, ნახერხს, ტყავისაგან გამოჭრილ პიჟებს და მრავალ სახვა სახის არა სწორი დანიშნულების მასალებს. რის არჩევაშიც მონადირეებს საკმაო ფანტაზია გააჩნიათ. ადრე ჩვეულებრივი დენთის მაგიერ იყენებდნენ საარტილერიო ჭურვების დენთს, რომელსაც აქუცმაცებდნენ და ქფავდნენ სხვადასხვა საშუალებით. ასეთი სახით ეკონომიურად ვაზნების დატენვა კი ხშირად უფრო ძვირი უჯდებათ, რომ არაფერი ვთქვათ თოფის დაზიანებაზე, საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ ჯანმრთელობას. ამიტომ ყოველთვის მასრები უნდა დაიტენოს თანმიმდევრულად, შესაბამისად რეკომენდირებული საშუალებებით და რაც მთავარია დაცული უნდა იყოს პირველ რიგში უსაფრთხოების წესები.

 

error: Content is protected !!