ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 300 (7,62.მმ)
ლულის სიგრძე (სმ) 66
მთლიანი სიგრძე (მმ) 117
წონა ოპტიკით (კგ) 4
ვაზნების რაოდენობა (ც) 3+1

 

REMINGTON 700 SPS 300 MAG.

რემინგტონი  წარმოადგენს ამერიკის უმსხვილეს ჰოლდინგს რომელის აწარმოებს სამხედრო და სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღებს,  მისთვის საჭირო საბრძოლო მასალებს და  აქსესუარებს. რემინგტონი ითვლება უძელეს კომპანიად ჩრთილოეთ ამერიკაში შაშხანების და გლუვლულიანი თოფების წარმორბაში, რომლის  სათავო ოფისი მდებარეობს ქალქ მედისონში ჩრთილოეთ კოროლინას შტატში. კომპანია დაარსდა 1816 წელს ელიფალეტო რემინგტონის მიერ. იმავე წელს ფირმამ დაიწყო კაჟიანი თოფების წარმოება. შემდეგში კი დიდი ოდენობის სხვადასხვა სისტემის პისტოლეტების და რევორველების წარმოება რომლებიც გამოირჩეოდა თავისი კონსტრუქციით და ხარისხით. 1886 გაკოტრდა და მოხდა ფირმის რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის შემდეგ ფირმას დაერქვა ახალი სახელი REMINGTON ARMS და მისი ძირითადი პროდუქციის წარმოება შემოიფარგლებოდა მხოლოდ შაშხანებით და თიფებით. მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია კონტრაქტით  მოკავშირე ქვეყნებისთვის აწარმოებდა  იარაღს. 1957 წელთსთვის ფირმამ აწარმოვა 10 მილიონი ნახევრად ავტომატური  იარაღი “PREMIER”. 1993 წელს კომპანია შეიძინა CLAYTON, DUBILLIER & RISE-M.2007 წელს კი მისი მფლობელი გახდა CERBERIS CAPITAL MANAGEMENT-ი.ალბათ ყველამ იცის დღესდღეობით  თუ რა შესაძლებლობის ქვქყანაა ამერიკის შეერთებული შტატები და გასაკვირი არ არის თუ  ის აწარმოებს ყველაზე მეტი სახეობის  სახვადასხვა ყალიბის სამონადირეო შაშხანებს თავიანთი მონადირეებისთვის ვიდრე სხვა დანარჩენ ქვეყანებში. ფირმა აწარმოებს სხვადასხვა ყალიბის და სისტემის 60-მდე სახეობის გლუვლულიან თოფებს და შაშხანებს. ერთერთი შაშხანის მოდელი, რომელზედაც მინდა გავაკეთო მოკლე კომრნტარი ეს არის რემინგტონი მოდ 700 სპს-ი 300 მაგნუმი. მიუხედავათ ამ მოდელის დიდი ხნის წარმოშვებისა მაინც ითვლება ერთერთ მოთხოვნად მოდელად. რემინგტონის სისტემის  საკეტი და ჩარჩო,  როგორც ყველა სხვა უმრავლესი მოდელის  შაშხანების აღებულია ლეგენდარული გერმანული მაუზერის სისტემის შაშხანიდან, რომლის მექანიზმიც ითვლება ერთერთ საუკეთესოდ მსოფლიოში თავის კლასში. რემინგტონიც წარმოადგენს ასევე მაუზერის სისტემის მოდერნიზებულ ვარიანტს, რომელიც გამოირჩევა შესრულების მაღალი ხარისხით და საუკეთესო ტყვიის დჯგუფებით, რაც შესაძლებლობას იძლევა 500- 600 მეტრზე  ტყვიის ზუსტი სროლის საშუალებას.  ამას განაპირობებს მისი ლულის დამუშავების მაღალი ხარისხი, რომელიც დამზადებულია კარბონატული ფოლადით და იწარმოება ცივი ჭედვით. ყოველგვარი ზედმეტი ჯაფის და მექანიკური დახვეწის გარეშე შესაზლებელია შორ მანძლზე ტყვის კარგი დაჯგუფების მიღწევა. რემინგტონი  700 სპს-ი სტანდარტული ეგრედ წოდებული „მუშა ცხენია“  წარმოებული საბაზისო შაშხანებს შორის.შაშხანის საკეტი და ჩარჩო დამზადებულია  ქლორო მოლიბდენის მეტალით, ტარი დამზადებულია შავი ჩამოსხმული სინტეტიკური პოლიმერით. რომელსაც გააჩნია რეზინის ამორტიზატორი. მჭიდი  განკუთვნილია 3-5 ვაზნაზე კალიბრიდან გამომდინარე.  დამსხლეტი მექანიზმს გააჩნია სასხლეტზე  დაწოლის ძალის მარეგურილებელი მოწყობილობა, რომელის  ბლოკირება   ხორციელდება საკეტის მარჯვენა მხარეზე მდებარე  ჩამკეტით. შაშახანა განკუთვნილია ყველა  სახის ბუნებრივი  პირობებისთვის და საიმედოდ მუშაობს ყველა სახის ექსპერიმენტალური დატვირთების დროსაც.  როგორც ავღნიშნეთ შახანა მთლიანობაში დამზადებულის სპეციალური ფოლადით რაც დადებითად ისახება მის გამძლეობაზე და სროლის რესურსზე. შაშხანა პოპულარულია ზუსტი სროლის მოყვარულ მონადირეებს შორის. მასზე დიდი მოთხოვნაა და იგზავნება  ექსპორტით როგორც ევპოპაში ასევე დანარჩენ  კონტინეტებზედაც.რემინგტონის შაშხანა თავის კლასში ერთერთი საუკეთესოა, როგორც  ფასით ასევე შესრულების ხარისხით და საბრძოლო მაჩვენებლებით.

 

error: Content is protected !!