საფანტი ეს არის განსზღული დიამეტრის ტყვიის ბურთულები. რაც უფრო მრგვალი და თანაბარია ისინი მით უფრო კარგი დაჯგუფების მიღწევაა შესაძლებელი. საფანტი ლულის არხში გავლისას განიცდის წნევის დიდ ზემოქმედებას, რის გამოც გვერდითი ბურთულები ლულის კედელთან ხახუნის დროს დეფორმირდება, ეს კი უარყფითად მოქმედებს დაჯგუფებაზე. სუფთა ტყვიის საფანტი რბილია და დიდი საწყისი სიჩქარის დროს მეტად განიცდის დეფორმაციას. რბილ საფანტზე ნორმალური დაჯგუფების მიღება შესაძლებელია თუ მას ექნება სიჩქაერე არ უმეტეს 350 მ/წ-სა. მკვრივ საფანტს შესაძლებელია მიენიჭოს სიჩქარე 400 მ/წ-ში. მკრივი საფანტი მიღება ხდება რბილ ტყვიაზე შესაბამისი პროპორციის „სურმის“ დამატებით. ასევე აწარმოებენ საფანტს რომლის ბურთულები დაფარულია გარედან თითბერის ან ნიკელის გარსაცმით. ასეთი საფანტი ლუის არხში გავლისას ნაკლებად დეფორმირდება და შესაბამისად საფანტის დაჯგუფებაც აქვს მაღალი. ასეთი საფანტის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს 410 მ/წ-ში. ფოლადის საფანტის შემთხვევაში ასევე შესაძლებელია მაქსიმალური სიჩქარს მინიჭება 450 მ/წ-ში. ყველა ნომრის საფანტს გააჩნია შესაბამისი დიამეტრი. საფანტის ნომრებს შორის დიამეტრის სახვაობა შეადგენს 0,25 მმ-ს. იმისათვის რომ საფანტს ქონდეს შეღწევადობა და დიდი დამანგრეველი ძალა ამას სჭირდება საფანტს სიმკვეთრე ანუ ჭრა. საფანტის ჭრა დამოკიდებულია მის ენერგიაზე. ენერგია კი დამოკიდებულია საფანტის სიჩქარეზე და მასაზე. როცა განსაზღრულია საფანტის წონა, ნომერი და მასა ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ჭრა დამოკიდებულია სიჩქარეზე, რომელიც უნდა შეირჩეს შესაბამისი წონის დენთის ოდენობით. მე არ გადაგღლით ფორმულებით და შევეცდები ავხსნა რაც ისედაც მარტივი გასაგებია და ყველასთვის. როცა საფანტი ტოვებს ლულას ჰაერის წინააღმდეგობის გამო მალე კარგავს სიჩქარეს. რაც დიდი დიამეტრისაა საფანტის ბურთულა, მით უფრო შორ მანძლზე ინარჩუნებს სიჩქარეს და ენერგიას, აქედან გამომდინარე შეღწევადობას. ქვემოთ ცხრილში მოყვანილია სხვადასხვა ზომის მკვრივი საფანტის სიჩქარის ვარდნა სახვადასხვა მანზილზე. ყველა ზომის საფანტის საწყისი სიჩქარე ამ შემთხვევაში აღებულია 375 მ/წ. ცხრილში მოყვანილია როგორც შევიწროების მქონე ლულიდან (ჩოკიდან), ასევე ცილინდრის მქონე (ჩოკის გარეშე) ლულიდან სროლისას საფანტის სიჩქარის დაქვეითების მონაცემები სადაც თვალნათლივ ჩანს თუ რა მანძილზე რა სიჩქარეს ინარჩუნებს კონკრეტული დიამეტრის საფანტი. 40 მეტრს იქეთ ჩოკიდან და ცილინდრიდან ნასროლი

მკრივი საფანტის საბოლოო სიჩქარე სხვადახვა მანძილზე მ/წ-ში. ჩოკით შევიწროების მქონე ლულიდან საწყისი სიჩქარით 375 მ/წ-ში

11111

მკვრივი საფანტის საბოლოო სიჩქარე სხვადასხვა მანძილზე მ/წ-ში. ცილინდრული ლულიდან საწყისი მსიჩქარით 375 მ/წ-ში
საფანტის სიჩქარის ვარდნის სხვაობა თითქმის უმნიშვნელოა. მიუხედავათ მრავალი ჩატარებული ექსპერიმენტებისა, მაინც არ არის ერთიანი თანხმობა სპეციალისტებს შორის თუ რა სიჩქარეს უნდა ინარჩუნებდეს საფანტი მოხვედრის მომენტში. თუმცა პრაქტიკამ დაადგინა, რომ საფანტი უნდა ინარჩუნებდეს მოხვედრის მომენტში 200 მ/წ-ს და სასროლ ობიექტს უნდა მოხვდეს შესაბამისი ზომის 4-5 საფანტის ბურთულა, რაც საკმარისია ეფექტური დაზიანებისთვის. თუ საფანტი ინარჩუნებს 180 მ/წ-ზე


ნაკლებს ამ შემთხვევაში ხშირია ფრინველის დაჭრები და მაქსიმალურ შედეგზე ზდმეტია საუბარი, ამიტომ განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს შორ მანძილზე სროლისას საფანტის სიჩქარეს, რომელსაც თან უნდა ქონდეს შესაბამისი დაჯგუფებაც. ალბათ საინტერესო იქნება საფანტის სიჩქარის მონაცემები იმ მონადირეებისთვისაც ვინც ხშირად იყენებს თითფერის მასრებს, რადგან „უბოლო“ დენთით თითბერის მასრის დტენვის დროს როცა გამოიყენება დაბალი კაფსული Ц.Б-ე საფანტის საწყისი სიჩქარე თითქმის 100 მ/წ-ით ნაკლებია ჟეველოს კაფსულით დატენილი ვაზნის სიჩქარეზე. „უბოლო“ დენთის ნორმალურ აალებას ჭირდება თითქმის სამჯერ მეტი კაფსულის სიმძლავრე ვიდრე „ბოლიან“ დენთს. როცა არ იყო ხოლმე ყოველთვის ხელმისაწვდომი პოლიეთილინის და მუყაოს მასრები, ხშირ შემთხვევაში მონადირეები „უბოლო“ დენთის სრული წვისთვის მასრის ფსკერზე ყრიდნენ „ბოლიანი“ დენთის რამოდენიმე მარცვალს, რომელიც ხელს უწყობდა „უბოლო“ დენთის ნორმალურ აალებას, რაც შესაბამისად ზრდიდა საფანტის სიჩქარეს. გამოდიოდა კიდეც თითბერის მასრები რომლებშიდაც იდებოდა ჟეველო, მაგრამ მათი სროლის რესურსი ნაკლები იყო ვიდრე ჩვეულებრივი კაფსულიანი თითბრის მასრისა, რადგან ჟეველოიან მასრას მალე უფუჭდებოდა ჟეველოს ჩასაგები ნახვრეტი. თითბერის ხარისხიანი მასრა გათვალისწინებულია 10-12 გასროლაზე. მე არ მინახავს მონადირე ვისაც თითბერის მასრა გადუგდია თუგინდ 15 გასროლის შემდეგ. სამაგიეროდ ბევრი მინახავს თითბერის მასრა გადაჭარბებული სროლისაგან სიგრძეზე რომ გამსკდარა სავაზნეში. ძნელი წარმოსადგენი არ არი თუ რა ძალა დაადგებოდა თოფს მანამდე. ძალიან ძნელია, მაგრამ კიდევაც რომ მივიღოთ თითბერის ვაზნით სასურველი საფანტის სიჩქარე, მაინც ჩამორჩება პოლიეთილინის ვაზნას საბრძოლო თვისებებით, რადგან თითბერის მასრის შიგა დიამეტრი მეტია პოლიეთინელის მასრის შიგა დიამეტრზე, ეს კი იწვწვს სავაზნიდან საფანტის ერთით მეტ გადაჯგუფებას ლულის არხში შესვლამდე, რაც იწვწვს საფანტის 4-6%-ით მეტ დეფორმირებას. ერთი სიტყვით თუ გვინდა მივიღოთ სრულფასოვანი გასროლა სასურველია გამოვიყენოთ პოლიეთილინისა და მუყაოს მასრები. თითბერის ვაზნა იწვევს თოფის მექანიზმის ზედმეტ ცვეთასაც. განსაკუთრებით მეტი ძალა ადგება ტიპჟირს, (ცევიოს) ვაზნის სავაზნიდან ამოწევ და ამომგდებ „ეჟექტორის“ მექანიზმს. ასევე კაფსული „ც.ბ“ გასროლისას ვერ უზრუნველყოფს მასრაში წარმოქმნილ აირის ჰერმენტიზაციას, რომელიც თავისუფლად აღწევს სანევსეების გავლით თოფის მექანიზმში და იწვევწს როგორც შიგა მექანიზმის ასევე ნევსების და სანევსეების გაძლიერებულ ადრეულ ჟანგვას. როგორც იცით 1995 წლამდე პრაქტიკულად თოფები საცვლელი ჩოკებით რუსეთში არ იწარმოებოდა. ამიტომ ახლო მანძილზე ფიქსირბული ჩოკების მქონე ლულიდან სროლისას სულ იყო პრობლემა რათა ფრინველი არ დაზიანებულიყო. მონადირეებს სხვადასხვა ხერხების გამოყენებით უხდებოდათ ვაზნების დატენვა ისეთნაირად რომ საფანტი მაქსიმალურად გაშლილიყო ახლო მანძილზე. არსებობს ვაზნების დატენვის სხვადასხვა ხერხი ახლო მანძილზე სასროლად.1-ლ სურათში მოცემულია ჩვეულებრივად დატენილი ვაზნა შემდეგი თანმიმდევრობით: დენთზე მუყაოს სქელი საცობი, 2-3 მმ სისქის შემდეგ ორი თექის პიჟი შემდეგ მუყაოს თხელი საცობი, საფანტი და მასზე ასევე თხელი მუყაოს საცობი. ასეთი ვაზნის დატენვა უფრო შლის საფანტს პოლიეთილინის საცობით (პიჟ-კანტეინერით ) დატენილ ვაზნასთან შედარებით. 2-რე სურათში იგივე თანმიმდევრობაა მხოლოდ საფანტია გაყოფილია ორი სქელი მოყაოს საცობით სამ ნაწილად, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საფანტის გაშლას. ეს პრინციპი ეფექტური და მარტივია შესასრულებლად. 3-მე სურათში საფანტი გაყოფილია მუყაოთი ჯვარისებურად ოთხ ნაწილად. რაც ასევე ეფექტურია ახლო მანძილძე სასროლად. 4-ე სურათში დენთზე დადებული სქელ მუყაოს საცობზე მოთავსებულია ერთი თექის საცობი შემდეგ საფანტის ორი მესამედი, მასზე ადევს ოთხად გასერილი თექის პიჟი და მასზე მოთვსებულია საფანტის დარჩენილი ერთი მესამედი, ბოლოს კი მუყაოს თხელი საცობი. 5-ე სურათში ვაზნა დატენილია შემდეგი თანმიმდევრობით: დენთზე დევს მუყაოს სქელი საცობი რომელიც ხუთ ადგილზე გახვრეტილია 2 მილიმეტრის დიამეტრის ნახვრეტით. მასზე მოთავსებულია საფანტი შემდეგ თხელი მუყაოს საცობი და თექის ორი საცობი. მასზე დევს ასევე თხელი მუყაოს თხელი საფენი, შემდეგ მასრაზე გაკეთებულია თავის ჩახვევა. ეს მეთოდიც საკმაოდ ეფექტურია ახლო მანძილზე სასროლად. ასეთი ვაზნების გამოყენება შესაძლებელია არა მარტო მწყერზე არამედ შესაბამისი დიამეტრის საფანტის გამოყენებით ყველა სახეობის ფრინველზე სანადიროდ სადაც გსროლა ხდება ახლო მანძილზე. როგორც ავღნიშნეთ თანამედროვე პოლიეთილინის საცობები ამარტივებს ჩამოთვლილი ვაზნის დატენვის მეთოდებს და პოლიეთილინის საცობი „დისპერსანტი,“ რომელიც დამზადებულია სპეციალურად ახლო მანძილზე საფანტის სასროლად იძლევა საფანტის უფრო სტაბილურ გაშლას და დაჯგუფებას, ასევე სრულფასოვან გასროლას ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა „პიჟებით“ დატენილი ვაზნები. ფინთიხით (კარტეჩის) დატენვიასას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი დიამეტრი და ფიქსირებული ჩოკის მქონე ლულიდან სროლისას რამდენდ შეთავსებულია ჩოკოს შიგა დიამეტრთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩოკში გავლისას „კარტეჩის“დეფორმაციის გამო ვერ მივიღებთ სასურვლ დაჯგუფებას. ჩოკთან კარტეჩის შეთვსება შესაძლებელია შემდეგნაირად: ავიღებთ ნაბდის, თექის თუნდაც მუყაოს „პიჟს“ რომელსაც ლულის სახაზინო მხრიდან შევაცურებთ ლულის არხში ჩოკის შევიწროების შუაში. შემდეგ ავიღებთ „კარტეჩის“ პირველ ფენას, მგალითად თუ ვიყენებთ 8 მმ „კარტეჩს“ რომლის მთლიანი მასა შეადგენ 9 ბურთულას, შესაბამისად პირველო ფენა რომელიც შეადგება 3 ბურთულასაგნ თავისუფლად უდა ჩავიდეს ჩოკის დიამეტრში. ორი ბურთულა თუ ჩავიდა და მესამე არ ჩადის ასეთი დიამეტრის კარტეჩი სროლისას მთლიანად დეფორმირდება. ამიტომ თუ თოფს გააჩნია საცვლელი ჩოკი სასრუველია ჩაეხრახნოს ცილინდრული დიამეტრის ჩოკი, საიდანაც „კარტეჩის“ სროლის ხარისხი გაცილებით უკეთესია ვიდრე ჩოკთან შეუთავსებელი „კარტეჩის“. „კარტეჩის“ დაჯგუფების გასაუმჯობესებლად სასურველია ბურთულები მასრაში განლაგდეს ვერტიკალურად ერთმანეთზე დაწყობით და არა ერთმანეთის შუალედში ჩაწყობით. მაქსიმალური დაჯგუფების მისაღებად კარტეჩის მასრაში ჩაწყობის შემდეგ ბურთულებს შორის ცარიელ ადგილს ავსებენ (კრახმალით) კართოფლის ფქვილით. ასევე გასათვალისწინებელია „ჟაკანის“ დატენვისას მისი გარე დიამეტრის შეთავსება ფიქსორებული ჩოკის მქონე ლულასთან. ყველა სახის „ჟაკანი“ ოდნავი დაწოლით უნდა გადიოდეს ჩოკში. ბევრ მონადირეს მიაჩნია რომ აუცილებლად უნდა გაიწუროს „ჟაკანი“ ჩოკში გავლისას რაც არა სწორია. “ჟაკნი“ მის კორპუსზე არსებული სპეციალური ფორმის და ჭრილების საშუალებით ლულიდან გამოსვლის მერე ჰაერთან შეხებისას იწყებს ბრუნვას, რითაც ინარჩუნებს სისწორეს, არ იხრება სამიზნე ტრაექტორიიდან და ზუსტად ხვდება სამიზნეში. ჩოკში გავლის დროს თუ „ჟაკნის ფორმა არ შენარჩუნდა, დეფორმირდა მისი კორპუსი ამ შემთხვევაში „ჟაკანი“ ვერ შეინარჩუნებს ტრაექტორიის სისწორეს და არ მოხვდება ზუსტად სამიზნეში. თანამედროვე ტყვიები იძლევა საშუალებას 100 მეტრამდე ზუსტი სროლის საშუალებას. 50-60 მეტრზე კი შესაძლებელია 10 სანტიმეტრიანი დიამეტრის სამიზნეში ზუსტი დჯგუფება. ტყვიები „პოლევა,“ „პოლევა-3,“ „პოლევა-6“, „გუალანდი“ მოდერნიზირებული „ბრენეკე,“ „რუბეიკინი“, „ბლონდო“ და სხვები იძლევიან ზუსტი სროლის საშუალებას, შესაბამისად გააჩნიათ დიდი გამაჩერებელი ძალა და შესაძლებელია მათი გამოყენება დიდ ცხოველებზე სანადიროდ.

error: Content is protected !!