ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 7,62X39
ლულის სიგრძე (სმ) 52
მთლიანი სიგრძე (სმ) 105
მჭიდის ტევადობა (ც) 5-10
ტყვიის სიჩქარე (მ/წმ) 700
წონა (კგ) 3.5

 

საიგა
ალბათ არ არის აუცილებელი იმის შეხსენება თუ რა პოპულარობით სარგებლობს კალაშნიკოვის ავტომატი და მის ბაზაზე შექმნილი საიგას სისტემის ნახევრად ავტომატური შაშხანები მთელ მსოფლიოში, მაგრამ ურიგო არ იქნება შევახსენო მკითხველებს მისი შექმნის ისტორია რასთან არი დაკავშირებული. გრძელულიანი საიგას სისტემის შაშხანების წარმოება დაიწყეს ჯერ კიდევ 1970 წელს როცა კაზახისტანიდან იჟევსკის მანქანათ მშენებელმა ქარხანამ მიიღო შეკვეთა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატის ბაზაზე შეექმნათ ნახევრად ავტომატური სამონადირეო 5,56×45 კალიბრის შაშხანა, რომელიც გამოყენებული იქნებოდა კაზახისტანში მომრავლებული საიგაკების პოპულაციის კონტროლისთვის. რომლების მიგრაციის პერიოდში ფეხით თელავდნენ სასოფლო დანიშნულების კულტურების ტერიტორიების დიდ ფართობებს. შეკვეთა შემოიფარგლა მხოლოდ 300 ერთეული შაშხანის წარმოებით, რომლის წარმოებაც დიდიხნით დაივიწყეს. მხოლოდ ოცი წლის მერე გაიხსენეს, როცა იჟმაშ-ის ქარხანას შეექმნა ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი სამხედრო დანიშნულების იარაღის შეკვეთების შემცირების გამო. 1990 წლის დასაწყისში ქარხანა უკვე აწარმოებდა კალაშნიკოვის ავტომატის ბაზაზე სამონადირეო მოდელებს. 1992 წელს დაიწყეს სერიული წარმოება 7,62X39 და 5,56X56 (223 remington) კალიბრის სამონადირეო შაშხანების წარმოება, როგორც შიგა ბაზრისთვის ასევე საექსპორტოდ. გაამართლა კიდეც ამ ნაბიჯმა რადგან მალევე მოიპოვა მთლ მსოფლიოში პოპულარობა როგორც მონადირეებს ასევე სროლის მოყვარულებს შორის. ბევრს გაუჩნდა სურვილი ჰქონოდა ლეგენდარული კალაშნიკოვის ავტომატის პროტოტიპი, საიმედო მექანიზმის მუშაობის პრინციპით, დადებითი ტექნიკური მაჩვენებლებით და ხელმისაწვდომი ფასით. საიგა იწარმოება სხვადასხვა მოდიფიკაციით 5,45 მმ-დან 9 მმ-ის ჩათვლით. ალბათ ყველამ იცის რომ ავტომატიკის მუშაობის პრინციპი დამყარებულია გაზის უკუცემის პრინციპზე გასწვრივ მცოცავი ბრუნვადი საკეტით. საიგამ მალევე მოიპოვა პოპულარობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოგეხსენებათ რომ ამერიკაში დიდი ადგილი ეთმობა სპორტულ სროლებს თითქმის ყველა სისტემის და კალიბრის იარაღებიდან. პირველი შენიშვნა რაც ხშირად ისმის როგორც მონადირეებიდან ასევე სპორცმენებიდან სასურველი იქნებოდა საიგის ლულაც დამზადებული იყოს იმ მასალისგან რითაც დამზადებულია კალაშნიკოვის ავტომატის ლულა. რა თქმა უნდა საიგას ლულაც აკმაყოფილებს ყველა ტექნიკურ მაჩვენებელს მაგრამ ყველას სურს ლულის სროლის რესურსი უტოლდებოდეს უცხოურ ანალოგებს.

error: Content is protected !!