ტექნიკური მაჩვენებლები:
კალიბრი (მმ) 7,62X63
ვაზნის სიგრძე (მმ) 84.5
მასრის სიგრძე (მმ) 63.35
ტყვიის  წონა(გრ) 6,6-14,3
ტყვიის სიჩქარე (მ/წ) 815-855
ტყვიის ენერგია (ჯოული) 3200-4130

      აღნიშნული ვაზნის შექმნის ისტორია დაკავშირებულია 8 მილიმეტრიან ფრანგული „ლებელის“ შაშხანასთნ, უფრო სწორად „ლებელის“ ვაზნასთან, რომელიც პრველად შექმნეს მსოფლიოში უბოლო დენთით და მეტალის გარსაცმიანი ტყვიის გულაკიანი თავით. ამ ვაზნის წარმოების სტიმულად შეიძლება ჩაითვალოს ამერიკა კუბის ომი 1898 წელს სადც ესპანელებმა პირწმინდად გაანადგურეს ამერიკელების სამხედრო კორპუსი. ესპანელებმა საშუალება არ მისცეს ამერიკელებს მიახლოვებოდნენ სამიზნე მანძილზე სასროლად. საქმე იმაში იყო რომ ესპანელები იყენებდნენ მაშინდელ ახლად შექმნილ M- 1893 მაუზერის სისტემის შაშხანებს, ამერიკელები კი იყენებდნენ Krag-Jorgensen-ის სისტემის მცირე ყალიბიან შშხანებს. ბალისტიკური მაჩვენებელი აღნიშნული ვაზნების თითქმის ერთნაირი იყო, მაგრამ მაუზერის სისტემის შაშხანის ვაზნით შევსება 10-ჯერ უფრო ჩქარა იყო შესაძლებელი ვიდრე მისი მოწინააღმდეგის, თანაც მაუზერის ვაზნას გააჩნდა მეტი გამაჩერებელი ძალა. ეს სხვაობა საკმარის აღმოჩნდა იმისათვის რომ დიდი უპირატესობით დაეჯაბნათ მოწინააღმდეგე. ამერიკელებმა მალევე გააკეთეს დასკვნა და

გადმოაკოპირეს 1898 წლის ახალი მაუზერის სისტემის შაშხანა სახელწოდებით Springfield M 1903. შაშხანისთვის შექმნეს, გერმანულ სამხედრო სტანდარტულ 7,97х57 მილიმეტრიან ვაზნაზე უფრო ძლიერი და შორ მანძილზე სასროლი ვაზნა 30-03 Springfield. აღნიშნული 30 დიუმიანი კალიბრის ვაზნა მიიღეს შეიარაღებაში 1903 წელს. ვაზნას გააჩნდა გრძელი მრგვალი ტყვიის თავი, რომელიც მოთავსებული იყო ნიკელის გარსაცმში. М1903 Springfield-ის შაშხანა ისე ზუსტად იყო კოპირებული გერმანული მ-98 მაუზერის შაშხანიდან, რომ ამერიკის მთავრობას მოუწია ჯარიმის გადახდა მაუზერის ფირმისთვის საპატენტო ხელშეკრულების არ არსებობის გამო. რადგან მაშინდელი მზარდი პროგესის გარიჟრაზზე ხშირად ჩნდებოდა სიახლეები, მალევე გამოჩნდა მახვილ თავიანი ვაზნები, რომლებიც თანაბარ პირობებში მრგვალთავიან ვაზნებზე 15-20%-ით მიფრინივდა უფრო შორს და გააჩნდა უფრო დიდი ხვრეტის შესაძლებლობა. სამ წლიანი ექსპერიმენტების შემდეგ გამოავლინეს საუკეთესო ვაზნა, ლეგენდარული 30-06 Springfield 7,62X63 mm, რომელიც მიიღეს შეერთებული შტატების სამხედრო შეიარაღებაში. აღნიშნული ვაზნა წარმოადგენდა შტატებში სამხედრო სტანდარტულ ვაზნას 1906 წლიდან 1952 წლამდე. 30-06 კალიბრის ვაზნა იმ დროისათვის იყო საუკეთესო, გამოიყენებიდა როგორც ხელის ასევე ავტომატური იარაღისთვის. ამ კალიბრზე შექმნეს ბევრი საბრძოლო იარაღები. ხელით გადასატენი M1903 შაშხანის გარდა აწარმოეს ასევე „ენფილდი“ მ 1917,“ბრაუნინგი მ1918და “გრანდი“ მ 1. ასევე ტყვიამფრქვევი „ბრაუნინგის“ მ1917,1919 წლების მოდელები, ტყვიამფრქვევი „ჯონსინის“ მ1941 და ფრანგულული ტყვიამფრქვევი“შოში“. პარალერურად ვაზნის კარგმა ბალისტიკურმა მაჩვენებელმა და ტყვიის დიდმა გამაჩერებელმა ძალამ ყურადღება მიიქცია სამოქალაქო ბაზარზეც. შესაძლებელი გახდა ვაზნის 6- დან 14 გრამამდე სიმძიმის თავით წარმოების. მისი კარგი ბალისტიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე ასევე შესაძლებელი გახადა შორ მანძილსე სასროლი შაშხანების შექმნის. შექმნეს კიდეც 1924 1933 წლწბში. მძიმე მასიური ლულით კი უფრო ადრე 1922-1930 წლწბში, რომლებიც დღესაც გამოიყენება შტატებში Camp Perry-ის შეჯიბებრებში. (Camp Perry-შორ მანძილძე სროლა ღია სამიზნით ძველი შაშხანებით). აღნიშნული ვაზანა დღესდღეობითაც გამოიყენება სანადიროდ. პირველი სამოქალაქო სანადირო შაშხანა ამ ვაზნაზე შექმნა ვინჩესტერმა რომლის გადატენვაც ხდებოდა „ ჰენრის“ სისტემის, სასხლეტის დამცავი ჩარჩოს საშუალებით.(1895 წლის ბრაუნინგის პატენტით). აღნიშნული სისტემის შაშხანები დღესაც პოპულარულია მთელ მსოფლიოში. 30-06 კალიბრის ვაზნა საკამოდ ძლიერია იმისთვის რომ პრაქტიკულად შესაძლებელია მისი გამოყენება ყველა სახის დიდ ცხოველებზე სანადიროდ ევროპაში, ასევე აფრიკაშიც, რა თქმაუნდა სპილოს, ბეჰემოტის, მარტორქის, კამეჩის და ლომის გარდა.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!