სახეზეა კიდევ ერთი და უკვე მერამდენე მაგლითი ზედმეტი მუხტის გამო გამოწვეული სავაზნის დაზიანება, რომელის ნახევარი სავაზნის  ფოლადის  ფრაგმენტი გახეთქვის შედეგად   გატყორცნილია გაუგებარი მიმართულებით. სასიხარულოა რომ ამჟამადაც არც მსროლელი და არც ვინმე სხვა გვერდში მყოფი არ დაზიანებულა. თორემ ის სავაზნის ნაწილი რომ ვინმეს მოხვედროდა, მერწმუნეთ სავალალო  შედეგით დამთავრდებოდა. არა შევუდგები იმის მტკიცებას რამ გამოიწვია ასეთი სავალალო შედეგი, მიუხედავათ იმისა თოფის მფლობელის გამარტებით ეს დაზიანება გამიოწვია ქარხნული წარმოების 22 გრამიანმა ვაზნამ. დასკვვნების გამოტანა თქვენთვის მომინდვია. უბრალოდ ყველას ვურჩევ ყურადღებით მოეპყრონ თოფთან დაკავშირებულ ყველა უსაფრთხოების წესებს, რადგან შეიძლება ერთმა გასროლამ ტრაგედიის წინაშე დააყენოს როგორც მსროლელი ასევე მის გვერდში მყოფნიც.

error: Content is protected !!