ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 7.62
ლულის სიგრძე(სმ) 62
მთლიანი სიგრძე(სმ) 122
მჭიდის ტევადობა(ც) 10
წონა (კგ) 3.8
ტყვიის სიჩქარე (მ/წ) 830

SVD 7,62
თითქმის 60-იანი წლების ბოლომდე რუსეთის შეიარაღებაში რჩებოდა 7,62 კალიბრის სავაზნე კოლოფიანი მოსინის სისტემის 1891-1930 წლების მოდელის შაშხანები. ომებში მიღებულმა პრაქტიკამ დაამტკიცა რომ არმიისთვის საჭირო იყო უფრო თანამედროვე ნახევრად ავტომატური შაშხანა იგივე 7,62 კალიბრის ვაზნაზე. 1958 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაიცა დავალება შექმნილიყო 7,62 კალიბრის სნაიპერული შაშხანა, რომელიც დააკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს. ძირითად კონკურენტებად გამოვლონდა იჟევსკის საიარაღო ქარხნის კონსტრუქტორის ე.ფ დრაგუნოვის და კოვროვსკიდან კონსტრუქტორ ა.ს კონსტანტინოვის შაშხანები. ასევე საგამოცდოდ თავიანთი შაშხანები წარმოადგინეს კონსტრუქტორთა ჯგუფმა მ.ტ კალაშნიკოვის ხელმძღვანელობით და სკს-ის შაშხანის შემქმნელმა ს.გ. სიმონოვმა. 1958 წელს ხანგრძლივი გამოცდის მერე დრაგუნოვის შაშხანამ სახელწოდებით სსვ-58-მა დააკმაყოფილა შაშხანის წინაშე დაყენებული მკაცრი საგამოცდო მოთხოვნები. შემდეგ გამოჩნდა უფრო დახვეწილი მოდელი სსვ-61. საბოლოვო გამოცდების მერე 1963 წელს შეიარაღებაში მიიღეს დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა სვდ სახელწოდებით 6ვ1. შაშხანის უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიური ლულის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ი.ა საიმოლოვს. 7,62X54 კალიბრის ვაზნა სპეციალურად შაშხანისთვის დახვეწეს ვ.მ საბელნიკოვმა, პ.ფ საზონოვმა და ვ.ნ დვორიანინოვმა. ვაზნას მიენიჭა სახელწოდება ინდექსით 7ნ1. სვდ-ეს ოპტიკური სამიზნე პსო-1 შექმნა ა.ი ოვჩენნიკოვმა და ლ. აგლიზოვმა. სვდ-ეს მექანიზმი ძირითადათ ძალიან გავს აკა-ემის ავტომატის მექანიზმს ერთი განსხვავებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ სვდ-ეს არ აქვს საკეტის ჩარჩო ერთიანი გაზის უკუცემის ცილინდრით. შაშხანის მექანიზმი მუშაობს გაზის უკუცემის პრინციპზე. საკეტი ლულასთან იკეტება შებრუნებით სამ საბრძილო საყრდენზე, დამსხლეტ-დამცემი მექანიზმი ჩახმახური ტიპისაა. შაშხანას აქვს ათ ვაზნიანი ტევადობის მჭიდი, მექანიზმი იძლევა მხოლოდ ნახევრად ავტომატური სროლის საშუალებას. შაშხანის მექანიზმის მუშაობის პრინციპი იძლევა ტყვიის ზუსტი სროლის საშუალებას და მისი მექანიზმი კალაშნიკოვის ავტომატივით ფუნქციონირებს საიმედოდ ყველა კლიმატურ პირობებში. თავისი საიმედო მუშაობით და ზუსტი სროლის გამო სვდ-ეს ლიცენზიით აწარმოებს რამოდენიმე ქვეყანა და 31 ქვეყნის შეიარაღებაშია მიღებული. იწარმოება სამონადირეო ვარიანტებიც სხავადასხვა კალიბრის ვაზნებზე სახელწოდებით „ტიგრი“. რუსეთის შეიარაღებაში იგეგმება სვდეს შეცვლა უფრო ზუსტი 8,61მმ-იანი კალიბრის შაშხანით. სვდ-ეს სამონადირეო ვარიანტების ლულები რა თქმა არ არი ისეთივე ტექნილოგიებით დამზადებული როგორც სამხედრო წარმოების, მაგრამ რაც შეეხება სიზუსტეს არაფრით არ ჩამორჩება სამხედრო ორიგინალებს. სვდ-ეს შაშხანა დიდი მოწონობით სარგებლობს მონადირეებსა და სროლის მოყვარულუთა შორის.

error: Content is protected !!