ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 5,6
ლულის სიგრძე(სმ) 53,5
მთლიანი სიგრძე(სმ) 101
მჭიდის ტევადობა(ც) 5
წონა ოპტიკის გარეშე (კგ) 2,7
ტყვიის სიჩქარე (მ/წ) 315

 

Toz 17

IMG_2803მცირე კალიბრიანი შაშხანა ტოზ 17 კალიბრი 5,6   განკუთვნილია დიდ ფრინველზე და მცირე ცხოველებზე სანადიროდ. წრიული აალების ვაზნას, რომლის ტყვიის თავის წონა შეადგენს 2,6 გრამს  გააჩნია სიჩქარე 315 მ/წამში. შაშხანის   195-1957 წლის მოდელი შექმნა კონსტრუქტორთა ჯგუფმა: ვ.პ. ოჩნევამ, ვ.ი. ჩუვახინაიმ, ვ.ლ. ჩერნოპიატოვამ, გ.პ ნოსკოვმა. შემდეგი მოდელები ხუთვაზნიანი მჭიდით გამოდიოდა სახელწოდებით ტოზ 17-01. ტოზ-17-01 განსხვავდება ტოზ 16-01-თისაგან იმით რომ ტოზ 17-01-ს გააჩნია მჭიდი ხუთი ვაზნის ტევადობით. შაშხანის წონა შეადგენს 2,7 კილოგრამს. საკეტის ჩაკეტვა ხორციელდება  სახელურის გადაბრუნებით ლულის გასწვრივ მცოცავი საკეტით.  ლულის თავი მთავრდება გაფართოებით რომელიც იცავს ლულის წინა თავს მექანიკური დაზიანებისაგან. შაშხანას გააჩნია ჩამკეტი რომელიც ხორციელდება საკეტის უკანა თავის შებრუნებით რა დროსაც სპეციალური საკეტზე არსებული შვერილი თავსდება საკეტის კალაპოტის ჭრილში. სამიზნე დაყოფილია სექტორებად 25 მეტრიდან 250 მეტრამდე აღნიშვნით. შაშხანას აქვს კარგი ბალანსი და ტყვიის დაჯგუფების სიზუსტე 100 მეტრზე შეადგენს 6 სანტიმეტრს.

error: Content is protected !!