ტექნიკური მაჩვენებლები:  
   
ყალიბი (მმ) 12×70
   
ლულის სიგრძე (სმ) 71
   
მთლიანი სიგრძე (სმ) 114
   
ლულის შევიწროება ჩოკებით (მმ) 1.0,0.5
   
წონა (კგ) 3,2


Ugartechea
უგარტეჩეა ესპანური კომპანიაა რომელიც მდებარეობს ქალაქ ეიბერის ჩრთილოეთით. ეიბარი ესპანეთში ითვლება იარაღების წარმოების ცენტრად, ამავე ქალაქში მდებარეობს ნაციონალური საგამომცდელო სადგური სადაც ხდება თოფების გამძლეობის შემოწმება სროლით, რომლის შემდეგაც თოფებს უკეთთებათ შესაბამისი დამღები. კომპანია დაარსა 1922 წელს ხუანო ირიონდო ეხვერრეამ. კომპანია დღიდან დაარსებისა აწარმოებს მხოლოდ მაღალი კლასის ჰორიზონტალური განლაგების მქონე ორლულიან თოფებს, რომლის უმრავლესობაც განკუთვნილია საექსპორტოდ როგორც მთლიანად ევროპაში ასევე სამხრეთ და ჩრთილოეთ ამერიკაში. უგარტეჩეა იყენებს უმაღლესი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიებს რომელსაც უთავსებს მაღალი კლასის ოსტატობის საწარმოო ციკლს რაც ასახულია თოფის ხარისხზე, მის საბრძოლო თვისებებზე, ბალანსზე და სროლის რესურსე. თავისი მაღალი კლასით და წარმოების ხარისხით კომპანიას ერთერთი მოწინავე ადგილი უკავია ევროპაში ანალოგიური თოფების მწარმოებელ ფირმებს შორის. კომპანია აწარმოებს 12-16-20-28 კალიბრის თოფებს სხვადასხვა მოდელებს: 40EX; 75EX; 257; 357; 110; 2000; 116; 119; 1000; 1030; 1042. ჩვენში ნაკლებადაა გავრცელებული ესპანური თოფები და შესაბამისად როგორც პრაქტიკულად გამოყენების მხრივ ასევე თეორიული ინფორმაციის ნაკლებობაცაა. ვისაც კი შეხება ქონია უგარტეჩეას თოფებთან, როგორც პრაქტიკული ასევე თეორიული ვერ მალავენ როგორც მთლიანად თოფის, ასევე მისი საბრძოლო თვისებების მიმართ აღფრთოვანებას.

Invalid Displayed Gallery

ფასი˜: 5000 ლარი

სხვა საქონელი