იჟ-26 12 კალ.
ჩემი საიტის სტუმრებს მინდა წარუდგინო კიდევ ერთი კლასიკური შედევრი თუ, როგორ ცდილობენ ელემენტალური უცოდინარობის და დაუდევრობის გამო  თოფი მიიყვანონ ამ მდგომარეობამდე რა მდგომარეობაშიც სურათებშია ასახული. არავის შეურაწყოფას არ ვაყენებ, პირიქით ვეხვეწები ყველას რომ გაუფრთხილდნენ როგორც თავაიანთ თოფებს ასევე ყველაზე მთავარს, თავიანთ ჯამრთელობას. ამის გამო შევქმენი ეს გვერდი რომ ყველას წარმოდგენა ჰქოდეს იმ საშიშროებზე რაც შეიძლება მოხდეს თოფების სხვადასხვა დაზიანებისას არასწორად დატენილი ვაზნის გამო. ამ შემთხვევაშიც დენთის დიდი დოზის გამო მოხდა თოფის ლულის კალაპოტის დაზიანება. გასროლისას ლულაში წარმოქმნილ დიდ წნევას ვერ გაუძლო კალაპოტში არსებულმა ცილინდრული ფორმის საყრდენმა, რომელზედაც ეყრდნობა და მასზე მოძრაობს თოფის ლულა გადახსნისას ქვედა წინა კაუჭით. იმდენად დიდი იყო წნევა, რომ მოგლიჟა კალაპოტში ლულის საყრდენი და ლულა გადავარდა წინ. კარგია რომ ამ შემთხვევაში მსროლელი არ დაშავებულა. იმის წარმოდგენა თუ რა სიძლიერის წნევის მქონე ვაზნამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი დაზიანება, შეფასება თქვენთვის მომინდია!..

error: Content is protected !!