40SW 10X22 MM
როცა სმიტ-ვენსონზე იწყება სუბარი ყველას გვახსენდება კინო ფილმებიდან ამერიკის ველური დასავლეთი, სადაც სმიტ-ვენსონის იარაღები სარგებლობდა დიდი პოპულარობით. ხორას სმიტ და დენიელ ვენსონმა დაარსეს თავისი ფირმა 1856 წელს. ამ სახელებთან არის დაკავშირებული მრავალი  სახის ვაზნებისა და ცნობილი იარაღების სხვადასხვა მოდელის წარმოება. ფირმას დღესაც წამყვანი ადგილი უკავია ცნობილ იარაღების მწარმოებელთა შორის. 40SW ვაზნა შეიქმნა 1990 წელს, 5 წლის მანძილზე მოიპოვა საყოველთაო აღიარება ამერიკის სამართალ დამცავ სტრუქტურებში. ამერიკის ფსბ-ს და სამართალ დამცავი სტრუქტურების 10 კალიბრზე გადასვლამ გამოიწვია დიდი გამოცოცხლება ვაზნების მწარმოებელთა შორის. ამიტომ ფსბ-ემ შეცვალა თავისი მოთხოვნილება მწარმოებელთა მიმართ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ უნდა შეემცირებინათ ტყვიის მასა და მისი საწყისი სიჩქარე. ამ ცვლილების მერე პრაქტიკულად მიიღეს იგივე ბალისტიკური მაჩვენებლების ვაზნა, რაც გააჩნდა 45 ACP-ეს. 40 SW ვაზნამ დაიკავა შუა ადგილი ევროპულ 9მმ ლუგერის ვაზნასა და ამერიკულ 45 კალიბრის(11,43მმ) ვაზნას შორის. ცნობილი ბრენდები ამ ვაზნაზე აწარმოებენ მრავალ თანამედროვე პისტოლეტებს, რომლების დიდი მოწონებით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.
ტყვიის სიჩქარე შეადგენს 290 მ/წ ლულის წინა ენერგია შეადგენს 470 ჯოულს.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!