44 NAGNUM (10,9X32,5 R mm)
44 კალიბრის ვაზნა შექმნა კომპანია სმიტ-ვენსონმა 1907 წელს  სხვა ვაზნებთან შედარებით გაძლიერებული ვაზნა ( მაშინ მცნება მაგნუმი არ იყო) შავ დენთზე. რვორველის მაგნუმის ვაზნების წარმოება მეორე მსოფლიო ომის მერე დაიწყეს. ყველაზე დიდი პოპულარობა კი მოიპოვა 44 მაგნუმმა, რომელიც არ ჩამოუარდებოდა მის წინამორბედებს სიჩქარეში, ენერგიით კი უტოლდებოდა შაშხანის ვაზნების მონაცემებს. ამ კალიბრის ვაზნა დღესაც პოპულარულია ამერიკაში, სანადიროდ, სპორტული სროლისთვის და თავდაცვისთვის. 44 მაგნუმის ვაზნაზე გამოდის მრავალი სახის რევორველები და პისტოლეტი ისრაელის წარმოების “ უდაბნოს არწივი“ (desert eagle). 44 კალიბრის ვაზნა იწარმოება სხვადასხვა სიძლიერის. 16,2 გრამიან ტყვიას აქვს საწყისი სიჩქარე 360 მ/წ ენერგია კი 1000 ჯოული.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!