45 ACP. 11,43MM
45 კალიბრის ვაზნა ამერიკის შეიარაღებაში მიიღეეს 1911 წელს. აღნიშნული ვაზნა გამოიყენებოდა ცნობილი კონსტრუქტორის ბრაუნინგის კოლტის სისტემის პისტოლეტში და ტომსონის ტყვიამფრქვევში. 45 კალიბრის ვაზნა სიძლიერით და სიზუსტით ითვლება საუკეთესო პისტოლეტის ვაზნად მთელს მსოფლიოში. ამრიკაში 45 კალიბრის ვაზნა მიიღეს შეიარაღებაში სმიტ-ვენსონის 38 კალიბრის ვაზნის 1889 წლის ნიმუშის მაგიერ. არმიას ჭირდებოდა გაცილებით ძლიერი ვაზნა რევორველის ვაზნასთან შედარებით. 45 კალიბრის ვაზნამ გამოჩენისთანავეე დაიმსახურა დიდი პოპულარობა მთელ მსოფლიოში, რომელიც რჩებოდა სტანდარტულ პისტოლეტის ვაზნად ამერიკის შეიარაღებაში მანამდე სანამ არ მიიღეს შეიარაღებაში ბერეტას პისტოლეტი 9 მმ ლუგერის ვაზნაზე. მიუხედავად ამისა 45 კალიბრის ვაზნა მაინც რჩება ამერიკის სამართალ დამცავ სტრუქტურების და მრავალ სხვა ქვეყნების შეიარაღებაში. ტყვიის სიჩქარეა 250მ/წ-ში, ლულის წინა ენერგია 474 ჯოული.

 

სხვა საქონელი

error: Content is protected !!