7,62X38 NAGANT
7,62 კალიბის ვაზნა შეიქმნა 1890 წელს ბელგიელი კონსტრუქტორების ძმები „ნაგანების“ რევორველისთვის. რევორველი შეიარაღებაში იყო ჯერ მეფის რუსეთში მერე კი საბჭოთა კავშირში. ნაგანის რევორველი განსხვავდებოდა სხვა რევორველებიდან იმით რომ ნაგანში სროლისას მორგვი მოძრაობდა წინ და ვაზნა წინა თავით შედიოდა ლულის სახაზინო ნაწილში, ამით ხდებოდა წნევის გერმეტიზაცია და ვაზნის თავსა და ლულის სახაზინო ნაწილს შორის არ ხდებოდა გაზის გაპარება, რაც დადებითად მოქმედებდა ტყვიის სიჩქარეზე. ნაგანის ვაზნა ცილინდრული ფორმისაა ოდანავი კონუსური დაბოლოვებით. ტყვიის თავი ბრტყელი დაბოლოვებით და ფოლადის გარსაცმით ჩამჯდარია მასრის სიღრმეში. სპორტული სროლისთვის კი გამოდიოდა ტყვიის გულაკიანი გრძელი და მოკლე ვაზნა რომელიც სიძლიერით ჩამორჩებოდა საბრძოლო ვაზნას. 6,7 გრამიანი საბრძოლო ვაზნის ტყვიის სიჩქარეა 280 მ/წ-ში, ლულის წინა ენერგია კი შეადგენს 244 ჯოულს.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!