7,65X17 BAUNING
7,65კალიბრის ბრაუნინგის ვაზნის წარმოება დაიწყეს ბელგიაში 1899 წელს, ამერიკაში კი დაიწყეს 1903 წელს სახელწოდებით 32 ACP. მოყოლებული ვაზნის შექმნიდან დღემდე ვაზნა ითვლება ყველაზე გავრცელებულ ვაზნად. ამ ვაზნაზე, ჩეხეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში აწარმოებდნენ მრავალ სხვადასხვა მოდიფიკაციის პისტოლეტებს. 1990 წლიდან 2000 წლამდე 9 მილიმეტრიანი ვაზნებზე შექმნილმა კომპაქტურმა პისტოლეტებმა, რომელთა ვაზნის სიძლიერე საგრძნობლად აღემატებოდა 7,65 კალიბრის ვაზნას, დიდად შეამცირეს ბრაუნინგის ვაზნის მოთხოვნილება.დღეს დღეობით მაინც იწარმოება როგორც ვაზნა ასევე პისტოლეტები, უფრო სპორტული სროლისთვის და თავდაცვის მიზნით. 4,5 გრამის ტყვიას გააჩნია 310მ/წ ლულის წინა ენერგია კი 205 ჯოული.

 

 

სხვა საქონელი

error: Content is protected !!