9X17 BRAWNING SHORT
ცნობილმა ლეგენდარულმა კონსტრუქტორმა ბრაუნინგმა 1908 წელს კოლტისთვის შექმნა 9 მილიმეტრიანი ვაზნა, ასევე მის მიერ შექმნილ ბელგიურ კომპანია FN-ისათვის 1903 წელს 9 მილიმეტრიანი ბრაუნინგის გრძელი ვაზნის ბაზაზე. ბრაუნუნგის 9X17 მოკლე ვაზნა რომლის წარმოებაც დაიწყეს ბელგიაში 1910 წელს ევროპაში ცნობილია სახელწოდებით 9X17 BRAUNING SHORT, ამერიკაში კი ცნობილია სახელწოდებით 380 AUTO. აღნიშნული ვაზნა სამხედრო დანიშნულებისთვის არ წარმოებულა მისი მცირე სიძლიერის გამო. მეტი გამოყენება ჰპოვა სამოქალაქო და პოლიციის დანიშნულების პისტოლეტებისთვის. მიუხედავად მისი დაბალი გამაჩერებელი ძალისა მაინც ითვლება ერთერთ წარმატებულ პისტოლეტის ვაზნად. დაბალი სიჩქარე და უკუცემა დადებითად მოქმედებდა სროლის სიზუსტეზე. ასეთი სიძლიერის ვაზნა საშუალებას იძლეოდა შექმნილიყო მჩატე კომპაქტური პისტოლეტები. ტყვიის დაბალი სიჩქარე კი იძლეოდა საშუალებას შექმნათ მარტივი სისტემის მაყუჩები.
6,2 გრამი ტყვიის სიჩქარეა 270 მ/წ ლულის წინა ენერგია კი შეადგენს 220 ჯოულს.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!