პისტოლეტი ADLER 7.25
სამოქალაქო დანიშნულების ამ პატარა პისტოლეტს აწარმოებდა გერმანული ფირმა Adlerwaffenwerke 1906-1907 წლებში. პისტოლეტის კონსტრუქცია რაიმე განსაკუთრებული და საყურადღებო არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი პისტოლეტი რომელის ავტომატიკა მუშაობდა თავისუფალი საკეტის უკუცემის პრინციპზე. გააჩნდა ერთრიგიანი სავაზნე მჭიდი, რომელიც მოთავსებული იყო პისტოლეტის სახელურში. ასეთი პრინციპის არა ერთი ათეული პისტოლეტი გამოდიოდა იმ დროისთვის. ეს პისტოლეტი საყურადღებო იმით იყო, რომ განსხვავდებოდა სხვვებისაგან გარეგნობით და საკეტი სხვა პოსტოლეტებთან შედარებით მთლიანად დამალული იყო კორპუსში. გადასატენი სახელური ატანილი პისტოლეტზე ზემოდან და ასრულებდა სამიზნე მოწყობილობის დანიშნულებასც. მიუხედავათ იმისა რომ პისტოლეტი იწარმოებოდა სერიულად მისი შოვნა დღესდღეობით პრაქტიკულად შეულებელია. პისტოლეტის შოვნის პირობებშიც კი მისი სროლა შეუძლებელია მისი სპეციალური ვაზნის გამო, რომელსაც ამზადებდა მხოლოდ პისტოლეტის მწარმოებელი ფირმა 7,25 კალიბრს ბოთლის მაგვარი ფორმით. ამ ვზნის შოვნაც პრობლემაა თითქმის შეუძლებელი. შესაძლებელია ქონდეც ვინმე კოლექციონერს რამოდენიმე ცალი თავის კოლექციაში.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!