ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 45ACP
სიგრძე (მმ) 220
მჭიდის ტევადობა (ცალი) 16
წონა (გრ.) 1850
 ლულის სიგრძე (მმ) 125

 

AF 2011-A1

ვისაც შეხება ქონია პისტოლეტებთან და დაინტერესებულა მისი მექანიზმის მუშაობის პრინციპით, ნამდვილად ვერ დარჩება გულგრილი ამ პისტოლეტის მიმართ. ერთი შეხედვით გასაკვირი ნამდვილად არაფერია, რომ ავიღოთ პისტოლეტის რომელიმე მოდელი დავდოთ სარკეზე და გადავუღოთ სურათი, ძნელი მისახვედრი არაა როგორ სურათსაც მივიღებთ. სარკე იყო ზუსტად საბამი იმისათვის რომ შვეიცარიელ მხატვარს და კონსტრუქტორს პირველად მსოფლიოში ვივიანა მიულერს შეექმნა ყველასაგან განსხვავებული საკოლექციო პისტოლეტი 9X19 mm ვაზნაზე SIG-P-200, რომელიც აქამდე არ გაუკეთებია არავის. რომ ავიღოთ ორი ერთნაირი პისტოლეტი ერთმანეთთან შევაერთოთ და ვაქციოთ ერთ პისტოლეტად ეს ნამდვილად საკმარისი არ იქნება, რამეთუ პისტოლეტს უნდა ემუშავა, როგორც ერთიან სისტემას ცალცალკე მექანიზმის ერთ ჩარჩოში განლაგებით. პისტოლეტს უნდა შეესრულებინა ორი პისტოლეტის ფუნქცია ერთი საკეტით და ერთიანი ორმაგი მჭიდით, რომელიც ერთდროულად მოემსახურებოდა ორ ცალცალკე ლულას, სადაც გასროლა, ვაზნის ამოგდება სხვადასხვა მხარეს და მიწოდება უნდა მომხდარიყო სინქრონულად. ასეთი პისტოლეტის შექმნა ბევრ ტექნიკურ და რთულ კონსტუქციულ გადაწყვეტილებებთან იყო დაკავშირებული, რასაც ავტორმა ბრწყინვალედ გაართვა თავი. პისტოლეტის საკეტი (ლულების გარე ჩარჩო) კომპაქტური და ლულები ერთმანეთთან ახლოს რომ ყოფილიყო ლულების ერთმანეთისკენ მიმართული კედლები დაათხელეს, რის შედეგადაც ლულების ცენტრებს შორის მანძილმა შეადგინა 13 მილიმეტრი, ამან დადებითად იმოქმედა მის გაბარიტსა და კომპაქტურობაზე. ავტომატიკის მუშაობა დაფუძვნებული იყო ბრაუნინგის სისტემის პრინციპზე, ლულის უკუცემის ხარჯზე მისი მოკლე უკუ სვლის დროს. პისტოლეტის გამოცდისას უკუცემა არც თუ ისე ძლიერი აღმოჩნდა როგორც ელოდნენ, რა თქმა უნდა მეტი იყო ვიდრე ჩვეულებრივი პისტოლეტიდან გასროლისას, მაგრამ არ აღემატებოდა 357 MAGNUM-ის ვაზნის გასროლის უკუცემას. SIG -ის წონა შეადგენს 2222 გრამს, სროლისას 25 მეტრზე სამიზნეზე მოხვედრილი ტყვიების ნახვრეტებს შორის მანძილი შეადგენდა 5 სანტიმეტრს, რაც ასეთი კონსტრუქციის პისსტოლეტისთვის შეიძლება ჩაითვალოს დადებიდათ. 2011წელს რუსულმა და იტალიურმა კომპანიამ ARSENAL- მა და FIREARMS-მა შექმნა ეგზოტიკური პისტოლეტი AF 2011-A1 45 ACP (11,43X23 mm) რომლის შექმნაც დაკავშირებული იყო მსოფლიოში აღიარებული ლეგენდალური კონსტრუქტორის ჯონ ბრაუნინგის პისტოლეტის COLT M 1911-ის 100 წლისთავთან დაკავშირებით. მასში შენარჩუნებულია კოლტის შიგა მექანიზმის ნაწილი და ასევე გარე შესახედაობაც. ავტომატიკის მუშაობის პრინციპი იგივეა რაც კოლტში. შემქმნელების მტკიცებით ორი 11,43-მმ კალიბრის ვაზნის ერთ დროულად მოხვედრისას ხარის წაქცევაც კი შესაძლებელია. თუ ვიმსჯელებთ ტყვიის ენერგიიდან გამომდინარე გასაკვირი არაფერია, მაგრამ ხარსაც გააჩნია. სტატიის ქვემოთ განთავსებულ სურათში რომ ხარია იმისი რა მოგახსენოთ, რადგან მისი შემხედვარე ეჭვი მიჩნდება პიტოლეტის შემქმნელების განცხადებაზე. თუმცა გამორიცხული არაფერია.

[cvg-video videoId=36 width=640 height=420 mode=playlist /]

სხვა საქონელი

error: Content is protected !!