ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი 12×76
მთლიანი სიგრძე (სმ) 121
ლულის სიგრძე (სმ) 76
ლულის შევიწროება ჩოკებით (მმ) 1.0,0.75,0.5,
0.25,0.00
წონა (კგ) 3.5

 

AKDASH

ალბათ ყველამ იცის რომ თურქული წარმოების თოფებმა ნელნელა დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე სამონადირეო იარაღების წარმოებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ სამხედრო იარაღზე,  რომელსაც აწარმოებს როგორც თავის შეიარაღებისთვის ასევე ნატოში   შემავალი ქვეყნებისთვის და აკმაყოფილებს ნატოს მოთხოვნების მკაცრ სტანდარტებს. AKDASH  MAK. SILAH SALI  1948 წელს დაარსა ომერ აკდაშმა, რომელსაც  შეძენილი ქონდა დიდი გამოცდილება როგორც თოფების წარმოების ასევე მათი შეკეთების. აკდაში დღითი დღე ზრდიდა წარმოებული პროდუქციის ხარისხს, რითაც ნელნელა  იხვეჭდა სახელს არა მარტო თურქეთში. 1975 წლიდან აკდაშის შვილი სადიკ აკდაში, რომელიც დაინტერესებული იყო მამის პროფესიით,  გულმოდგინედ სწავლობდა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ საქმიანობას ყველა  სამონადირეო იარაღებისას  რაზედაც ხელი მიუწვდებოდა. დაკავებული იყო როგორც თურქული ასევე უცხოური წარმოების თოფების შეკეთებით. ყოველივე ამან გავლენა იქონია მის დაოსტატებაზე და უკვე 13 წლისამ შექმნა ნახევრად ავტომატური თოფი. 2004 წელს კი შექმნა ორლულიანი კაჟიანი თოფი რომელშიდაც ჩააქსოვა, როგორც თავისი ცოდნა ასევე თურქეთში თოფების წარმოების მთელი ისტორია. ეს იყო მისი სავიზიტო ბარათი  მაღალი კლასის ოსტატად ჩამოყალიბების.  აკდაშის ფირმა გადაიქცა პატარა მწარმოებლიდან  თანამედროვე ფაბრიკად. მაღალი ტექნოლოგიების დანერგვით, თანამედროვე ჩარხ დანადგარების და პროფესიონალი მუშა ხელის  ხარჯზე  ფირმამ არა ერთხელ დაამტკიცა მისი წარმოებული პროდუქციის ხარისხი.  ფირმა თანამშრომლოს ევროპაში წამყვან ბრენდებთან, იზიარებს მათ პრაქტიკას,  ცოდნას და გამოცდილებას, რაც ასახულია კიდეც  დადებითად მის წარმოებულ თოფებზე. აკდაში აწარმოებს მაღალი ხარისხის, როგორც სამონადირეო ასევე სპორტულ თოფებს სახვადასხვა მოდიფიკაციით და მაღალი კლასის შესრულებით.  მისი თოფები გამოირჩევა კარგი ბალანსით,  აქვთ კარგი საბრძოლო მაჩვენებლები. შეკვეთის შემთხვევაში  ასრულებენ ყველა სახის გარე დამუშავებას და  მოხატვას  მაღალი ხარისხის ნიგვზის ხის მორგებით. აკდაშის თოფები ნმდვილდ არ ჩამოუარდება  არაფრით ანალოგიური კლასის თოფებს რომელსაც აწარმოებს ევროპის ცნობილი ბრენდები.

 

error: Content is protected !!