ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) .44 მაგნუმი
ტყვიის სიჩქარე (მ/წ) 460
სამიზნე მანძილი (ღია სამიზნით) (მ) 100
მჭიდის ტევადობა (ცალი) 10
ლულის სიგრძე (სმ) 62
მთლიანი სიგრძე (სმ) 108
წონა (კგ) 3,3

 

Amadeo Rossi R92

ფირმა „Amadeo Rossi” (ამდეო როსი) დაარსდა 1881 წელს ბრაზილიაში იტალიელი მოიარაღე ემიგრანტის მიერ. ამჟამად “როსი” ერთერთი მსხვილი მწარმოებელია სამხრეთ ამერიკაში და აწარმოებს მრავალი სახის სამონადირეო და სპორტულ იარაღებს. ერთერთი მათგანია კარაბინი „PUMA”, რომელიც წარმოადგენს ამერიკელი ხალხის სიამაყეს. საუკუნეზე მეტია თავისი კონსტრუქციული ორიგინალობით, საიმედეობით და ბრძოლის უნარიანობით ამ სისტემას განსაკუთრებული ადგილი უკავია სამონადირეო კარაბინებს შორის, მიუხედავად სამონადირეო იარაღის სიმრავლისა და სისტემების ნაირსახეობისა. კარაბინის მექანიზმი მოქმედებაში მოჰყავს სასხლეტის დამცავ ჩარჩოს, რომელიც ერთიანი ნაწილია შემაყენებელი ბერკეტის, რომლის ქვემოთ და ზემოთ მოძრაობისას ხდება სავაზნიდან ვაზნის ამოღება, საკეტის უკუსვლით ჩახმახის შეყენება, ჩარჩოს ზევით ამოწევისას ვაზნის მიწოდება, რომელიც განთავსებულია ლულის ქვეშ მილისებურ მჭიდში. ლულასთან საკეტის ჩაკეტვა ხდება ორმაგი სპეციალური ვერტიკალური ბერკეტებით, რაც საიმედოთ კეტავს საკეტს ლულასთან. ეს სისტემა შექმნა ამერიკელმა კონსტრუქტორმა „Benjamin Tyler Henry“ (ბენჟამენ ტაილერ ჰენრი)-მ 1850 წლის ბოლოს. 1866 წლიდან ფირმა „Winchester”-მა დაიწყო ამ სისტემის კარაბინების წარმოება. თავის ორიგინალობით, გამოყენების სიმარტივით, სროლის სიჩქარით, მჭიდის ტევადობით და ზუსტი სროლის გამო, საყვარალ იარაღათ იქცა მთელ მსოფლიოში. იწარმოება როგორც ამერიკაში ასევე ევროპაში სამონადირეო და სპორტული დანიშნულობისთვის .22 ყალიბიდან .45 ყალიბის ჩათვლით. ვაზნა .44 მაგნუმი (11,18×33) შექმნა ამერიკელმა კონსტრუქტორმა და მსროლელმა „Elmer Keith“ (ელმერ კეიტ)-მა ფირმა „Smith & Wesson“ (სმიტ ენდ ვენსონ)-თან ერთად, სმიტ ენდ ვენსონის რევოლვერისთვის მოდელი „Smith & Wesson M29“-სთვის. რევოლვერების ვაზნებს შორის .44 მაგნუმი გამოირჩევა ზუსტი სროლით. .44 მაგნუმი სიძლიერით და ბალისტიკური მონაცემებით მისაღები გახდა სამონადირეო კარაბინებისთვის. აქედან გამომდინარე გამოიყენება როგორც მცირე ასევე საშუალო ცხოველზე სანადიროდ საშუალო დისტანციაზე სასროლად.

 

error: Content is protected !!