ტექნიკური მონაცემები:  
   
მწარმოებელი Astra-Unceta y Cia SA
   
ლულის სიგძე (მმ) 160
   
მთლიანი სიგრძე (მმ) 308
   
სიმაღლე (მმ) 150
   
მმჭიდის ტევადობა (ცალი) 20
   
წონა (გრამი) 1275

 
ალბათ ყველას სმენია ცნობილი მაუზერის C 96-ის შესახებ, რომელმაც განსაკუთრებით პოპულარობის პიკს მიაღწია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.

განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა გაჩნდა ჩინეთშიც. როგორც ვიცით ვერსალის სამშვიდობო კონვენციამ პირეველი მსიფლიო ომოს შემდეგ გერმანიას აუკრძალა 10 სანტიმეტრზე მეტი გრძელი ლულით და 7,63 მილიმეტრზე მეტ კალიბრზე პისტოლეტების და რევორველების წარმოება.

გამომდინარე იქედან რომ მაუზერებზე იყო დიდი მოთხოვნა, ესპანელებმა გადაწყვიტეს დაეკმაყოფილებინათ ბაზრის მზარდი მოთხოვნილება და დაიწყეს მაუზერის სისტემი პისტოლეტების პროტოტიპის წარმოება.

ერთი შეხედვით ესპანური პისტოლეტები ძალიან გავდა მაუზერს, მაგრამ შიგა მექანიზი ძირეულად განსხვავდებოდა ორიგინალისგან. მიუხედავად ამისა ესპანელმა მეეიარაღეებამა შეინარჩუნეს პიროლეტის ის საბრძოლო მონაცემები და საიმედოვება, რითაც გამოირჩეოდა გერმანული მაუზერი.

ერთს დავამატებ რომ ერთად ერთი მსგავსება შიგა მექანიზმში იყო ის, რომ საკეტის ჩაკეტვის პრინციპი ლულასთან შენარჩულებული იყო როგორც ეს იყო გერმანულ მაუზერში.

ახლა რაც შეეხება ესპანური პისტოლეტების წარმოებას, Beistegui Hermanos-მა 1926 — 1934 წლებში დაიწყო მაუზერის პროტოტიპების წარმოება შედეგი სახელწოდებებით, Royal, Azul, Super Azul და Etai. აღნიშნულ მოდელები გამოირჩეოდა თავიანთი კონკრეტული მარკირებით მაგალითად, «ROYAL PATENT NO 105614», «Azul Cal 7,63mm» ან «„ETAI“ PISTOL CAL. 7.63m/m».

ასევე არსებობდა რამოდენიმე ნაირსახეომბა Beistegui Hermanos წარმოების. პირველი მოდელი აღნიშნული ფირმის, ზუსტი კოპირება იყო ომამდელი მაუზერის მოდელის. პისტოლეტს აწარმოებდნენ 10 და 20 ცალი ვაზნის ტევედობის მჭიდებით 140 მმ ლულის სიგრძით. ეს მოდელი აწარმოეს 20 ცალი და გახდა აუცილებლობა რომ გაეიაფებინათ იარაღის წარმოების თვითღირებულება.

Beistegui Hermanos -ის მეორე მოდელი კონსტრუქციულად ძალიან განსხვავდებოდა პირველი მოდელისგან. 1928 წლის მონაცემებით აწარმოეს 3500 ცალი. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი არ გამოირჩეოდა შესრულების მაღალი ხარისხით და სამჯერ მეტი იაფი ღირდა ვიდრე გემანული მაუზერი.

მესამე მოდელი ფირმა Beistegui Hermanos-მა გამოუშვა 1928 — 1929 წლებში. სულ წარმოებული იქნა 19 500 ცალი. (15000-სი ცალი 1928 წელს და 4500-სი ცალი 1929 წელს). აღნიშნული მოდელი განსხვავდებოდა მეორესგან იმით, რომ ამ მოდელს გააჩნდა სროლის რეჟიმის გადამრთველი.

Hermanos -ის მეოთხე მოდელი აწარმოეს მასიურად. მისი წარმოება დაიწყეს 1929 წელს ბოლოს და 1934 წლამდე გამოუშვეს 10000 ცალი. ამ მოდელის სახელწოდება იყო MM31. პისტოლეტებს გააჩნდათ შემდეგი მარკირებები «Royal», «Azul» და «Super Azul». ეს მოდელი უფრო შეესაბამისებოდა მაუზერს, ვიდრე პირველი მოდელი და შესრულების ხარისხიც იყო გაცილებით უფრო მაღალი.

ММ31-ის მეხუთე მოდელი ცნობილია სახელწოდებით ММ34. ეს მოდელი ძალიან გავს პირველ მოდელს, მაგრამ ქონდა სროლის რეჟიმის გადამრთველი და სახელურში გააჩნდა მექანიკური რედუქტორი სროლის ტემპის შემანელებელი. ეს მოდელი აწარმოეს მხოლოდ 500 ცალი ოდენობის.

ძირითადად მოიაზრება Beistegui Hermanos -ის ოთხი განსხვავებული მოდელი. რომ შევადაროთ ერთმანეთს, განსხვავებები გამოიყურება შემდეგნაირად. პირველი მოდელიის ნაირსახეობას ММ31 გააჩნდა 140 მმ ან 180 მმ სიგრძის ლულა კალიბრი 7,63, 10 ცალი ოდენობის ფიქსირებული სავაზნე კოლოფი.

ММ31 -ის მეორე ნაირსახეობას გააჩნდა 140 მმ ლულა, ხის კობური კონდახი, კალიბრი 7,63, ფიქსირებულ სავაზნე კოლოფი ოღონდ 20 ცალ ვაზნაზე და ავტომატური სროლის შესაძლებლოით.

ММ31-ის მესამე ნაირსახეობას გააჩნდა ლულა 140 მმ სიგრძის და აწაროებდნენ სხვადასხვა კალიბრზე 7,63, 38ACP, და 9 მმ ბერგმანის ვაზნაზე. ამ მოდელის ფისტოლეტს გააჩნდა მოსახსნელი 10-იანი და 20- 30 ცალიანი ტევადობის მჭიდები.

მეოთხე მოდელ ММ31 -ს გააჩნდა 7,63 კალიბრი მაუზერის ვაზნის და შესაძლებელი იყო მაუზერის C-96 M1932 მოდელის მოსახსნელი მჭიდის დაგებაც. ლიტერეტურაში მოიძებნება ამ მოდელების ბევრი ნაირსახეობები, რომლებშიც იცვლებოდა კალიბრი, ლულის სიგრძე, მჭიდიის ტევადობა, გარე ფორმა და ზოგიერთ მოდელს ქონდა ფიქსირებული სავაზნე კოლოფები.

ასევე იყო მოდელები რმლებსაც გააჩნდათარა არა მარტო სროლის რეჟიმის, ნახევრად ავტომატურიდან ავტომატურზე გადამრთველი, არამედ შესაძლებელი იყო სროლის ტემპის შენელება 950 გასროლიდან 350 გასროლამდე წუთში.

მეორე ესპანური ფირმა Unceta Y CIA (Unceta & Ко) ცნობილია მისი წარმოებული პისტოლეტების სახელწოდებით «Астра». როგორც ავღნიშნე, მსოფლიოში მაუზერზე გაზრდილი მოთხოვნილებიდან გამომდინარე მწარმოებლები დადგნენ ისეთი დილემის წინაშე, რომ ეწარმოებინათ მათი წარმოებისთვის არა დამახასიათებელი კონსტრუქციის მქონე პისტოელეტი. ასე მოხდა ასტრას ფირმაშიც.

1927 წელს ესპანურმა ფირმა ასტრამ აწარმოვა მაუზერის პისტოლეტის პირველი პროტოტიპი. Astra 900 იყო ერთერთი ცნობილი პროტოტიპი გერმანული მაუზერის. 1927 წლიდან 1941 წლამდე სულ აწრამოვა 21000 ცალი მაუზერის ტიპის პისტილეტი. ეს ციფრი იყო ასტრას მიერ სულ წარმოებული პისტოლეტების 61 %-ტი.

ასტრას პისტოლეტის განსხვავება გამოიხატებოდა მაუზერთან ძრთადად დამრტყმელ დამცემ მექანიზმში, რომელიც დამონტაჟებული იყო უშუალო ჩარჩოზე და მარცეხენა მხრიდან მას ფარავდა მოსახსნელი დაფა. ასევე იყო ოდნავი განსხვავება ჩახმაში. სხვადსახვა მოდელებში იცვლებოდა სახელურის კონფიგურაციაც. პისტოლეტს გააჩნდა ფიქსირებული 10 ცალის ტევადობის სავაზნე კოლოფი.

ასტრა 900-სი იყო კარგი ხარისხის მაგრამ მაინც ჩამორჩებოდა ხარისხით მაუზერს. მიუხედავად ამისა გერმანელებმა 1943 წელს შეიძინეს ასტრა 900-ი მოდელის პისტოლეტი 1000 ცალი. 1928 წელს გამოჩნდა ასტრას მეორე მოდელი «Астра 901. ეს მოდელი წარმოებულიიყო სულ 1655 ცალი. ეს მოდელი მალევე შეცვალა ასტრა 902 მოდელმა, რომელიც განსხვავდებოდა 901 მოდელისგან იმით, რომ 902 მოდელს გააჩნდა ავტომატური სროლის რეჟიმის გადამრთველი.

ასტრა 902-მა მოდელმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. გააჩნდა ავტომატური რეჟიმი და გრძელი 20 ცალი ტევადობის მჭიდი. აწარმოეს ასტრას 902 მოდელის მცირე პარტია, რომლებსაც არ ქონდათ ავტომატური სროლის რეჟიმი. ასტრა 902-ი მოდელის ჩარჩო იყო ზუტად იგივე, როგორც ეს გააჩნდა ასტრა 900 და ასტრა 901 მოდელს. მჭიდის დაგრძელება ხდებოდა სპეციალური დამაგრძელებლის საშუალებით რომელიც მაგრდებოდა ჩარჩოზე.

ხის კაბურა კონდახს გააჩნდა სპეციალური ტყავის სარქველი რომელიც ფარავდა კაბურიდან გამოშვერილ გრძელ მჭიდს. ეს მოდელი არსებულ მოდელებს შორის წონით იყო ყველაზე მძიმე. 1928 — 1933 წლებში სულ წარმოებული იყო 7075 ცალი ასტრა 902 მოდელის პისტოლეტი.

1930 წელს ყველა კონკურენტმა ფირმებმა ესპანურმა Beistegui Hermanos და გერმანულმა Mauser-მა დაიწყეს მოსახსნელი მჭიდის მქონე მაუზერის პისტოლეტების წარმოება. Unceta Y CIA-მაც დაიწყო მისი ახალი მოდელი Astra 903 მოდელი პისტოლეტის წარმოება.

903 მოდელი მისი წინამოდელებისაგან განსხვავდებოდა იმით, რომ გააჩნდა მოსახსენელი 10 და 20-იანი ვაზნის ტევადობის მქონე მოსახსნელი მჭიდები. მისი მჭიდები არ ერგებოდა არც ესპანურ და არც გერმანულ მაუზერს. პისტოლეტის ლულის სიგრძე შეადგენდა 160 მილიმეტრს. ჩარჩოს წინა მხარე წინა მოდელებთან შედარებით ქონდა უფრო ფართე, რადგან ჩარჩოში შედიოდა მოსახსნელი მჭიდი.

მის ყველა არსებულ კონკურენტებთან შედარებით ასტრა 903 მოდელს გააჩნდა საკეტის უკანა მდგომარეობაში გასაჩერებელი ფიქსატორი, რომელიც აიოლებდა პისტოლეტის გადატენვის პროცესს. 1920 -1940 წლებში სულ წარმოებული იყო 3082 ცალი პისტოლეტი. აქედან ასტრას 2000 პისტოლეტი მიყიდეს გერმანელებს 1940-1943 წლებში, რომლითაც შეაიარღეს ვერმახტის სპეციალური შენაერთები.

ასტრამ შემდეგ აწარმოვა მოდელი 904-ი რომელიც იგივე იყო რაც 903-მი მოდელი იმ განსხვავებით რომ 904-ს გააჩნდა სროლის ტეპის შემანელებელი გადამრთველი, რომელის მოთავსებული იყო ჩარჩოს სახელურში. ეს მოდელი აწარმოეს მხოლდ 9 ცალი.

შემდეგ აწარმოეს ესპანური გვარდიისთვის ასტრას პისტოლეტი Astra Model F . ეს მოდელი როგორც გარე შესახედაობით ასევე მექანიზმის კონსტრუქციით განსხვავდებოდა თავის წინა მორბედებისგან. პისტოლეტის კალიბრი იყო მაშინდელი ესპანური საშტატო 9 მილიმეტრიან ლარგოს ვაზნაზე.

ასტრას პისტოლეტების 900-სი სერიის მოდელების წარმოება შეწყდა 1943 წელს, მაგრამ 1949- 1951 წლებში Unceta Y CIA აწარმოვა ძალიან საინტერესო მოდელი Astra Model E სულ აწარმოეს 548 პისტოლეტი აქედან 515 ავტომატური სროლის მქონე მექანიზმით და 33 ნახევრად ავტომატური მექანიზმით.

ეს იყო მართლაც უცნაური მოდელი. პისტოლეტის აწყობისას გამოყენებული იყო Astra F -ის მექანიზმი და გარე შესახედაობით დაამსგავსეს Astra 903 მოდელს. პისტოლეტს არ ქონდა სროლის ტემპის შემანელებელი. ასევე კალიბრიც Astra F მოდელთან განსხვავებით ქონდა კალიბრი 7,63 მმ და 10-20 ცალის ტევადობის მოსახსნელი მჭიდი. პისტოლეტის მჭიდის გამოყენება შესაძლებელი იყო Astra F მოდელშიდაც. მართლაც რომ საინტერესო მოდელი იქნება და სასურველ ექსპონანტს წარმოადგენს იარაღების მოყვარული კოლექციონერებისათვის.

თუ დავაკვირდებით ყველა ამ პისტოლეტებში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე საინტერეო მოდელები შექმნა და აწარმოვა ესპანურმა ფირმებმა. განსაკუთრებით ბოლო მოდელი მართლაც რომ საონტერესოა. რისი თქმა უნდოდათ ამით ამ მოდელის შემქმნელებს ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია უნდოდათ მეტი ინტრიგა შეეტანათ არსებული მექანიზმების და სისტემების წარმოებაში.

ეს კი განაპირობებდა იმას რომ მეტი სურველი და ინტერესი გაჩენილიყო ამ მოდელეიბს მიმართ. აქედან გამომდინარე ასტრას შექმნილი მოდელები ძალიან საინტერესოა, შესაბამისად დიდი დაინტერესება მათ მიმართ.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!