ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 12X65
ლულის სიგრძე (სმ) 66
მთლიანი სიგრძე (სმ) 118
ლულის შევიწროება (მმ) 1,00
ჭიდის ტევადობა (ც) 4+1
წონა (კგ) 3,3

 

AXEL SJOGREN
შვეცია უძველესი დროიდან მოიხსენიებოდა იარღების მწარმოებელ ქვეყნად, სადაც მოღვაწეობდნენ იარაღების მწარმოებელი მაღალი კლასის ოსტატები. 1814 წლიდან სამხედრო და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გზაზე დადგომის შემდეგ, შვეციამ დაიწყო მაშინდელი მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა იარაღების წარმოებაში. ამან ხელი შეუწყო მაღალი ხარისხის შტუცერების, შაშხანების და გლუვლულიანი თოფების წარმოებას, რომლის წარმოებაც დაიწყო მექანიკურმა ქარხანამ „გუსკვარნამ.“ მეოცე საუკუნის დასაწყისში 1904 წელს როგორც რუსეთის ასევე ევროპის ბაზარზე გამოჩნდა შვედური თოფები, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ნახევრად ავტომატურმა 12 კალიბრის საკმაოდ ორიგინალურმა თოფმა, რომელსაც დაერქვა მისივე შემქმნელის სახელი „შოგრენი.“ თოფი გამოირჩეოდა სხვებისაგან განსხვავებული მექანიზმის განლაგებით და მისი ღია მოძრავი საკეტით, რომელიც განთავსებული იყო თოფის ჩარჩოს ზედა ნაწილზე სპეციალურ ჭრილიში, რომლის საშუალებითაც საკეტი სროლისას მოძრაობდა წინ და უკან. თოფის ავტომატიკის მუშაობა დაფუძვნებული იყო მთლიანად თოფის უკუცემის დაგროებული ენერგიის ხარჯზე, საკეტის ინერციის პრინციპის გამოყენებით. ჩარჩოს გასწვრივ მცოცავი საკეტი შედგებოდა წინა და უკანა ორი მასიური ნაწილისაგან, ერთმანეთთან დაკავშირებული იყო ცილინდრული ფორმის ასევე მასიური ძლიერი ზამბარისაგან. საკეტის წინა ნაწილი იკეტებოდა ლულასთან მყარად, რომელიც იკეტებოდა ჩარჩოსთან ძლიერი ურდულით. მექანიზმის მუშაობის პრინციპი ხდებოდა შემდეგნაირად, გასროლისას ლულაში შექმნილი ენერგიის უკუცემა თოფს უკუაქცევდა, საკეტის უკანა ნაწილი ინერციის კანონით გამომდინარე ცდილობს დარჩეს თავის ადგილზე, თითქოს და ოდნავ ინაცვლებს კიდეც წინ რა დროსაც კუმშავს საკეტის ორი ნაწილის შემაერთებელ მასიურ ზამბარას, რომელის შეკუმშვის დროს დაგროვილი უკუცემის ენერგია მოქმედებს ჩარჩოსთან ჩაკეტილ მასიურ ბერკეტზე, რითაც აძლიერებს საკეტის წინა ნაწილის ჩაკეტვას ლულისთან. როცა დაეცემა წნევა ლულაში და უკუცემის ენერგიის ზემოქმედემა შემცირდება, სკეტის მასიური ზამბარა, რომელშიდაც დაგროვილია უკუცემის ენერგია განიკუმშება და გადასცემს საკეტის უკანა ნაწილს ძალოვან იმპულსს რისი საშუალებითაც აწვება უკან. ამავე დროს საკეტის უკანა ნაწილის ზემოქმედებით ხდება ჩამკეტი ბერკეტის ლულის ჩარჩოდან განთავისუფლება და საკეტი მთლიანად გადაადგილდება უკან. შემდეგ ხდება სავაზნიდან გასროლილი ვაზნის ამოგდება და გრძელდება ის ციკლი მექანიზმის მუშაობის პრინციპის, რაც ახასიათებს სხვა დანარჩენ ნახევრად ავტომატურ თოფებს თუმცა „შოგრენში“ უმნიშვნელოდ, მაგრამ აქაც ორიგინალურადაა გადაწყვეტილი ავტომატიკის დეტალების მუშაობის პრინციპი. ამ თოფის უპირატესობა სხვა ნახევრად ავტომატურ თოფებთან (ბრაუნინგი, მც 21-12) რომლებშიდას გასროლისას ლულა მოძრაობს, უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ შოგნერში ლულა არ მოძრაობს რაც დადებითად მოქმედებს სროლის სიზუსტეზე, განსაკუთრებით „ჟაკნის“ სროლის დროს. „შოგრენის“ უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს თოფის მხარზე მჭიდროდ მიბრჯენის აუცილებლობა მექანიზმის გამართული მუშაობისთვის და ღია მასიური საკეტის მოძრაობა წინ და უკან უშუალოდ ცხვირწინ წინ, რაც იწვევს დისკომფორტს სროლისას. ასევე მექანიზმის დაბინძურების გაზრდილი ალბათობა ჩარჩოს სახურავის უქონლობის გამო. „შოგრენმა“ მისი ორიგინალური ყველასაგან განსხვავებული მუშაობის პრინციპის და დიზაინის გამო მაინც ვერ გაუწია კონკურენცია „ბრაუნინგის“ და სხვა სისტემის ნახევრად ავტომატურ თოფებს, რის გამოც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აღარ წარმოებულა. „შოგრენის“ თოფი თავისი საინჟირნო გადაწყვეტილებით და მექანიზმის მუშაობის პრინციპით რჩება საინტერესო და და ყველასაგან განსხვავებული მექანიზმის მქონე თოფად, რომელმაც დასაბამი მისცა და საფუძველი ჩაუყარა ინერციული საკეტის პრინციპზე მომუშავე თანამედროვე თოფებს. ამ თოფის შემხედვარე არ მგონია ვინმე გულგრილი დარჩეს და არ გაუჩნდეს სროლის სურვული, ამიტომაც პოპულარობით სარგებლობს როგორც მონადირეების ასევე სროლის მოყვარულთა შორის.

[cvg-video videoId=47 width=’500′ height=’400′ mode=playlist /]

Invalid Displayed Gallery

error: Content is protected !!