ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 9×19
სიგრძე (მმ) 217
მჭიდის ტევადობა (ცალი) 15+1
წონა (გრ.) 950
 ლულის სიგრძე (მმ) 125

 

BERETTA 92 FS

ბერეტა ერთერთი უძველასი კომპანიაა მსოფლიოში, 500 წელია ეკუთვნის მარტო ერთ ოჯახს. დაარსდა 1526 წელს როცა მოიარაღე ბარტოლომეო ბერეტამ მიიღო 196 დუკატი 185 არკებუზისათვის ვენეციის არსენალიდან. ამ გარიგების დოკუმენტი დღესაც ინახება კომპანიის არქივში. ბერეტა მეორე მსოფლიო ომის დროს (გერმანიასთან კაპიტულაციის დადებამდე) 1943 წლამდე იტალიის არმიისთვის აწარმოებდა პიიტოლეტებს, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს და შაშხანებს. 50-იანი წლბის დასაწყიში „PIETRO BERETTA“-ს მირ შეიქმნა ახალი პისტოლეტის მოდელი M1951, რომელმაც შეცვალა შეიარაღებაში მყოფი M1934 მოდელი. ეს იყო ბერეტას პირველი მოდელი რომელშიც გამოიყენობოდა 9მმ პარაბელუმის ვაზნა. 70-იან წლებში შეიარაღებაში მყოფი 9mm M951 პისტოლეტის შესაცვლელად ბერეტამ დაიწყო ახალი პისტოლეტის შექმნა. წარმოების პროცესში მუშავდებოდა ორი მოდელი, რომელთა ლულის საკეტთან ჩაკეტვპის პრინციპი იყო სხვადასხვა.პირველი ჩაკეტვის პრინციპი აღებული იყო ბრაუნინგის სისტემიდან მეორე კი ვალტერ P38-დან . იმავე წელს გადაწყდა მეორე მოდელის, ვალტერ P38-ის პისტოლეტის ჩაკეტვის სისტმის გამოყენება, რომელიც უკვე გამოყენებული იყო 1951 წლის მოდელში. სახელწოდება BERETTA 92, ნიშნავს 9 კალიბრს,  2 კი მეორე მოდელს. პისტოლეტი შეიქმნა 1972 წელს ხოლო 1976 წელს გამოჩნდა პირველი მოდელი BERETTA 92 -ის რომელიც შექმნა უდიდესი გამოცდილების მქონე ცეცხსასროლი ირაღების ოსტატებმა, „კარლო ბერეტამ,“ „ ჯუზეპე მაზეტიმ“ და „ვიქტორიო ბელემ.“ M 92-ის მექანიზმი მუშაობის პრინციპი, როგორც ავღნიშნეთ აღებულია მისი წინა მორბედი M1951მოდელისაგან, ასევე შენარჩუნებული იქნა დიზაინიც. ავტომატიკის მუშაობა დაფუძვნებულია ლულის უკუცემის ენერგიის ხარჯზე მოკლე უკუსვლის დროს. აქვს ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-დამსხლეტი მექაქნიზმი, ლულის საკეტთან ჩაკეტვა ხორციელდება ლულის ქვეშ მოთავსებული ბერკეტით, რომელიც მოძრაობს ვერტკალურ სიბრტყეში. პისტოლეტის მჭიდის ვაზნის ტევადობა გაიზარდა 15 ცალამდე, საკეტის დამაბრუნებელი ზამბარა მოთავსებულია ლულის ქვეშ. სახელურის დახრა, რბრილი დამსხლეტი მექანიზმი და კარგი ბალანსი სროლისას უზრუნველყოფს ტყვიის კარგ დაჯგუფებას. აქვს საიმედო ჩამკეტი , რომელიც მოთავსებლია საკეტის ორივე მხარეს. BERETA 92 იწარმოება 40-მდე სხვადასხვა მოდიფიკაციის, გამოირჩევა მაღალი ხარისხით, გამძლეობით და სროლის დიდი რესურსთ. 1985 წელს ბერეტა 92-მა გაიმარჯვა იარაღების კონკურსში, რომელიც ჩატაარა ამერიკამ საუკეთესო იარაღის გამოსავლენად ამერიკის შეიარაღებაში მისაღებად. გამარჯვების შემდეგ მიიღო კიდეც შეკვეთა ამერიკის მხრიდან 500 000 ცალ პისტოლეტზე, რომლებიც საბოლოვოდ უნდა გამოცდილიყო ამერიკის საბრძოლო ქვედანაყოფებში საველე პირობების დროს. პისტოლეტის წარმოების ციკლში მექანიკური შესრულების და ტექნოლოგიური ხარვეზების გამო, რამაც თავი იჩინა საველე გმოცდების დროს ბერეტას ბედი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. მიუხედავად ამისა ბერეტამ მაინც შეძლო განმეორებით ჩატარებულ კონკურსში გამარჯვება და ისევ აღიარეს საუკეთესო პისტოლეტად, ამერიკამ საბოლოოდ მიიღო შეიარაღებაში მოდელი BRETTA 92FS. შეიძლება ითქვას BERETTA 92 მართლაც საუკეთესო პისტოლეტია მთელ მსოლიოში. ეს მოდელი მრავალი ქვეყნის შეიარაღებაშია მიღებული, ასევე ბევრი ცნობილი ფირმა ლიცენზიით აწარმოებს მის პროტოტიპებს, როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო დანიშნულებისთვის.
თანამედროვე ბერეტას კომპანიას ფლობს „უგო გუსლი“პირდაპირი მემკვიდრე ბარტოლომეოსი. ბერეტა აწარმოებს უმაღლესი კლასის სამონადირეო,სპორტულ და ასევე საბრძოლო იარაღების ფართო ასორტიმენტს. სათაო ბერეტას ჰოლდინგი ფლობს BERETTA USA-ს, BENELLI-ს, SAKO-ს, TIKKA-ს, UBERTI -ს და ასევე კომპანია BRAWNING-ის 20%-ს. ბერეტა უმსხვილესიკომპანიაა მთელ მსოფლიოში, თუ გავითვალისწინებთ მისი ჰოლდინგის საკუთრებაში შემავალ ფირმებს, ძნელია მოიძებნოს ფირმა რომელიც მას გაუწევს კონკურენციას როგორც ევროპის ასევე მსოფლიო ბაზარზე.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!