IMG_2918

 

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ)      9x17short 7,65x17brouning
 სიგრძე(მმ) 150
ლულის სიგრძე(მმ) 88
წონა (გრ) 600
 მჭიდის ტევადობა (ც) 9mm=7ც,  7,65=8ც

 

BERETTA M 34

პისტოლეტი ბერეტა M34 მიიღეს იტალიის შეიარაღებაში 1934 წელს. ეს იყო ოც წლიანი ევოლუციის შედეგი ბერეტას მიერ ნახევრად ავტომატორი პისტოლეტის შექმნაში,რომელიც დაიწყო 1915წელს. მთელი ამ ხნის განმავლობაში პისტოლეტის შექმნას და მის მოდერნიზებას ხელმძღვანელობდა კომპანია ბერეტას კონსტრუქტორი „ტულიო მარინგონი“. M34 გამოდიოდა 9X17 მმ ბრაუნინგის მოკლე   ვაზნაზე (380 ACP).  მომდევნო წელს აწარმოეს 7,65X17 მმ ბრაუნინგის ვაზნაზე (32 ACP).ორივე მოდელი M34 და M35 იმყოფებოდა იტალიის შეიარაღებაში. ბერეტას ეს მოდელი გამოდგა განსაკუთრებულად წარმატებული. პისტოლეტი იყო კომპაქტური, შედგებოდა მინიმალური დეტალებისაგან, კონსტრუქცია იყო ძალიან მარტივი, გამოირჩეოდა მღალი მუშაობის საიმედოობით და სროლის შთამბეჭდავი რესურსით. M34-ის მუშაობის პრნციპი დაფუძვნებული იყო თავისუფალი საკეტის უკუცემის ხარჯზე. ლულა არ მოძრაობდა მაგრამ ჩარჩოდან იხსნებოდა მარტივად. საკეტის ზამბარა განთავსებული იყო ლულის ქვეშ. დამსხლეტ დამცემი მექანიზმი ქონდა ეთჯერადი მოქმედების, დაშვებული ჩახმახის და სავაზნეში ვზნის არსებობის  შემთხვევაში სროლის დასაწყებად საჭირო იყო ჩახმახის მოზიდვა. ბერეტას პისტოლეტი გამორჩეული იყო თავისი გარეგნობით, რითაც არ გავდა სხვა პისტოლეტებს, მისი ნახევრად ღია საკეტი და თითქმის მთლიანად გაშიშვლებული ლულა იყო მისი დიზაინის სხვებისაგან განმანსხვავებელი ფაქტორი. ეს  დიზაინი იქცა მის სავიზიტო ბარათად. ბერეტა დღესაც არ ღალატობს ტრადიციებს და აწარმოებს იგივე დიზაინით თანამედროვე  ყველასთვის ცნობილ მოდელებს BERETTA 92 FS,  BERETTA 81, BERETTA85  და სხვებს. ბერეტა M34, და M35 მოდელი იწარმოებოდა  80-ანი წლების ბოლომდე, ამ ხნის მანძილზე აწარმოეს მილიონზე მეტი ოდენობის პისტოლეტი. M34, M35  თავისი კომპაქტურობით, დიზაინით, მექანიზმის სიმარტივით და სროლოს სიზუსტით დღესაც პოპულარობით სარგებლობს იარაღების მოყვარულთა შორის.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!