IMG_2918

გამოშვების წელი 1894წ. გერმანია

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 8
ლულის სიგრძე(მმ) 135
მთლიანი სიგრძე(მმ) 280
წონა ვაზნების გარეშე (გ) 1030
მჭიდის ტევადობა (ც) 5

 

 BERGMAN MOD 1894
ბერგმანის პისტოლეტებში არის რაღაც თავისებური კონსტრუქციის და მექანიზმის განსხვავებული მუშაობის პრინციპი, მაგრამ არა ისეთი რომ ბერგმანის პსტოლეტები გავუტოლოთ სხვა, მათზე ბევრად მაღალი კლასის პისტოლეტებს. თუმცა იმ პერიოდისთვის როცა ბუმი იყო პისტოლეტების, შაშხანების, თყვიამფრქვევების და სხვა საბრძოლო იარაღების შექმნის, ყველა ცნობილი თუ უცნობი კონსტრუქტორები ცდილობდნენ წარმოეჩინათ თავიანთი ახალი იარაღები რათა მიეღოთ მეტი შეკვეთა, დაეხვეწათ თავიანთი იარაღები და გაეყიდათ რაც შეიძლება ბევრი. ვის როგორ უმართლებადა და რომელმა მოდელმა რა გზა გაიარა თავისი ადგილის დასამკვიდრებლად მსოფლიო შეიარაღებაში ალბათ ბევრს სმენია. ყველა ქვეყნებს თავიანთ შეიარაღებაში უნდოდათ თანამედროვე ავტომატური იარაღები. თუ ვინ როგორ ახერხებდა ამას ამაზე ბევრი სტატია დაიწერა და მსოფლიო პრაქტიკამაც აჩვენა. ვისაც მეტი ფული ქონდა ის ქვეყნები უფრო მაღალი კლასის იარაღებს ქმნიდნენ, იძენდენენ კიდეც სხვა ქვეყნის ცნობილი კონსტრუქტორების მიერ შექმნილ იარაღებს. რა სისტემის იარაღიც არ უნდა შექმნილიყო იმ პეროდში, არც ერთი მოდელი ყურადღების გარეშე არ რჩებოდა, მითუმეტეს თუ რომელიმე მოდელი მიაღწევდა კომერციულ ბაზრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ სცილდებოდა სახელოსნოს კედლებს და ვინ მოთვლის რამდენმა ახალმა შექმნილმა ნიმუშებმა ვერ ნახა მზის სხივი.

გამოშვების წელი 1896წ N2. გერმანია

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 5
ლულის სიგრძე(მმ) 89
მთლიანი სიგრძე(მმ) 175
წონა ვაზნების გარეშე (გ) 470
მჭიდის ტევადობა (ც) 5

 

ამის ანალოგი ბევრი იყო მსოფლიო ისტორიაში.მიუხედავად ყველაფრისა ბერგმანის პისტოლეტები დღესაც იპყრობს ყურადღებას. ბევრი რომ არ გავაგრძელო მინდა მოკლედ მივაწოდო მკითხველს ინფორმაცია ბერგმანის პისტოლეტების შესახებ. გერმანელმა კონსტრუქტორმა თეოდორე ბერგმანმა 1894 წელს შექმნა ნახევრად ავტომატური პისტოლეტი. გამოცდის დროს პისტოლეტმა არ გაამართლა კონსტრუქტორის იმედები. ბერგმანმა ლუის შმაისერთან ერთად, რომელიც მუშაობდა ბერგმანთან, გააუმჯობესეს პისტოლეტის სისტემა, რომლის საბოლოვოდ დახვეწილი სამი პისტოლეტის მოდელი გამოვიდა 1896 წელს.

გამოშვების წელი 1896წ N3. გერმანია

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 7,8
ლულის სიგრძე(მმ) 100
მთლიანი სიგრძე(მმ) 270
წონა ვაზნების გარეშე (გ) 1155
მჭიდის ტევადობა (ც) 5

 

ამ პისტოლეტის ძველ ვერსიებში მექანიზმის მუშაობის პრინციპის თავისებურება გამოიხატებოდა შემდეგში: პირვრლი ის იყო რომ პისტოლეტს არ გააჩნდა გასროლილი მასრის ამომგდები მექანიზმი. მეორე: პისტოლეტის სისტემა ისე იყო გათვლილი რომ გასროლის შემდეგ ლულაში დარჩენილ წნევას უნდა მოეხდინა ცარიელი მასრის ამოგდება, რომელიც უნდა დაჯახებოდა მომდევნო, მჭიდში მყოფ ვაზნას და მასზე ასხლეტვით უნდა გამოვარდნილიყო გართ. თეორიულად ასე უნდა ყოფილიყო მაგრამ პრაქტიკაში ყველაფერი ისე არ ხდებოდა, როგორც თეორიულად იყო გათვლილი. მესამე: ლულის სავაზნეს გააჩნდა საკმაოდ დიდი ჭრილი, რომელიც იყო ასევ როგორც დამცველი, რადგან ლლულაში დარჩენილი წნევის გამო დიდი იყო ალბათობა გასროლილი ვაზნის გახეთქვის და არსებული ჭრილი საშუალებას იძლეოდა გაზის მიმართულების შეცვლას რათა მსროლელს არ შექმნოდა პრობლემა. მეოთხე: შესაბამისად ვაზნების სახაზინო ნაწილს არ გააჩნდა სპეციალური წრიული ჭრილი რადგან საკეტს არ გააჩნდა მექანიკური ვაზნის ამომგდები. ვაზნა იყო ზედმეტად კონუსური რადგან არ მომხდერიყო მიწოდების პრობლემა. ვაზნის დიდი კონუსის გამო ხდებოდა წნევის ზედმეტად გაპარება ვაზნის კედელსა და სვაზნის კედლელს შორის, რაც იწვევდა ტყვიის სიჩქარის შემცირებას და დაშესაბამისად იკლებდა ტყვიის ენერგიაც. როგორც ავღნიშნე სავაზნეს გააჩნდა სპეციალური ჭრილი სადაც ვაზნა გასროლის მერე განიცდიდა დეფორმაციას (ხდებოდა იმ ადგილას მასრის გაბერვა) ლულაში დარჩენილი მაღალი წნევის გამო. იმ მომენტში, როცა ხდებოდა მასრის გაბერვა მცირდებოდა გაზის წნევის გაჟონვის შემცირება, მაგრამ ხშირად ხდებოდა ცარიელი მასრის გახეთქვა.

გამოშვების წელი 1902წ.  გერმანია

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 9.8
ლულის სიგრძე(მმ) 70
მთლიანი სიგრძე(მმ) 203
წონა ვაზნების გარეშე (გ) 600
მჭიდის ტევადობა (ც) 6

არ იყო ეს პისტოლეტი საიმედო და გამართული სისტემა. პისტოლეტის შემდეგი გაუმჯობესებული მოდელი აღჭურვეს ვაზნის ამომგდები მექანიზმით და ახალ ვაზნების სახაზინო ნაწილზე გაჩნდა შესაბამისი ჭრილი რათა ვაზნის ამოგდება მომხდარიყო მექანიკურად. პისტოლეტში ვაზნების ჩასაწყობად საჭირო იყო სასახლეტის წინ კორპუსში არსებული სპეციალური ჩამკეტის ქვემოთ ჩამოწევა და წინ გაწევა ამით ხდებოდა მჭიდის სახურავის გახსნა, რომელშიდაც თავსდებოდა ხუთი ცალი ვაზნა, სპეციალურ სავაზნე კოლოფით. მჭიდის სახურავის დაკეტვის შემდეგ მჭიდშული არსებული ზამბარა აწვებოდა ვაზნებს ზემოთ, რაც უზრუნველყოფდა სავაზნეში ვაზნების მიწოდებას. მჭიდის შევსება შესაძლებელი იყო სპეციალური სავაზნე კოლოფის გარეშეც მაგრამ შედარებით რთულად. ბერგამანის პისტოლეტი იწარმოებოდა სამი განსხვავებული 5 მმ, 6,5 მმ, და 8 მმ, კალიბრის ვაზნებზე. ბერგმანის პისტოლეტებს მინიჭებული ქონდათ კალიბრის მიხედვით თავიანთი ნუმერაცია. BERGMAN M 1896 5mm №2, და BERGMAN M 1896 6,5mm №3. ბერგმანის ეს პირველი 5, 6,5 და 8 მილიმეტრეიანი პისტოლეტები მუშაობდა თავისუფალი საკეტის უკუცემის პრინციპზე. სადაც გასროლილი ვაზნის ამოგდება როგორც ავღნიშნე ხდებოდა ლულაში დარჩენილი გაზის წნევით.

გამოშვების წელი 1903წ.   გერმანია

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 9.8
ლულის სიგრძე(მმ) 104
მთლიანი სიგრძე(მმ) 252
წონა ვაზნების გარეშე (გ) 910
მჭიდის ტევადობა (ც) 5

BERGMAN M 1896 5mm №2-ის პირველი მოდელები გამოდიოდა დასაკეცი სასხლეტით. 1895 წელს ბერგმანმა დააპატენტა ახალი პისტოლეტი, რომელიც 1896 წელს სახელწოდებით BERGMAN M 1896 8mm №4. ეს გამოუშვეს ძალიან ცოტა ეგზემპლიარი. ბერგმანმა გააუმჯობესა წინა მოდელი რომელშიდაც ხდებოდა საკეტის და ლულის ჩაკეტვა ხრახნიანი ცილინდრით. ამ დროისთვის უკვე 1896 წელს გამოვიდა მაუზერის საკმაოდ საიმედო ერთერთი საუკეთესო მოდელი მძლავრ 7,63 კალიბრის ვაზნაზე. (ცნობისათვის, ბერგმანის ბოლო მოდელების პისტილეტებსა და და მაუზერის პისტოლეტს შორის თითქოს არის ერთმანეთთან გარე მსგავსება, რაც შეეხება მექანიზმს, დეტალებს და ავტომატიკის მუშაობის პრინციპს, ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისაგან. რა თქმა უნდ მაუზერთან ბერგმანის შედარება არა სწორი იქნება. მაუზერი დარჩა და ალბათ სულ იქნება განუმეორებელი სისტემის პისტოლეტად). ყველა მაშინდელი კონსტრუქტორის ოცნება იყო შეექმნა პისტოლეტი ძლიერ ვაზნაზე ლულის და საკეტის საიმედო ჩაკეტვით, რათა მიეღოთ სანუკვარი შეკვეთა ამა თუ იმ სამხედრო ან კომერციული ორგანიზაციებიდან. ბერგმანმაც არ დააყოვნა და თავის 1897 წელს შქმნა ახალი ჩამკეტი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ხორციელდებოდა ლულის გადახრით ჩაკეტვა მისი მოკლე უკუსვლის დროს. ასევ შექმნა ერთ რიგიანი მოსახსნელი სავაზნე კოლოფი რომელიც განთავსებული იყო სასხლეტის წინ, როგორც ეს უკვე ჰქონდა მაუზერს K1896 წლის მოდელს. ბერგმანის ვაზნა ძალიან გავდა მაუზერის ვაზნას და გაუგებრობა რომ არ ყოფილიყო მიანიჭეს მარკირება სახელწოდებით BERGMAN M 1897 7,8mm №5. ბერგმანმა 1901 შექმნა ტყვიამფრქვევი სადაც ლულის არხის ჩაკეტვა ხდებოდა ვერტიკალურ სივრცეში მცოცავი ბერკეტით.

გამოშვების წელი 1908წ.  გერმანია

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 9
ლულის სიგრძე(მმ) 102
მთლიანი სიგრძე(მმ) 250
წონა ვაზნების გარეშე (გ) 1015
მჭიდის ტევადობა (ც) 6

იგივე ჩაკეტვის პრინციპი გამოიყენა მის ახალ პისტოლეტში, რომელიც შექმნა 1903 წელს სახელწოდებით BERGMAN M 1903 იგივე 7,8 მმ კალიბრის ვაზნაზე. ამ მოდელის სერიული გამოშვება არ მოხერხდა. მოხერხდა მხოლოდ 9მმ-იანი პისტოლეტის რამოდენიმე მოდელს შექმნა სახელწოდებით BERGMAN M №6. 9მმ. ამ ვაზნამ მოგვიანებით მოიპოვა პოპულარობა „ბერგმან-ბაიარდის“ სახელწოდებით. 1905 წელს ბერგმანის 9 მილიმეტრიანი პისტოლეტი მიღებული იქნა ესპანეთის შეიარაღებაში რაც შეიძლება ჩაითვალოს ბერგმანის პისტოლეტის დიდ წარმატებად. ბერგმანმა მისი 1908 წლის 9მმ პისტოლეტის წარმოების უფლება კონტრაქტით გადასცა ბელგიურ ფირმა „პიპერს“, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ბერგმანის პისტოლეტის საბოლოო დახვეწაში.

გამოშვების წელი 1910წ.   გერმანია

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) — largo  9X23
ლულის სიგრძე(მმ) 101
მთლიანი სიგრძე(მმ) 254
წონა ვაზნების გარეშე (გ) 1020
მჭიდის ტევადობა (ც) 6-10

გაზარდა ლულის სიგრძე, სახელურის სიფართე, გააერთიანა ლულა და ჩარჩო ერთ ნაწილად, შეცვალა ლულის ხრახნის ოდენობა და მიმართულება. ხრახნი გახდა 6 და ხრახნის მიმართულება მარჯვნიდან მარცხნივ. ეს მოდელიც 1910 წელიდან იგზავნებოდა ესპანეთში, რის მერეც მეტ ნაკლებად გახდა ცნობილი ბერგმანის პისტოლეტი სახელწოდებით „ბერგმან-ბაიარდი“ 1908 წლის მოდელი. 1910 წელს ბერგმანის პისტოლეტი ასევე მიღებული იყო დანიის შეიარაღებაშიც. ბერგმანის პისტოლეტების წარმოება შეწყდა 1914 წელს გერმანელების მიერ ბელგიის ოკუპაციის შემდეგ. პრაკტიკულად ამის შემდეგ ბერგმანის პისტოლეტები აღარ წარმოებულა.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!