ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 12×76
ლულის სიგრძე (სმ) 76
მთლიანი სიგრძე (სმ) 113
ლულის შევიწროება საცვლელი ჩოკებით(მმ) 0,00  0,25 0,5 0,75 0,1
წონა (კგ) 3,1
ვაზნის ტევადობა (ც) 4+1

 

BERNARDELLI MEGA
იდგა 1961 წლის ზაფხული, როგორც ყოველთვის ადრე ადგა „ერნესტ ჰემენგუეი,“ სახლში ოჯახის წევრებს ისევ ეძინათ. ჰემენგუეიმ მოისხა ხალათი და დაეშვა ნელნელა ძირს შენობის სარდაფში, სადაც განთავსებული ქონდა საიარაღო ოთახი. როგორც მწერალს, პროფესიონალურ მონადირეს და სპორცმენს ძალიან უყვარდა თავისი კოლექცია, რომელიც შედგებოდა არა ერთი ცნობილი ფირმის თოფებისაგან. მისი კოლექციიდან მხოლოდ ერთ მათგანს  აძლევდა უპირატესობას და არ იშორებდა მას. ეს იყო იტალიური თოფების წარმოების ხელოვნების შედევრი „ვინჩენცო ბერნარდელის“ სანადირო თოფი. ჰემენგუეიმ ჩადო ორივე ლულაში ვაზნები დაბრუნდა თავის აპარტამენტში მიიდო თავზე ლულა და დააჭირა სასხლეტს თითი. ჰემენგუეის საყვარელმა თოფმა არც ამ დროს უმტყუნა.  ასე ტრაგიკულად დაამთავრა თავისი სიცოცხლე პროფესიონალმა მონადირემ და ცნობილმა მწერალმა. ძნელია იმის თქმა თუ რა იყო ბერნარდელის თოფით თავის მოკვლის მიზეზი, მაგრამ ფაქტია ბერნარდელის თოფები ყოველთვის სარგებლობდა პოპულარობით, რაც არ გამორჩენია ჰემენგუეისაც. დღესაც აწარმოებს ფირმა «ჰემენგუეის» სახელწოდებით ჰორიზონტალური ლულების მქონე სანადირო თოფს. „ვინჩენცო ბერნარდელის“ფირმის მრავალწლიანი ისტორია სათავეს იღებს 1721 წლიდან, როცა ძმები ბერნარდელები გახდნენ დიდი საიარაღო მანუფაქტურის მფლობელები იტალიაში. თანამედროვე საიარაღო წარმოებას ბერნარდელის ფაბრიკაში საფუძველი ჩაეყარა 1865 წელს ნიჭიერი ბიზმესმენის და ინჟინერის „ვინჩენცო ბერნარედელის“ მეთაურობით. 1900 წელს დაიწყეს ჰორიზონტალური ლულების მქონე თოფების გამოშვება. მისმა თოფებმა მალევე მოიპოვა სახელი და ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ფირმა ასევე ასრულებდა იტალიის სამხედრო დაკვეთებს,  აწარმოებდა პისტოლეტებს, ტყვიამფრქვევებს და სხვა სამხდრო დანიშნულების პროდუქციას. დღეს დღეობით ბერნარდელი წარმოადგენს მძლავრ კომპანიას მაღალი საიარაღო წარმოების პოტენციური შესაძლებლობით. ამას განაპირობებს უახლესი ჩარხ დანადგარები, რომელთა საშუალებითაც ფირმას შეუძლია თავისი ძალებით აწარმოვოს თანამედროვე იარაღების ყველა დეტალები. ასევე თავისივე ძალებით აწარმოებს ლულებსაც, რასაც ვერ დაიკვეხნის მრავალი ცნობილი ბრენდი. კომპანია არ ივიწყებს ხელით შრომის ტრადიციულ თოფების წარმოებასაც. მაღალი კლასის მქონე ოსტატებს შეუძლიათ შეასრულონ ყველა სამუშაო, რაც ასახულია ბერნარდელის თოფებში და მათ დიზაინში. ბერნარდელის თანამედროვე ნახევრად ატომატურ თოფებში კომპანიამ შეცვალა მხოლოდ მექანიზმის ავტომატიკის ზოგიერთი შემადგენელი მუშაობოს პრინციპი, მთლიანობაში კი შენარჩუნებულია ბრაუნინგის კლასიკური ნახევრად ავტომატური გაზის უკუცემის პრინციპზე მომუშავე ავტომატიკა. ბერნადელის თოფები გამოირჩევა კარგი ბალანსით, საფანტის დაჯგუფების მაღალი ხარისხით და მექანიზმის სიმარტივით. მექანზმის ყველა საკვანძო დეტალი შესრულებულია მაღალ დონეზე. ავტომატიკის მუშაობის პრინციპი გამორჩეულია იმით რომ გაზის ენერგიის მიმმართველი ნახვრეტები ლულაში მდებარეობს სხვებთან შედარებით ლულის სახაზინო ნაწილიდან 32 სანტიმეტრში სადაც გაზების წნევა აღემატება 120-150 კგ/სმ2 -ს. ეს ერთ-ერთი საჭირო ზუსტი ენერგეტიკული მახასიათებლის გათვლაა თოფის ავტომატიკაში, რაც მთლიანობაში უზრუნველყოფს დინამიკური უკუცემის შემცირებას მთლიანად თოფის გადამტენ მოძრავ მექანიზმზე. ამიტომ მექანიზმი მუშაობს უფრო შერბილებული უკუცემით, ეს კი მთლიანობაში დადებითად მოქმედებს თოფის მუშაობაზე და მის საბრძოლო თვისებებზე. ბერნარდელის ავტომატიკის წარმატებით მუშაობას განსაზღვრავს ასევე, თავისუფალი, ორიგინალური კონსტრუქციის მქონე კომბინირებული ცილინდრი, რომელზედაც გაზის ზეომქმედებისას ხორციელდება ავტომატიკის მექანიზმის მოძრავი დეტალების სტაბილური მუშაობა, მიუხედავად ჰაერის ტემპერატურისა და რა სიძლიერის ვაზნა იქნება გამოყენებული. ლულების შიგა დამუშავება ხდება ძვირად ღირებული მთელ სიგრძეზე გაბურღვის მეთოდით და ცივი ჭედვით, რაც დადებითად მოქმედებს  ლულის ფილადის შიგა ქიმიურ სტრუქტურაზე, ლულის ფოლადის დაძაბულობაზე და ლულის სიმტკიცეზე. ლულას გამოცდა უტარდება 1350 ატმოსფეროთი და შესაძლებელია მასში როგორც ჩვეულებრივი ასევე ძლიერი, „მაგნუმის“ ვაზნების გამოყენება. ბერნარდელი აწარმოებს ჰორიზონტალური ლულებით, პომპიანი და ნახევრად ავტომატური თოფების თხუთმეტამდე სხვადასხვა მოდელს, როგორც საიუიბილეო ტოპმოდელებს ასევე ჩვეულებრივ მოდელებსაც. ნახევრად ატომატური მოდელებია, ANNIVERSARU CERAMIKA, COLD, NIBBIO WHITE, SITBONE, MEGA, MEGA SYNTHETIK, MEGA GAMO და სხვები. „ვინჩენცო ბერნარდელის“ თოფები ცნობილია მთელ მსოფლიოში. ამ ფირმის თოფები საქართველოშიც მომრავლდა, საკმაო პრაქტიკაა უკვე საამისოდ ჩვენთან დაგროვილი რათა ჩვენმა მონადირეებმა შეაფასონ მისი შესაძლებლობები ნადირობაში.

error: Content is protected !!