ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) .375 HH
.416 Remington
.458 Lott
.500 Jeffrey
ლულის სიგრძე(სმ) 58.5
მთლიანი სიგრძე(სმ) 102
მჭიდის ტევადობა(ც) 5
წონა (კგ) 4,55

mtavarze-r8

BLAZER R8
ერთერთი საუკთესო თანამედროვე სამონადირეო და სპორტული იარაღების მწარმოებელი ფირმა ბლაზერი სათავეს იღებს 1963 წლიდან როდესაც 31 წლის უკვე პროფესიონალმა მეიარაღემ „ხორსტ ბლაზერმა“, რომელმაც გაიარა მაღალი კლასის დაოსტაების პროფესიული კურსები ევროპაში პრესტიჟულ ცნობილ ავსტრიული ფირმის ფერალახის სკოლაში, გადაწყვიტა დაეარსებინა კომპანია მისივე სახელით BLASER JAGDWAFFEN GMBH. თოფების მწარმოებელი ფაბრიკა მდებარეობს ბიურტემბერგში სამხრეთ გრმანიაში. ბლაზერი ფირმის შექმნის მომენტში აღარ იყო ახალბედა თოფების წარმოებაში. მას უკვე შექმნილი ქონდა სამ ლულიანი კომბინირებული თოფი BLASER DIPLOMAT რომელშიდაც იგრძნობოდა ფერალახის სკოლის შესრულების სტილი. ბლაზერმა მის თოფში პირველმა შექმნა ისეთი მექანიზმი რომლის საშუალებითაც უშუალოდ სროლის წინ შესაძლებელი იყო თოფის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა. თუ სროლის აუცილებლობა არ იქნებოდა ასევე შესაძლებელი იყო თოფის უხიფათო დაშვება. ბლაზერის ამ მოდელმა მალევე მიიქცია ყურადღება გერმანიაში უმსხვილესმა კომპანიამ VAFFEN-FRANKONIA რომელიც ეწეოდა სამონადირე იარაღების რეალიზაციას. 1960 წელს პირველი თოფის ბაზაზე შექმნა Blaser BBF60, რომელიც იყო პირველი გერმანული თოფი რომლის წარმოება თავიდან ბოლომდე შესრულებული იყო უმაღლესი სიზუსტის ჩარხ დანადგარებზე იმ დონეზე რომ აღარ საჭიროებდა ტრადიციული ხელით შრომას. მისი კომპანიის სრულფასოვანი ამოქმედების მერე ბლაზერი შეუდგა მის მიერ წაემოებული მოდელების დახვეწას. მის წინა მორბედის ბაზაზე შექმნა ES63 მოდელი. მიუხედავად იმისა თოფი იყო ორ ლულიანი შეუძლებელი იყო მისი თანმიმდევრობით გასროლა. პირველი გასროლის შემდეგ ისევ საჭირო იყო თოფის ხელმეორედ შეყენება მეორე ლულიდან სასროლად. ახალ მოდელს გააჩნდა უფრო მასიური კალაპოტი რაც ზრდიდა თოფის სიმტკიცეს. 1967 წელს გამოჩნდა ორლულიანი კომბინირებული ვერტიკალური ლულების წყობით ES67 მოდელი რომლის ლულის კალიბრი შესაძლებელი იყო გაეფართოვებინათ 9.3х74R-დე. 1970 წელს ფირმამ კიდევ წარმოადგინა ახალი კომბინირებული თოფი საცვლელი ლულებით რაც საშუალებას იძლეოდა საჭიროების შემთხვავაში შეცვლილიყო კალიბრი. ამ მოდელით ფირმამ უკვე გაითქვა სახელი გერმანიის საზღვრებს გარეთ. 1971 წელს ბლაზერმა წარმოადგინა გადასახსნელი ერთლულიანი შტუცერი ხელის შეყენების მექანიზმით რაც იძლეოდა საშუალებას თოფის ფეხზე შეყენებულ უხიფათო ტარებას და სწრაფ სროლას. ახალი ქარხნის აშენების შემდეგ ბლაზერმა წარმოადგინა მთაში სანადირო შტუცერი Blaser B75, რომელსაც გააჩნდა საცვლელი ლულები სხვადასხვა კალიბრის. ბლაზერმა წარმოადგინა კიდევ რამდენიმე მოდელი რომლშიდაც გამოყენებული იქნა ლულის კალაპოტთან ისეთი ჩაკეტვის პრინციპი რაც არ გამოუყენებია არავის. 1983 წელს კომპანიამ წარმოადგინა სამონადირეო სავაზნე კოლოფიანი შაშხანა Blaser SR830, რომელიც შექმნილი იყო ნოლიდან და არა ისე როგორც ხდებოდა უმეტეს შემთხვევაში, როცა საფუძვლად იღებდნენ სამხედრო სისტემის შაშხანებს და ოდნავი ცვლილებების მერე აწარმოებდნენ სამოქალაქო გაყიდვისთვის. ბლაზერის ეს მოდელი წარჩინებული აღმოჩნდა ამერიკული ბაზრისთვის, რომელსაც შეუცვალეს სახელწოდება და Blaser R84-ის სახელით ხდებოდა იმპორტი აშშ-ი. 1985 წლიდან ბლაზერმა მიყიდა თავისი წარმოება „ბერხარდ ბლენკეს“. ბლენკე იყო გამოცდილი სპეციალისტი და პროფესიონალი მონადირე. ბლენკე შეუდგა ქარხნის გადაიარაღებას თანამედროვე უზუსტესი ჩარხ დანადგარებით. მთავარი კონსტრუქტორის თანამდებობაზე მოიწვია „მაინარდა ცეია.“ მისი ხელმძღვანელობით ათი წლის მანძილზე შეიქმნა არაერთი ბლაზერის ახალი მოდელი. ბლასზერის თოფებმა უკვე ამ დროისთვის დაიმსახურა № 1-ლი თოფის სახელი. 1994 წელს ბლენკემ ტულის საიარაღო ქარხნიდან მიიწვია მეიარაღე კონსტრუქტორი  სერგეი პოპიკოვი მთავარი კონსტრუქტორის მოადგილის თანამდებობაზე. ცეიამ და პოპკოვმა არაერთი მოდელი შექმნეს, რომლებმაც მოიპოვა საყოველთაო აღიარება. გაიზარდა კომპანიის მიერ იარაღების წარმოება, შესაბამისად გაიზარდა მოწვეული მაღალი კლასის ოსტატების რაოდენობა და ასევე მთლიანობაში კომპანიის თანამშრომლებიც. 1986 წელს ფირმამ გამოუშვა მსხვილ კალიბრიანი ერთლულიანი შტუცერი GB860 375 კალიბრი რომელიც იქცა ფირმის წარმოებული პოდუქციის ძირითად ნაწილად. ბლაზერმა გამოუშვა კიდევ რამდენიმე მოდელი Blaser BD880, D 99 Duo, რომლებმაც კიდევ უფრო გაუთქვა ფირმას სახელი. 1993 წელს კი გერმანიის სართაშირისო გამოფენაზე წარმოადგინეს Blaser R93. ასეთი მოდელი ჯერ კიდევ არ უნახავს მსოფლიო სამონადირეო გაერთიანებას. ახალ შაშხანას გააჩნდა ლულის კალაპოტში გასწვრი მცოცავი საკეტი, რომლის ხელით წინ და უკან მოძრაობით საკეტი გადაადგილდებოდა მარტივად. საკეტის ლულასთან პარალელური გადაბრუნებით ჩაკეტვა აღარ იყო საჭირო. Blaser R93-ს თავისი მექანიზმის სიმარტივით და საიმედოობით არ ყავს ბადალი. შაშხანის მეტალის გარე დაფარვა საშუალებას იძლევა მისი ყველა კლიმატურ პირობებში გამოყენების. კონდახის ხე აღებულია მაღალი ხარისხის ნიგვზიდან, რომელიც სპეციალური დამუშავების მერე ასევე გამძლეა ყველა ბუნებრივ პირობებში. ბლაზერმა კიდევ რამოდენიმე მოდიფიკაცია აწარმოვა, რომლებიც თავისი დახვეწილი დიზაინით და დამუშავების მაღალი ხარისხით შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესო იარაღად მთელ მსოფლიოში. 1997 წელს კიდევ მოხდა კომპანიაში სტრუქტურული ცვლილებები, ბლაზერის მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა გააერთიანებინა მისი სამეწარმოვო ციკლი შვეიცარიულ იარაღების მწარმოებელ კონცერნ „ზიგ“-თან, რომელშიც უკვე შედიოდნენ Hammerli და Sauer. ასეთი შეერთება მისაღები იყო ბლაზერისთვის რაც გარანტიას აძლევდა ფირმას გაერთიანებაში შემავალი ფირმებისთვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის ლულები. ბერხარდ ბლენკი გახდა კომპანიის მმართველი და ერთადერთი მესაკუთრე. ბლაზერმა 2003 წელს აწარმოა კიდევ ერთი მოდიფიცირებული შტუცერის მოდელი შემდეგი კალიბრის: Blaser S2 Safari, 375 Holland & Holland, .470 Nitro Express და 500 Nitro Express. 2010 წელს დაიწყო ახალი ერა ბლაზერის შაშხანების წარმოებაში. R 93 ბაზაზე წარმოადგინა ახალი მოდელი blazer R8 თანამედროვე ტექნოლოგიების და მასალების გამოყენებით შაშახანა გახდა უფრო კომფორტული, უსაფრთხო და საიმედო. ვერცერთი ფირმა ვერ აწარმოებს იმდენი სახეობის და კალიბრის იარაღს რამდენსაც ბლაზერი.კომპანია დღესდღეობით ითვლება ერთერთ მოწინავე ფირმად, რომელიც აწარმოებს 60-ი სახეობის ვაზნის შესაბამის შაშხანებს, შტუცერებს, კომბინირებულ თოფებს და მრავალ სახვა მოდელებს, რომლებიც წარმატებით იყიდება ევროპისა და ამერიკის ბაზარზე.

 [Video not found]

error: Content is protected !!