IMG_2918

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 7,63X25
ლულის სიგრძე(სმ) 165
მთლიანი სიგრძე(სმ) 279
მჭიდის ტევადობა (ც) 8
წონა (კგ) 1.16
ტყვიის სიჩქარე მ/წ 390

BORCHARDT C 93 7,63X25 mm
უგო ბორხარდი ამერიკდან დაბრუნების მერე დასახლდა უნგრეთში. (ოჯახთან ერთად იმყოფებოდა ემიგრაციაში ა.შ.შ-ი. ის მუშაობდა კოლტის, ვინჩესტერის და რემინგტონის ქარხნებში სადაც მონწილეობა მიიღო არა ერთი იარაღის დაპროექტებაში ) 19-საოკუნის ბოლოს გერმანიის უეცარმა ეკონომოკურმა ზრდამ ჰუგო ბორხარდს მისცა საშუალება 1891-1892 წლებში დაეპროექტებინა ახლი პისტოლეტი რომლის მექანიზმი მუშაობდა ლულის უკუცემის ხარჟზე მის მოკლე უკუ სვლის დროს, მჭიდი განთავსებული ჰქონდა პისტოლეტის კორპუსის შიგნით. 1893 წელს ბორხარდმა მიიღო გერმანული პატენტი მის მიერ შექმნილ პისტოლეტზე სახელწოდებით KONSTRUCTION-1893. (1893 წლის კონსტრუქცია). ლულის არხის ჩაკეტვა ხორციელდებოდა გაუმჯობესებული შარნირისებური დასაკსცი ბერკეტული მექანიზმით, რომელიც პირველად გამოიყენა თავის დაზგის ტყვიამფრქვევში კონსტრუქტორმა „მაქსიმმა.“ ბორხარდის პისტოლეტის მოძრავი ჩამკეტი მექანიზმის თავისებურება მდგომარეობდა იმაში, რომ შედგებოდა მუხლისებური ბერკეტებით, რომელიც უზრუნველყოფდა ლულის არხის ჩაკეტვას მკვდარ წერტილში. გასროლისას მოძრავი დეტალების უკუ სვლის დროს ხორციელდებოდა მოძრავი ბერკეტების მდგომარეობის შეცვლა, რის შედეგადაც საკეტი თავისუფლდებოდა ლულისაგან და თავისუფლად გადაადგილდება უკან. ამდროს ხდებოდა გასროლილი მასრის ამოგდება. შემდეგ საკეტი უკან დამაბრუნებელი ზამბარის ზემოქმედებით ბრუნდებოდა საწყის მდგომარეობაში, რა დროსაც საკეტს მჭიდიდან მიწოდებული ვაზნა შექონდა სავაზნეში. მოძრავი ბერკეტების საშუალებით საკეტი იკეტებოდა ლულასთან მკვდარ წერტილში. ბორხარდტმა პისტოლეტისთვის შექმნა ორიგინალური ვაზნა ბოთლის მაგვარი ფორმის 7,63X25 კალიბრის. 5.5 გრამის წონის ვაზნის თავით, რომლის სიჩქარე შეადგენდა 390 მ. წამში ლულის წინა ენერგია გააჩნდა 423 ჯოული. ბორხარდის პისტოლეტი იყო პირველი ავტომატური პისტოლეტი ინდივიდუალური თავდაცვისთვის. 1894 წლიდან ფირმა LUDVWIG LOWE UND CO-ომ დაიწყო ბორხარდის პისტოლეტების წარმოება, რომელის წარმოებაც გაგრძელდა 1900 წლამდე. 6 წლის განმავლობაში DWM-ის ფირმამ აწარმოვა 3000 პისტოლეტი C-93. იმის გამო რომ პისტოლეტი შედგებოდა ბევრი დეტალებისაგან მისი წარმოება ჯდებოდა ძვირი. ფირმა DWM-მა ბორხარდის პისტოლტი შესთავაზა პრუსიის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას, მაგრამ მიიღო უარი ამ მიზეზით რომ პისტოლეტი იყო შექმნილი სამოქალაქო ბაზრისთვის და იწარმოებოდა მხოლოდ კომერციული დანიშნულებისთვის. C-93-ით დაინტერესდა ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობა. ამერიკელმ ოფიცრმა „ევანსმა“ 1894-1895 წლებში ჩაატარა პისტოლეტის დეტალური გამოცდა და დასკვნაში მის მთავრობას მიწერა, რომ „ჩვენ ვნახეთ პატარა გაბარიტის მქონე პისტოლეტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ამეიკის შეიარაღებაში მყოფი ძველი მოდელის რევორველები.“ „ევანსმა“ 6000 გასროლის მერეც ვერ დამალა აღფრთოვანება პისტოლეტის მექანიზმის საიმედო მუშაობის გამო, ასევე განცვიფრებული იყო პოსტოლეტის სროლის სიზუზუსტით. გამოცდის დროს სროლა ხდებოდა 450 მეტრზეც, რაც მიუწვდომელი იყო ძველი რევორველებისთვის. 2500 გასროლის პერიოდში პისტოლეტს რაიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი არ ქონია. „რუსეთში კი პისტოლეტის გამოცდის მერე ჩათვალეს, რომ მას სჭირდებოდა ბევრი შეზეთვა და მცირე გაბინძურებისას სროლის დროს იქმნებოდა ხარვეზები. მისი გართულებული დაშლა აწყობის გამო კი დაბალი ჩინის მქონე მებრძოლისთვის არ იქნებოდა რეკომენდირებული.“ ტყვიის ხვრეტის დიდი შესაძლებლობით, სროლის სიჩქარით და ტყვიის კარგი დაჯგუფების გამო, მაინც არიქნა C-93 მიღებული არც ამერიკის და არც სხვა ქვეყნების შეიარაღებაში. ბორხარდმა პისტოლეტის დახვეწის პერიოდში შექმნა რამოდენიმე გარდამავალი მოდელი სხვადასხვა ზომის. ეს სხვავობა გამოიხატებოდა მთლიანი სიგრძისა და დეტალების სიმრავლის შემცირებაში. პიტოლეტის წარმოების სიმცირის, მისი ორიგინალური ყველასაგან განსხვავებული მექნიზმის გამო ბორხარდის პისტოლეტზე დიდი მოთხოვნაა მთელ მსოფლიოშო. სხვა პისტოლეტებიდან განსხვავებით C-93 1899 წლიდან კომერციული დანიშნულებისთვის აღარ წარმოებულა, აქედან გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ აუქციონებზე  პისტოლეტის  გამოჩენისას მასში კოლექციონერები საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიან.

[cvg-video videoId=45 width=640 height=420  mode=playlist /]

სხვა საქონელი

error: Content is protected !!