ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 9×19 LUGER
ლულის სიგრძე (სმ) 110
მთლიანი სიგრძე (სმ) 197
მჭიდის თევადობა (ც) 13
წონა (კგ) 0.89

 

BRAWNING MOD 1935

ჯონ ბრაუნინგს პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გადაწყვეტილი ჰქონდა გაეუმჯობესებინა COLT M 1911-ის მოდელის პისტოლეტი. შექმნა კიდეც და 1921 წელს გამოჩნდა მის მიერ შექმნილი პისტოლეტი შიგა დახურული ნევსის დამრტყმელი მექანიზმით ერთ რიგიანი ვაზნის მჭიდის განლაგებით. პისტოლეტზე პატენტის აღების შემდეგ ბრაუნინგმა შესთავაზა პისტოლეტის წარმოება «FABPIGUE NATIONALE» (FN) ფაბრიკა ნაციონალეს, რომელიც წარმატებით ახორციელებდა ბრაუნინგის 1900, 1903, 1906,1910 წლის პისტოლეტის მოდელებს. FN-ის კონსტრუქტორმა «დიდენმა» დაარწმუნა ბრაუნინგი გაეთვალისწინებინა უპირატესობა ღია ჩახმახის პრინციპის და ორმაგი რიგის ვაზნის ტევადობის მჭიდის შექმნაში. ბრაუნინგიმა თითქმის მთლიანად დახვეწა პისტოლეტი მის გარდაცვალებამდე, ის გარდაიცვალა გულის შეტევით ბელგიაში 1926 წელს. ბრაუნინგი გადაასვენეს ამერიკაში და დაკრძალეს დიდი პატივით. 1926 წლის ბოლოს აწარმოეს ბრაუნინგის მიერ შექმნილი მოდელი 9 მმ-ან ვაზნაზე, ღია გარე დამცემი ჩახმახით, ორმაგი რიგის ვაზნის წყობის მჭიდით და საკმაოდ ორიგინალური შიგა დამცემი მექანიზმი ერთმანეთთან განმხოლოებით. ასეთი პრინციპი არ გამოუყენებია ბრაუნინგს არცერთ სხვა პისტოლეტების მექანიზმში. ეკონომოკურმა კრიზისმა ხელი შეუშალა პისტოლეტის წარმოებას, რომელიც იწარმოებოდა 1934 წლამდე შეზღუდული რადენობით. როცა დარწმუნდა კომპანია პისტოლეტზე იზრდებოდა მოთხოვნილება, 1935 წლიდან დაიწყეს ბრაუნინგის უმნიშვნელოდ მოდიფიცირებული პისტოლეტის წარმოება, რაც გამოიხატებოდა ვაზნის ამომგდები მექანიზმის შეცვლაში. პისტოლეტის მუშაობის პრინციპი აღებული იყო ბრაუნინგის მიერ შექმნილი პისტოლეტის  COLT M 1911-დან, რომლის მექანიზმიც მუშაობს ლულის უკუცემის პრინციპზე მისი მოკლე უკუსვლის დროს. ლულის საკეტთან ჩაკეტვა ხორციელდება ლულის ვერტიკალურ სიბრტყეში გადახრით, მჭიდის ტევადობა შეადგენს 13 ვაზნას. პისტოლეტს გააჩნია დამცველი,რომელიც განთავსებულია ჩარჩოზე სახელურის ზედა მარცხენა მხარეს და კეტავს ჩახმახს, ასევე ბლოკავს მთლიანად პისტოლეტს. 80-იანი წლების ბოლოს როცა გაიზარდა მოთხოვნილება 9მმ-იან სამხედრო პისტოლეტებზე კომპანია FN-მა არ დააყოვნა და ბრაუნინგის 1935 წლის მოდელის პისტოლეტის ბაზაზე გამოუშვეს მოდერნიზებული პოსტოლეტი, რომელშიც შეტანილი იყო როგორც გარე ასევე შიგა ოდნავი კონსტრუქციული ცვლილებები.(გარე დიზაინში ძველ მოდელთან დიდი განსხვავება არ არი). 1982 წლიდან  «ფაბრიკა ნაცონალმა» FN-მა დაიწყო პისტოლეტების სერიული გამოშვება. FN-ის პისტოლეტები რომელიც განკუნთვნილია ამერიკის ბაზრისთვის იწარმოება სახელწოდებით BROWNING DOUBLAETION. ევროპული ბაზრისთვის კი იწარმოება სახელწოდებით FN HP-DA. აღნიშნული პისტოლეტი დღესაც იწარმოება ბელგიაში. მისი დახვეწილი დიზაინით, სროლის კარგი მაჩვენებლით და მექანიზმის საიმედოვებით დიდი მოწონებით სარგებლობს როგორც სამხედრო ასევე სამართალ დამცავ სტრუქტურებში.

.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!