პისტოლეტი CARL J.EBETS
ერთი საინტერესო პისტოლეტის შესახებ რომელზედაც 1894 წლს ამერიკელმა ებეტსმა წარადგინა განაცხადი პისტოლეტის პატენტის მისაღებად, რომლის ავტომატიკის მუშაობა დაფუძვნებული იყო გაზის უკუცემის პრინციპზე. პისტოლეტის მუშაობის პრინციპი იყო საყურადღებო, რადგან არ გავდა სხვა ანალოგიური გაზის უკუცემის პრინციპზე მომუშავე პისტოლეტებს. პისტოლეტში ლულიდან გამოყოფილი გაზი შედიოდა ლულისქვეშა სპეციალურ კამერაში, სადაც უბიძგებდა სპეციალურ ცილინდრს უკან და ორი ბერკეტის საშუალებით, რომლებიც მდებარეობდა პისტოლეტის ორივე მხარეს და აბრუნებდა საკეტს, რის შედეგადაც ხდებოდა საკეტის გახსნა და მისი უკან გადაადგილდება ლულაში დარჩენილი გაზის წნევის ზემიქმედებით. ცილინდრის ფუნქცია ამ სისტემაში ის იყო, რომ აღებდა საკეტს და არ უკუაქცევდა მას. სხვა ადრეულ გაზის უკუცემის სისტემებში უშუალოდ გაზის ზემოქმედების შედეგად, რომელიც უბიძგებდა ცილინდრს მისი მეშვეობით ხდებოდა საკეტის უკან გადაადგილება. ამ მოდელში კი როგორც ავღნიშნე ცილინდრი, მასზე გაზის ზემოქმედების შედეგად აღებდა მხოლოდ საკეტს. სავაზნე კოლოფი განთავსებული იყო სასხლეტის წინ და მისი შევსება შესაძლებელი იყო ზემოდან სპეციალური მჭიდით როგორც ეს ხდებოდა იმ დროინდელ შაშხანებში. ასევე შესაძლებელი იყო სავაზნე კოლოფის შევსება გვერდიდან სათითაოდ ვაზნით სპეციალური მოძრავი სახურავის საშუალებით. კალიბრი რაზედაც შეიქმნა ეს პისტოლეტი უცნობია და ასევე უცნობია მისი საბილოვო ბედიც. ერთი რამ არის ცნიბილი, რომ მასიური წარმოება მისი არ მომხდარა და შემორჩა რამოდენიმე საცდელი მოდელი. ებესტმა კიდევ შექმნა პისტოლეტი 1897 წლის მოდელი რომელის ავტომატიკა გავდა M 1895 მოდელი ბრაუნინგის ტყვიამფრქვევის ავტომატიკის მუშაობის პრინციპს. შესთავაზა კიდეც ებესტმა კოლტს თავისი პისტოლეტი მაგრამ ეს მოხდა იმ მომენტში როდესაც ბრაუნინგმაც წარუდგინა კოლტს თავისი პისტოლეტი. როგორც მოსალოდნელი იყო შემოწმების შემდეგ ბრაუნინგის პისტოლეტმა აშკარად დაჯბნა ებესტის პისტოლეტი. შემდეგში ამას ხელი არ შეუშლია მათი მეგობრობისთვის და ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ერთმანეთათან.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!