შოშის ტყვიამფრქვევი

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მალევე გაიხსენეს ფრანგებმა ომამდელი იდეა ჯრში ტყვიამფრქვევის აუცილებლობის შესახებ. გადაწყდა კომისიის შექმნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა არტილერიის პოლკოვნიკი შოში( Chauchat ).შოშმა შესთავაზა 1907 და 1913 წლის მოდელები, რომელის სისტემაც აღებული იყო უნგრეთის კონსტუქტორის ფრომერისაგან. მანამდე ფრანგებს ქონდათ შეიარაღებაში «გოჩკისის» ტყვიამფრქვევი. შოშის ადრინდელი მოდელები ომამდე შემოწმებას გადიოდა შვეიცარაში. ტყვიამფრქვევის ავტომატიკია მუშაობდა ლულის უკუცემის პრინციპზე.(გასროლის დროს ლულა გადაადგილდებოდა უკან). გააჩნდა 20 ვაზნის ტევადობის მჭიდი. 1915 წელს დაჩქარებული წესით ფრანგებმა მიიღეს შოშის ტყვიამფრქვევი შეიარაღებაში. ტყვიამფრქვევის წარმოება დაიწყეს ყოფილი ველოსიპედის ქარხანაში რომელსაც ერქვა «გლადიატორი» CSRG (Chauchat, Suttere, Ribeyrole & Gladiator). დასახელება ასოცირდებიდა, როგორც აბრევიატურა კონსტრუქტორების სახელებსა და ქარხნის სახელის ერთობლივობა. ტყვიამფრქვევის დაჩქარებული წარმოებისთვის ჩართული იყო სხვადასხვა პატარა ქარხნები და სახელოსნოები. რუსებმაც შეუკვეთეს ფანგებს შოშის ტყვიამფრქვევი მაგრამ მიიღეს უარი რადგან ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებდნენ თავიანთი ჯარის სრულყოფილად შეიარაღებას. 1917 წელს მაინც გაიგზავნა რუსეთში 3200 ცალი შოშის ტყვიამფრქვევი. იმისთვის რომ მეტი მოგება მიეღოთ ამერიკელებსაც შესთავაზეს ფრანგებმა შოშის ტყვიამფქვევი, როცა ისინი ჩაერთვნენ პირველ მსოფლიო ომში. ამერიკელებმა მიიღეს 16000 ტყვიამფრქვევი 7,62მმ 30–06 მმ ვაზნაზე, ოღონდ ფრანგულიდან განსხვავებით მას გააჩნდა სწორი სავაზნე კოლოფი. ამრიკული შეკვეთის ვაზნის სიმძლავრე მეტი იყო ფრანგულ ვაზნაზე და ეს კიდევ დამატებით პრობლემას ქმნიდა ისედაც არა საიმედოდ მომუშავე ტყვიამფრქვევის ავტომატიკის მუშაობაში. ამერიკელები ტყვიამფრქვევის გაჭედვისას უბრალოდ იცილებდნენ თავიდან და თავაინთი შაშხანებით აგრძელებდნენ ბრძოლას. იმდენად პრიმიტიული და იმდროისათვის უკვე მოძველებული ავტომატიკის მუშაობის პრინციპი გააჩნდა აღნიშნულ იარაღს არ ღირს მისი ავტომატიკის მუშაობის პრინციპზე ყურადღების გამახვილება. შოშის ტყვიამფრქვევი თავისი კონსტრუქცით, წარმოების ხარისხით და უხარისხო ნედლეულის გამოყენებით იყო ყველაზე უვარგისი იმ ტყვიამფრქვევებს შორის, რომლებიც გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს. მებძოლები ხუმრობდნენ, რომ შოშის ტყვიამფრქვევის არასრული დაშლა ხდებოდა თვითნებურად სროლის დროს. ომის ველზე ბევრი მებრძოლის დაღუპვის მიზეზი გახდა და ბევრის სისცოცხლეს აყენებდა სფრთხეში ტყვიამფრქვევი მისი არა საიმედო მუშაობის გამო. საფრანგეთში გამოძიებაც კი ცადეს რომ გაერკვიათ სად იყო განთავსებული წარმოებები და როგორ ნაწილდებოდა მოგება. იმდენი თანამდებობის პირი იყო ამ კამპანიაში ჩართული ყველა სფეროდან, რომ პრაქტიკულად გამოძიება არ მოხერდა. საფრანგეთში აწარმოეს 225 000 ცალი.


ტყვიამფრქვევს სთავაზობდნენ ევროპის სხვადსხვა ქვეყნებსაც. ამერიკამ შეიძინა მთლიანობაში 37864 ცალი 30–06 ვაზნაზე. როგორც ავღნიშნეთ 30–06 სპიგფლინდის ვაზნა გაცილებით ძლიერი იყო ფარანგულ ვაზნაზე და ავტომატიკის სისტემა მომუშავე ლულის უკუცემის ხარჟზე მისი გრძელი უკუ სვლთ, აშკარად უვარგისი გამოდგა. მეოცე საუკუნის დასაწყისში, რომ არაფერი ვთქვათ პირველი მსოფლიო ომზე, ხშირად ქონდა ადგილი სამხედრო კონფლიქტებს სახელმწიფოების შიგნით შიგა პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც იწყებოდა რევოლუციებით და მთავრდებოდა სამოქალაქო ომებით. აქედან გამომდინარე იარაღის მოთხოვნ იყო ძალიან გაზრდელი, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიო ომის დროს იარაღის მოთხოვნაზე. ზოგიერთი მაშინ შექმნილი იარაღი მეტ ნაკლებად სხვადსახვა ქვეყნებში არც თუ ისე პატიოსანი კონკურენციის პირობებში მაინც ახერხებდა მზის სინათლის ნახვას ამა თუ იმ გზით და მათი არც თუ ისე კარგი ტექნიკურ ტაკტიკური მონაცემებით მაინც ხვდებოდა შეიარაღებაში. ამის ძირითად მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს იმ პერიოდში მსოფლიოში იარაღზე გაზრდილი მოთხოვნები. ამის კლასიკური მაგალითად, თავის შექმნით, წარმოებით და მთლიანობაში თავისი ისტორიით, შეიძლება ჩაითვალოს შოშის ტყვიამფრქვევი,რომელიც საფრანგეთის შეიარაღებაში იყო 1924 წლამდე.

ვაზნა– 8x50R «ლებელი»
წონა სადგამით – 8,35 კგ
სავსე მჭიდის წონა – 0,75 კგ
ლულის სიგრძე – 450 მმ
ხრახნი– 4 მარცხენა ბრუნვით
ტყვიის საწყისი სიჩქარე – 650 მ/წმ
სამიზნე მანძილი – 2000 მ
სროლის სიჩქარე – 240 გასროლა წუთში
მჭიდის ტევადობა – 20 ვაზნა

error: Content is protected !!