IMG_2918
 

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) .45 ACP 11.43 mm.
ლულის სიგრძე (სმ) 12,7
მთლიანი სიგრძე (სმ) 21
წონა (კგ) 1,1
ვაზნები ტევადობა (ც) 7+1

 

  KOLT M1911 45 ACP.

ვისაც შეხება აქვს და აინტერესებს იარაღების მუშაობის პრინციპები, სისტემები, და კონკრეტული მოდელების მოკლე ისტორია, რომელბმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს მსოფლიში საბრძოლო მოქმედებების დროს, ალბათ არ გამორჩებოდათ ამერიკელი ლეგენდალური კონსტრუქტორის ჯონ მოზეს ბრაუნინგის პისტოლეტი KOLT M 1911 45ACP, რომელიც ბრაუნინგმა დააპატენტა 1910 წელს. მანვე შექმნა ვაზნა 45 კალიბრი ( 11,43 მმ).
მას შემდეგ როცა ბრაუნინგმა მისცა უფლება კოლტის ფირმას ეწარმოებინა მისი პისტოლეტი კომპანიის სახელით, 1911 წლიდან კოლტმა დაიწყო პისტოლეტის წარმოება სახელწოდებით KOLT M 1911 A1. კოლტის პისტოლეტი საუკუნეა ჯერ კიდევ ამერიკის სამხედრო და სხვადასხვა დანიშნულების ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღებაშია. პისტოლეტი ფართოდ გამოიყენებოდა პირველ და მეორე მსოფლიო ომების დროს, ასევე კორეიისა და ვიეტნამის ომებში. ბევრ ომზე შექმნილ ფილმებშიც დიდი ყურადრება ეთმობოდა პისტოლეტის საბრძოლო თვისებებს, სადაც მისი გამაჩერებელი ძალის და სიზუსტის გამო ბევრჯერ გამოსულა მსროლელი გამარჯვებული ახლო შეტაკების დროს. ეს მარტო ფილმებში რეკლამისთვის არ კეთთდებოდა, უბრალოდ ეს იყო ასახვა პისტოლეტის რეალური ტექნიკური შესაძლებლობის, რაც შეეძლო პისტოლეტს  საბრძოლო პირობებში. პისტოლეტი დღესაც დიდი მოწონებით სარგებლობს სპორცმენებში და სროლის მოყვარულებში. ამიტომ როგორც კოლტის ასევე სხვა ამერიკული ფირმები აწარმოებდნენ პისტოლეტის განსხვავებულ მოდელებს, როგორც გარე დიზაინით ასევე მექანიზმის ოდნავი ცვლილებებით. კოლტის პისტოლეტი შესრულებულია კლასიკური ბრაუნინგის სქემით, ერთმაგი დამსხლეტ-დამრტყმელი მექანიზმით, ავტომატიკის მუშაობის პრინციპი კი დაფუძვნებულია ლულის უკუცემის ხარჯზე მისი მოკლე უკუსვლით. გასროლისას უკუცემის ზემოქმედებით ლულა საკეტთან ერთად მოძრაობს უკან, ლულის ქვემოთ განთავსებული მოძრავი საკეტელა, რომელიც ბრუნავს ჩარჩოს უძრავ ღერძზე და აიძულებს ლულის სახაზინო ნაწილს დაიწეს დაბლა, რის შედეგაც ლულის ზედაპირზე განლაგებული ნახევრად წრიული სპეციალური შვერილები გამოდის საკეტის შიგა ზედაპირზე არსებული ჯრილებიდან, (რომლის საშუალებითც ლულა და საკეტი ჩაკეტილია ერთმანეთთან). საკეტი აგრძელებს მოძრაობას უკან, ამ დორს ხდება სავაზნიდან გასროლილი მასრის ამოგდება და ჩახმახის შეყენება. საკეტი დამაბრუნებელი ზამბარის ზემოქმედებით ბრუნდება საწყის მდგომარეობაში და თან აწოდებს ვაზნას სავაზნეში. სროლის დამთავრებისას საკეტი რჩება უკან სპეციალური საკეტის დამჭერით, რაც ამარტივებს პისტოლეტის სწრაფ გადატენვას. კოლტს გააჩნია სამი სახის დამცველი, რომელიც იცავს პისტოლეტს შემთხვევით გასროლისგან. პირველი მექანიკური დამცველი განთავსებულია ჩარჩოს მარცხენა ზედა ნაწილზე, მეორე ავტომატური დამცველი (კლავიშის ფორმის) განთავსებულია უკან ჩარჩოს ზედა ნახევარ კედელძე, მესამე ჩაკეტვა კი ხორციელდება ჩახმახის ნახევრად მოზიდვისას. კოლტს არ გააჩნია, როგორც ავღნიშნეთ ორმაგი მოქმედების დამსხლეტ-დამრტყმელი მექანიზმი, მიუხედავათ ამისა სროლის წამოწყების სიჩქარით არ ჩამოუარედება ორმაგი მქმედების მექანიზმის მქონე პისტოლეტებს. აბსოლიტურად უსაფრთხოა შეყენებული ჩახმახმახით კოლტის ტარება მისი სამმაგი დამცველი მექანიზმის გამო, ამიტომ კოლტიდან შეყენებული ჩახმახით პირველი გასროლა გაცილებით  უფრო ზუსტად  და სწრაფად არის  შესაძლებელი ვიდრე სხვა ორმაგი მოქმედების მექანიზმის მქონე პისტოლეტიდან დაშვებული ჩახმახით, რადგან დამცველის მოხსნის შემდეგ სასხლეტზე დაწოლით ჩახმახის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანისთვის და შემდეგ მისი დასხლეტისთვის მეტი დრო და ძალაა საჭირო რაც უარყოფითად მოქმედებს პირველ გასროლის, როგორც სიჩქარეზე ასევე სიზუსტეზე. პისტოლეტი შედგება 43 დეტალისგან, იოლი დასაშლელი და ასაწყობია. კოლტის პისტოლეტი მისი კარგი ბალანსით და მოხერხებული სახელურით გამოირჩევა სროლის სიზუსტით, მისი კალიბრიდან გმომდინარე კი გამოირჩევა დიდი გამაჩერებელი ძალით, რითაც ერთერთ მძლავრ მსხვილ კალიბრიან პისტოლეტად ითვლება მსოფლიოში. მექანიზმის სიმარტივით და ავტომატიკის საიმედო მუშაობის გამო საუკუნის წინ ბრაუნინგის მიერ შექმნილი პისტოლეტი დღემდე რჩება 50-მდე ქვეყნის შეიარაღებაში. დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს იარაღის მოყვარულთა შორის. წარმოუდაგენელია იარაღების კოლექცია იყოს სრულფასოვანი მასში თუ არ იქნება ბრაუნინგის მიერ შექმნილი და კოლტის მიერ წარმოებული ლეგენდალური პისტოლეტი. დღესდღეობითაც ამერიკაში მისი ისტორიის ღირშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით იწარმოება ხოლმე კოლტის პისტოლეტი, როგორც სამახსოვრო ჯილდოდ სამხედრო დამსახურებისთვის და ასევე კოლექციონერებისთვის. ამიტომაც მასზე დოდი მოთხოვნის გამო წარმატებით იყიდება მსოფლიო აუქციონებზე.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!