ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 9×19
სიგრძე (მმ) 206
მჭიდის ტევადობა (ცალი) 15+1
წონა (გრ.) 1000
 ლულის სიგრძე (მმ) 120

 

CZ 75

CZ-ე შეიძლება გაიშიფროს, როგორც „ ჩეშსკა ზბროიოვკა“ (ბოჰემის საიარაღო ქარანა) და „ჩეშსკოსლოვენსკა ზბროიოვკა ა.ც.“(ჩეხური საიარაღო ქარხანა). ორივე ქარხანა აწარმოებდა პისტოლეტებს და ხშირად მოიხსენიებენ ერთად. CZ (ბოჰემის საიარაღო ქარხანა) დაარსდა 1919 წელს სახელწოდებით „იხოჩესკის ზბროიოვკა“, რომელიც აწარმოებდა პისტოლეტ „ფოქს.“ 1921წელს წარმოება გადატანილია ქ.„სტრაქონიცეში.“1923 წელს კომპანიამ მიიღო სახელმწიფო შეკვეთა ეწარმოებინა პისტოლეტები ჩეხური არმიისთვის. პისტოლეტების გარდა ქარხნის წარმოების გაზრდიდან გამომდინარე დაიწყეს შაშხანების, პისტოლეტ- ტყვიამფრქვევების,  ტყვიამფრქვევების, საარტილერიო დანადგარების და ასევე სამოქალაქო პროდუქციის წარმოება. 1949 წელს როდესაც სათავეში მოვიდნენ კომუნისტები კოპანია  „ჩეშსკა ზბროიოვკა“-ს დაარქვეს ( ჩეხეთის სახალხო  საიარაღო ქარხანა).    ფაბრიკა „ჩეშსკოსლოვენსკა ზბროიოვკა“  (ჩეხური საიარღო ქარხანა)   დაარსდა ქ. „ბრნოში,“ 1919 წელს, რომელიც  ეკუთვნოდა სახელმწიფოს. მოდერნიზების მერე  კომპანია  მუშაობდა შეზღუდული  წარმოების შესაძლებლობით, რომლის წარმოებული პროდუქცია განკუთვნილი იყო  მხოლოდ  საქსპორტოდ. 1922 წელს  კომპანიამ გამოუშვა პისტოლეტი სახელწოდებით „PISTOLE  H.” ერთი წლის მერე მთავრობამ გადაწყვიტა სამხედრო დანიშნულების პისტოლეტების წარმოება  ყოფილიყო ერთ ქარხანაში და არა ცალცალკე. ამიტომ გადაწყვიტეს აღნიშნული პისტოლეტი ეწარმოებინა კომპანია CZ-ს ქ. სტრაქონიცეში.  „ბრნოში“  პისტოლეტები  1949 წლამდე აღარ წარმოებულა.   1949  წელიდან დაიწყეს სპორტული ზუსტი სროლისთვის განკუთვნილი პისტოლეტების  და რევორველების წარმოება.
პისტოლეტი  CZ 75-ი შეიქმნა CESKA ZBBPOIOVKA-ს ქარხანაში  ქალაქ UHESKY BROD-ში ძმები ინჟინრების იოსეფის და ფრანჩესკო კოუცკების მიერ. CZ 75 პუბლიკის წინაშე წარდაგა 1975 წელს მადრიდში, სადაც მოახდინა დიდი შთაბეჭდილება როგორც მნახველებზე ასევე სპეციალისტებზე. CZ 75-ის მასიური წარმოება დაიწყო 1976 წელს და დღესაც გრძელდება სხვადასხვა მოდიფიკაციით. თავიდან მისი შექმნისას ჩაფიქრებული იყო მხოლოდ საექსპორტოდ  რეალიზაცია, რადგან მაშინ ჩეხეთის შეიარაღებაში იყო CZ 52  7.65mm ვაზნაზე, რომელიც შეცვალა CZ 82-მა მოდელმა 9X18 mm ვაზნაზე.  ჩზ 75-ის გამოჩენისთანავე     თურქეთმა, ირანმა, ერაყმა და სხვა ქვეყნებმა შეისყიდეს ჩზ 75-ის მიდელი.  2001 წელს  CZ 75 P-01-ის მოდელის კომპაქტური ვარიანტი მიიღეს ჩეხური პოლიციის შეიარაღებაშიც. პისტოლეტმა მალე მოიპოვა მსოფლიო აღიარება CZ-ეს სხვადასხვა მოდელები ამერიკის პოლიციის ქვედანაყოფებში და სპეც სამსახურების  შეიარაღებაშიც მიიღეს.  შესაბამისი ლიცენზიით  CZ 75-ის  როგორც ზუსტ ასლს ასევე ოდანავი ცვლილებებით აწარმოწბს ცნობილი ფირმები, ისრაელი  JERICO 941,  იტალია TANFOGLIO TZ-90, TZ-95, თურქეთი SARSILMAZ  M2000,  შვეიცარია ITM   AT-88,   SPHIHY M2000,   ჩინეთი  NORINCO NZ-75,  აშშ  SPRINGFIELD P9.  CZ 75 ითვლება საუკეთესო პისტოლეტად  ცნობილ ბრენდებს შორის და მალევე მოიხვეჭა სახელი როგორც საიმედო სისტემის მქონე პისტოლეტმა. CZ  75 იწარმოება რამოდენიმე მოდიკიკაციის, CZ 75B. CZ 75BD, CZ 75DAO, CZ 75A, CZ 75SA, CZ 75 AUTOMATIC, CZ 75 SEMICOPACT, CZ 75 COMPACT. პისტოლეტის ავტომატიკის მუშაობა  დაფუძვნებულია ლულის უკუცემის ენეგიის ხარჯზე მისი უკუ სვლის დროს  ლულის საკეტთან ჩაკეტვის პრინციპი აღებულია ბრაუნუნგის სისტემის პისტოლეტიდან. ლულის სახაზინო ნაწილს  ზემოდან გააჩნია წრიული ჭრილები, რომლითაც ის ეჭიდება საკეტის შიგა ზედაპირზე არსებულ შვერილებს და სიმედოდ კეტავს ლულის არხს. გასროლის მერე საკეტის და ლულის  უკუ სვლისას ლულის სახაზინო ნწილის ქვედა შვერილი მოძრაობს ჩარჩოში არსებულ სპეცილურ ღერძზე, რომრლიც დაბლა წევს ლულას და თავისუფლდება საკეტისაგან. საკეტის დამაბრუნებელი ზამბარა მოთავსებულია ლულის ქვეშ.  ჩარჩოს მარცხენა მხარეს გააჩნია საკეტის დამჭერი და მცველი.  მჭიდის ტევადობა შეადგენს 16  ცალს. პისტოლეტი გამოირჩევა ტყვიის კარგი დაჯგუფებით, სროლის მაღალი რესურსთ, კარგი დიზაინითა და ბალანსით. CZ  არც თუ ისე დიდი ფასით და მისი მაღალი ხარისხით კონკურენტუნარიანი გახდა ცნობილი ბრენდების წარმოებული პისტოლების მიმართ. საყოველთაო აღიარება მოიპოვა სპეციალისტებს შორის და მოთხოვნადი გახდა  მსოფლი ბაზარზე. 1985 წლიდან უკვე სახელმოხვეჭილ CZ 75-ის ბაზაზე   შეიქმნა CZ 85-ი. განსხვავება მხოლოდ ის არის რომ  CZ 85-ს მექანიზმს დაემატა ავტომატური დამცველი, ასევე  საკეტის დამჭერი და მცველი დაუყენდა ჩარჩოს   ორივე მხარეს, ამით შესაძლებელია გახდა, როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა ხელით მისი გამოყენება.  CZ-ეს კომპანია აწარმოებს  როგორც სამხედრო ასევე სპორტულ და სამოქალაქო თავდაცვისათვის სახვადასხვა კალიბრისა  და მოდელის  პისტოლეტებს, ესენია CZ VZ22, VZ24, CZ 27, P27, CZ  VZ 38,  CZ 50, CZ 70,  CZ 52,  CZ 75, CZ 85, CZ 97, CZ 100, CZ 2000, CZ TT. პისტოლეტების მოდელებისა და მათი ვაზნების ნაირსახეობით, მაღალი კლასის შესრულებით ასევე მაღალი საბრძოლო თვისებებით    CZ -ს კომპანიამ   წამყვანი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლი ბაზარზე.

სხვა საქონელი

error: Content is protected !!