ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 7,62X39
ლულის სიგრძე (სმ) 39
მთლიანი სიგრძე (მმ) 100
წონა ცარიელი მჭიდით (კგ) 3.2
ვაზნების ტევადობა ორი მჭიდი  (ც) 12-30

 

CZ 858 tactikal 7.62×39
ერთი შეხედვით ჩზ-ეს ნახევრად ავტომატური შაშხანა ძალიან გავს კალაშნიკოვის ავტომატს და მის ბაზაზე შექმნილ საიგას სამონადირეო მოდელებს, მაგრამ მისი კონსტრუქცია ძირეულად განსხვავდება კალაშნიკოვის სისტემიდან. ჩზ შეიქმნა ჩეხოსლოვაკიაში 1958 წელს ჩესკა ზბროიოვკის საწარმოში ქალაქ უგერსკი-ბროდ-ში. ჩზ-ეს მექანიზმი მუშაობს ლულიდან გამოყოფილი გაზის უკუცემის პრინციპზე. საკეტის ლულასთან ჩაკეტვა ხორციელდება სპეციალური (ლინჩიკით) ბერკეტით, რომელიც მოძრაობს ვერტიკალურ სიბრტყეში და მოთავსებულია საკეტის ქვედა ნაწილში. ლულასთან საკეტის ჩაკეტვის ასეთი პრინციპი გამოყენებულია რუსულ შაშხანებში სკს-ში, ტოკარევში, გერმანულ და იტალიურ პისტოლეტაბში, ვალტერ პ38-ში, ბერეტა-92-ში. ჩზ-ე გამოირჩევა თავისი კომპაკტურობით, რაც აიოლებს მის როგორც ტრანსპორტირებას ასევე მის გადატანას მთაში ნადირობის დროს. შაშხანა გამოირჩევა დეტალების ზუსტი მორგებით და შერულების მაღალი ხარისხით, რაც ახასიათებს ტრადიციულად ყველა ჩეხური წარმოების იარაღებს. გამოირჩევა მექანიზმის სიმედო მუშაობით, გააჩნია მოსახერხებელი საიმედო ჩამკეტი, სროლის დიდი რესურსი და ტყვიის კარგი დაჯგუფება.

error: Content is protected !!